კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას წარმოადგენდა სისასტიკით ცნობილი ციხე „წითელი ვარსკვლავი“ და როგორ გაიტაცეს ამერიკელებმა მისი კომენდანტი

1984 წლის 19 მაისს საბჭოთა „გრუს“ სპეცრაზმმა პაკისტანიდან ამერიკელი პოლკოვნიკი ჯეიმს არნოლდი და ოთხი მაღალჩინოსანი ოფიცერი მოიტაცეს, ქალაქ ყანდაღარში ჩაიყვანეს და ციხესიმაგრე „წითელ ვარსკვლავში“ გამოამწყვდიეს, რომელიც მთელ ავღანეთში თავისი სისასტიკით იყო ცნობილი.

პოლკოვნიკი არნოლდი ჰაერსაწინააღმდეგო რეაქტიულ მოწყობილობა „სტინგერის“ ამერიკიდან ავღანეთში ტრანსპორტირებას კურირებდა და საბჭოელებმა ის იმიტომ გაიტაცეს, რომ ამ მრისხანე იარაღის ექსპორტისთვის ბოლო მოეღოთ. არნოლდისგან მოითხოვდნენ, რომ მას ანტიამერიკული განცხადება გაეკეთებინა, რასაც ვიდეოფირზე ჩაწერდნენ და მთელ მსოფლიოში გაავრცელებდნენ. ამერიკელმა პოლკოვნიკმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და ის ჯერ სასტიკაც სცემეს, შემდეგ კი „წითელი ვარსკვლავის“ ჯურღმულში ჩააგდეს და ერთადგილიან ვიწრო საკანში გამოამწყვდიეს.

„წითელ ვარსკვლავს“ 49 წლის გენერალ-მაიორი ევგენი ფროლოვი ხელმძღვანელობდა. მას თავის ირგვლივ, ეგრეთ წოდებული, „შტრაფნიკი“ ჯარისკაცები ჰყავდა შემოკრებილები, რომლებიც ადამიანებს ცოცხლად ატყავებდნენ. მათ შორის ვინმე სევა კვაშინი, მეტსახელად „ყასაბი“, გამოირჩეოდა, რომელსაც სიბრალულის ნატამალი არ გააჩნდა და რასაც მას ფროლოვი უბრძანებდა, იმას აკეთებდა.

– ეს ურჩი გონზე მოიყვანე, მაგრამ ნუ გადაამეტებ! – უბრძანა ფროლოვმა „ყასაბს“.

„ყასაბს“ ერთი ავღანური ოჯახი ჰყავდა ამოწყვეტილი. მან მცირეწლოვანი ბავშვები ჯერ გააუპატიურა, ბოლოს მოკლა და დაწვა. მას არაერთი პატიმარი ჰყავდა ცოცხლად გატყავებული და ყველაზე ურჩ პატიმრებს მის ხელში აგდებდნენ.

„წითელი ვარსკვლავის“ ჯალათს დაკითხვის ოთხი კატეგორია ჰქონდა შემუშავებული, რომლებსაც საკმაოდ თანმიმდევრულად ახორციელებდა და ციფრების კლებასთან ერთად წამების სისასტიკე იმატებდა. „ყასაბმა“ პოლკოვნიკი არნოლდი მეოთხე კატეგორიის შესაბამისად დაკითხა, სიტყვა ვერ დააცდენინა და გონებამიხდილი კვლავ ჯურღმულში დააბრუნა.

ამის პარალელურად კი, „ცეერუმ“ არნოლდის გათავისუფლებაზე დაიწყო ზრუნვა და ვინმე ჯეიმს კოქსი გამოიძახეს, რომელიც „მწვანე ბერეტებში“ მსახურობდა და სუპერმეომრად იყო ცნობილი.

გენერალ-ლეიტენანტმა სტივენ მორისმა ის კაბინეტში მიიწვია და უთხრა.

– ყანდაღარის „წითელი ვარსკვლავი“ მიუდგომელი ციხესიმაგრეა და მის ასაღებად ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედების ჩატარება დაგვჭირდება. ამიტომ, თქვენ მოგმართეთ და თუკი ბედიც გაგიღიმებთ, მაშინ პოლკოვნიკს და დანარჩენებს გამოიხსნით. პაკისტანში, ქალაქ პეშვარში ჩვენი ტრანსპორტით ჩახვალთ. იქიდან ავღანეთში კი, ჩვენი აგენტი ალი ნაჯიფი გადაგიყვანთ. აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ, ჯარისკაცო!

ალი ნაჯიფი და კოქსი მთიანი გამოქვაბულებით გადავიდნენ ავღანეთში და ყანდაღარიდან 30 კილომეტრით დაშორებულ მთის ბანაკში გაათენეს ღამე. აქვე კოქსი შეაიარაღეს და, „წითელი ვარსკვლავის“ კომუნიკაციების გეგმა მისცეს, რომელიც 200 დოლარად იყიდეს ამერიკელებმა და მარტოხელა ჯარისკაცი წითელი არმიის ციტადელის დასალაშქრად გაემართა.

ღამის 2 საათსა და 30 წუთზე კოქსი „წითელი ვარსკვლავის“ დაცვის პირველ ზღუდეს მიადგა და წარმატებით დაძლია დანაღმული ველი, მავთულხლართები და აკრძალულ ტერიტორიაზე შევიდა. რაც უფრო წინ მიიწევდა კოქსი, რუსი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა იმატებდა. ის გზადაგზა ყველაფერს ნაღმავდა და მცირე დაუდევრობასაც კი, გამოუსწორებელი შედეგის მოტანა შეეძლო.

კოქსმა 3 საათსა და 55 წუთზე „წითელი ვარსკვლავის“ ჯურღმულში, წყლის გაუქმებული არხიდან შეაღწია. მან ბოლო ასაფეთქებელი მიამაგრა კედელს, შემდეგ იარაღი მოიმარჯვა და პირდაპირ გენერალ-მაიორ ფროლოვისკენ გაემართა. კოქსმა ფროლოვი და მისი ჯალათი კვაშინი გათიშა, იქვე გაკოჭა და დაყარა. შემდეგ პოლკოვნიკი არნოლდი გამოიხსნა და 4 საათსა და 45 წუთზე გამოსასვლელისკენ დაიძრნენ... თუმცა, შემოპარულები ერთ-ერთმა მედესანტემ შენიშნა და ცეცხლი გაუხსნა. კოქსმა, რომელიც თავის მეგობრებთან და ტყვეებთან ერთად ალყაში იმყოფებოდა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ციტადელი დისტანციური პულტით ააფეთქა. სანამ რუსები აქეთ-იქით აწყდებოდნენ, კოქსმა და მისმა კომპანიონებმა რუსი ტყვეები ჯერ სამთო ბანაკში მიიყვანეს, შემდეგ პაკისტანში გადავიდნენ და იქიდან კი ვაშინგტონისკენ აიღეს გეზი.

ერთი თვის შემდეგ, მსოფლიოს მრავალმა მოწინავე ტელეარხმა პირდაპირ ეთერში გადასცა გენერალ-მაიორ ფროლოვის მიმართვა, რომელიც საბჭოთა მთავრობას ავღანელი ხალხის გენოციდში ადანაშაულებდა.


скачать dle 11.3