კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა გარდაცვლილებისგან საიქიოდან მომავლის გაგება და ინფორმაციის მოწოდება და როდის ხვდება ადამიანი ორი სამყაროს გასაყარზე

დავითი: ცხოვრება სასტიკია და დაუნდობელი. ხანდახან ისეთ დროს გიმუხთლებს, როცა არ ელი. რომ იტყვიან, ყველა ჩვენგანს სიკვდილი ყურის ძირში ჰყავს ჩასაფრებული. ამიტომ, სულ სიკეთე უნდა აკეთო, რადგან, გარდაცვალების შემდეგ, კაცის მხოლოდ სახელი რჩება, თორემ, იმქვეყნად ვის რა მიგვაქვს მეტი?! როცა ადამიანს ახლობელი და გულით საყვარელი უკვდება, მისი ფსიქიკა საგრძნობლად ზიანდება. ამ დროს არ არის გამორიცხული, თვითმკვლელობაზეც კი იფიქროს. ასეთი არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ზოგი ჭამას აიკრძალავს, ზოგი გადაჭარბებულ ალკოჰოლსა და მედიკამენტს იღებს, ზოგიც სხვა გამოსავალს ეძებს.

– როგორც ვიცი, დაახლოებით ოცი წელია, რაც გარდაცვალებასთან დაკავშირებულ უცნაურ ფაქტებს იკვლევთ და ისეთ ადამიანებთანაც გქონდათ შეხება, რომლებმაც საკუთარი სიკვდილი თავისი თვალით იხილეს. ამაზე რას იტყვით?

– მართალია, ამ საკითხით მაშინ დავინტერესდი, როცა გულით საყვარელი ადამიანი, კერძოდ კი შეყვარებული გოგონა დამეღუპა. მანამდე, მსგავსი რამეები სისულელე მეგონა. ის ჩემგან შვილს ელოდა და მშობიარობის შემდგომ, სიტუაცია გართულდა, ჯერ კლინიკური სიკვდილი ჰქონდა, მერე კი გარდაიცვალა. ბავშვმაც დიდხანს ვერ იცოცხლა. წარმოიდგინეთ ჩემი იმდროინდელი სიტუაცია. არ დაგიმალავთ, მეც ვფიქრობდი სიკვდილზე, მაგრამ, რომ იტყვიან ვაჟკაცობა არ მეყო. ახლა ვხვდები, რომ დიდ სისულელეს ჩავიდენდი, რადგან მათ აქედანაც ვჭირდები. თუ ელემენტარული პარაფსიქოლოგიური ცოდნა გაგაჩნია ადამიანს, არ არის რთული, აქედან დაამყარო გარდაცვლილ ახლობელთან იმქვეყნად კონტაქტი. ეს ბევრს დაუჯერებელ ზღაპრად მიაჩნია, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ნამდვილად ასეა. რაც შეეხება ლეთარგიული ძილის მდგომარეობას, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, კლინიკურ სიკვდილს, ესეც რეალობაა და ეს სიტუაცია, ბევრმა თავის თავზე გამოსცადა. ასეთებს მეც ბევრს შევხვედრივარ და მათი ნაამბობი, თითქმის ყველა ერთმანეთს ჰგავს. ყოველ შემთხვევაში, განცდები ერთმანეთის ადეკვატურია. ანუ, როცა ექიმები თუ ოჯახის წევრები მათ გადარჩენას ცდილობდნენ და ამისთვის იბრძოდნენ, ის ადამიანები უჩვეულო ასტრალურ მოგზაურობაში იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც გარდაცვლილ ნათესავებს, წინაპრებსა თუ მეგობრებს ხვდებოდნენ. ბევრი მათთან საუბარსაც ახერხებს. ამბობენ, გარდაცვლილები გვეუბნებოდნენ, რომ საიქიოში შესანიშნავად ცხოვრობენ, არც ავადმყოფობენ და არც რაიმე უჭირთ, თუმცა მათ ისევ ამქვეყნად დაბრუნებას ურჩევდნენ.

– თქვენი აზრით, თუ იქ ასეთი კარგი ცხოვრებაა, ახლობელ ადამიანებს რატომღა ურჩევენ გარდაცვლილები ამქვეყნად დაბრუნებას?

– იმიტომ, რომ მათი მიწიერი გზა და მისია ჯერ არ არის აქ დასრულებული. სხვათა შორის, ასეთი შეხვედრები გარდაცვლილებთან ავადმყოფ ადამიანებზე დადებითად მოქმედებს, რადგან, მათ ეცვლებათ წარმოდგენა სიკვდილსა და სიცოცხლეზე, უქრებათ სიკვდილის შიში, იციან, რომ სიკვდილი – ეს არის გადასვლა უფრო ბედნიერ, უმტკივნეულო, მშვიდ და მშვენიერ ცხოვრებაში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ, არის შემთხვევები, როცა დაავადებული ადამიანი კლინიკურ სიკვდილს განიცდის, ამქვეყნად ოპტიმისტური განწყობით ბრუნდება და იმქვეყნად მიღებული განცდები მის დაავადებაზე დადებით და სამკურნალო ეფექტსაც კი ახდენს.

– გამოდის, რომ სააქაოსა და საიქიოს შორის საზღვარი არ არსებობს და ასეთი ეგრეთ წოდებული მოგზაურობა, ერთ დღეს ყველამ შეიძლება, განიცადოს.

– მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე. იმ ზონას, სადაც კლინიკური სიკდილის დროს ეგრეთ წოდებული მოგზაურები ხვდებიან, რასაკვირველია, თავისი საზღვარიც გააჩნია. ანუ, აქვს თავისი მკაფიოდ გამოხატული საზღვრები, რომელთა გადალახვის შემთხვევაში ადამიანი საბოლოოდ კვდება და უკან ვეღარ ბრუნდება. კლინიკური სიკვდილის დროს კი ადამიანი შუალედურ არეში, ანუ ფიზიკური და იმქვეყნიური სამყაროების გზაჯვარედინზე ხვდება.

– გამიგია, ძველად ეზოთერიკასა და მაგიაში კარგად ჩახედული ადამიანები ლეთარგიული ძილის გარეშეც ახერხებდნენ გარდაცვლილ ადამიანეთან კონტაქტს. თუ ფლობთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ეს როგორ ხდებოდა?

– მართალია, ლეთარგიული ძილის გარეშეც კარგად ახერხებდნენ ადამიანები გარდაცვლილებთან კონტაქტს და ეს შესაბამისი რიტუალების დახმარებით ხდებოდა. მოკლედ, ძველად, ეზოთერიკასა და მაგიაში კარგად გარკვეული ადამიანები, სხვადასხვა ხილვის გამოწვევის მიზნით, იყენებდნენ წყლით სავსე ფიალებს, შუშის ბურთებს, გამდინარე წყალსა და სარკეს – ეს მთავარი ატრიბუტიკა იყო, რათა იმქვეყნიურ ძალებს დაჰკავშირებოდნენ და გარკვეული ინფორმაციაც მიეღოთ მომავლის შესახებ გარდაცვლილი ადამიანებისგან. სპეციალური რიტუალით ახერხებდნენ შუალედურ სამყაროში შესვლას და ამა თუ იმ ინფორმაციის მოპოვებას. ამის ნამდვილი დიდოსტატი კი იყო სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მკვლევარი, მოუდი, რომელმაც ბევრი დაკვირვებისა და ცდების საფუძველზე ძალიან საინტერესო მასალები დატოვა. სწორედ მან შეძლო, სასინჯი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ შეესწავლა მსგავსი ხილვების გამოწვევის ყველა შესაძლო ტექნიკა. ასევე, მისი აზრით, ნამდვილად არის შესაძლებელი იმყვეყნიურ სამოთხეში მოგზაურობაც და შემდეგ ისევ დედამიწაზე დაბრუნებაც, გარდაცვლილებთან შეხვედრაც და საუბარიც. ის არწმუნებდა ადამიანებს, რომ მთელი გულით არ უნდა განეცადათ ახლობლების დაკარგვა, რადგან ისინი დროებით გვტოვებდნენ და მათთან შეხვედრისა და მათი ხილვის შანსი ყველა ადამიანს გააჩნდა, ოღონდ, კლინიკური სიკვდილს შემთხვევაში, ან, მაშინ, როცა დედამიწაზე თავის მისიას ამოწურავდნენ. ამაში მას ყველა ეზოთერიკი ეთანხმება და, მათ შორის – მეც.

– თუმცა, დამეთანხმებით, როდესაც ახლობელ ადამიანს კარგავ, იმ მომენტში ნაკლებად ფიქრობ იმაზე, რომ მას ოდესმე კვლავ იხილავ, მოგეცემა მისი ნახვისა და მასთან საუბრის შანსი.

– რასაკვირველია, ადამიანები ვართ და, დიდი განცდების დროს ამაზე არ ვფიქრობთ. მაგრამ, სწორედ ამიტომ ვაფრთხილებ ხოლმე ყველას, არ შეიძლება დაუფიქრებლად რაიმეს გადაწყვეტა, დარდით თავის დაავადება და თვითგვემა, რადგან ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. დარდსა და ტკივილსაც თავისი საზღვარი აქვს და ამ საზღვრების მიღმა რა ხდება, ამაზე ფიქრიც უნდა შეგვეძლოს. კიდევ ვამბობ: პირადად ჩემი ტრაგედია იმდენად თავზარდამცემი იყო, ენით ვერ გადმოგცემთ და, იმ წუთებში რომ ვინმეს ეთქვა, ასე ნუ განიცდი, რადგან მას კვლავ შეხვდებიო, შესაძლოა, მომეკლა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სააქაოდაც შემიძლია, მათი სულებისთვის ვილოცო და ამით დავეხმარო მათ იმქვეყნად, მე კი ამქვეყნად შევიმსუბუქო დარდი. ამ ამბის შემდეგ არც ცოლი მომიყვანია და არც შვილის ყოლაზე მიფიქრია, მაგრამ, არც ისე ვცხოვრობ, ვინმეს ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდეს და ჩემს ტრაგედიაზე საუბრით ვაბეზრებდე თავს. ეს ჩემი ტვირთია და მას მე დავატარებ, ამის გამო წუწუნითა და, გოდება-ვაებით სხვას რატომ უნდა მოვაბეზრო თავი? პირიქით, უყვართ ჩემს ახლობლებს ჩემთან სტუმრობა და ხშირადაც ამბობენ, შენგან ვსწავლობთ, როგორ გავხდეთ ძლიერები, როგორ გადავიტანოთ დარდი ისე, რომ არც თავი დავიზარალოთ და არც სხვა შევაწუხოთ ჩვენი სადარდებლითო. სხვათა შორის, ერთი ნათესავი მყავდა. ძალიან მხიარული და ლამაზი გოგონა იყო. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერ გაუგეს, რა აწუხებდა და სულ უბრალო მიზეზის გამო გარდაიცვალა. დედამისმა, რასაკვირველია, სულის შეძვრამდე იგლოვა გარდაცვლილი შვილი. მის საფლავზე ათენებდა და აღამებდა. არ ჭამდა, ბევრ სითხეს სვამდა, რომ წნევა ასწეოდა, ტვინში გაჟონვა მოსვლოდა, მომკვდარიყო და ისიც მისი შვილის გვერდით ყოფილიყო იმქვეყნად. ორმოცი დღე არ იყო გასული, რომ თავადაც გარდაიცვალა. თვითონ კი გადალახა იმქვეყნიური საზღვარი, მაგრამ დანარჩენი შვილები უპატრონოდ დატოვა. ახლა ესიზმრება შვილებს, როგორ ნანობს მათი დედა – მე აქ კარგად ვარ და თქვენ, როგორ დაგტოვეთ მარტო, ნეტავ ვინ გივლით და რას ახერხებთო. იქაც ვერ ისვენებს და აქ დატოვებულ შვილებს მოსტირის. მართლაც დააკლდათ ბიჭებს დედა, მის გარდა პატრონი არ ჰყავთ და რის ვაი-ვაგლახით გააქვთ ცხოვრება. ამიტომ, არ უნდა გააკეთო ისე კაცმა, რომ აქაც დააკლდე შვილებს და იქაც ვერ მოისვენო.


скачать dle 11.3