კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გინესის რეკორდების წიგნში – სიმახინჯის გამო

მსოფლიოში ყველაზე მახინჯმა ქალბატონმა, როგორც იქნა მიიღო ოფიციალური აღიარება – 62 წლის ბრიტანელი ენი ვუდსი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამისთვის მას 27-ჯერ მოუწია, ყველაზე სასაცილო გრიმასების მქონეთა ყოველწლიურ კონკურსში გაემარჯვა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ ეგრემენტში, კამბრიის საგრაფოში ტარდება.

„მე ჯერ არ გადამიწყვეტია, გავაგრძელებ თუ არა „სიფათების კერვას“. შესაძლოა, „ამ საქმიდან გადავდგე“ და „დამსახურებულად“ წავიდე „დასასვენებლად“, რადგან: მგონია, რომ ჩემს რეკორდს ვერავინ მოხსნის“, – განაცხადა მან. გინესის რეკორდების წიგნში ხანდაზმული ქალბატონი თავისი ქალიშვილის – ბრენდა ჰოუის წარდგინებით მოხვდა. წიგნის შემდგომ გამოშვებაში იგი ამავე კონკურსის მამაკაცის ნომინაციაში 11-გზის გამარჯვებულთან, ტომი მატინსონთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

გრიმასების კეთება ენიმ 30 წლისამ დაიწყო, მაგრამ, არა საკუთარი სურვილით. მისმა ქალიშვილმა ბრენდამ უამბო ჟურნალისტებს: „დედაჩემი იქ ჩემმა ძმებმა, ბრაიანმა და რობერტმა გაგზავნეს, ისე, გასართობად, ავიდა სცენაზე, გააკეთა ეს და გაიმარჯვა“. მას შემდეგ ის შეჯიბრებებში ყოველწლიურად მონაწილეობდა, ერთადერთი შეჯიბრება გამოტოვა – ორსულობის გამო.

კონკურსში წარმატებისთვის სულაც არაა აუცილებელი, მონაწილეს საშინელი გარეგნობა ჰქონდეს. მაგალითად, თვითონ ვუდსი თავისი ასაკის გათვალისწინებით სასიამოვნო გარეგნობისაა. შეჯიბრების დროს ფასდება საშინელი გრიმასის, ანდა, მინიმუმ, ძალზე ორიგინალური გრიმასის შექმნის უნარი. ამ დროს ყველა პრეტენდენტი ვალდებულია, კისერზე ჩამოიცვას ცხენის უღელი, რათა უფრო მეტი გამომსახველობითი დატვირთვა მისცეს გრიმასას. სოფლის მეურნეობის გამოფენა ეგრემენტში ტარდება 1267 წლიდან – მას შემდეგ, რაც მეფე ჰენრიხ მესამემ ხელი მოაწერა დეკრეტს გამოფენის ჩატარების შესახებ. ითვლება, რომ ყველაზე საშინელი „სიფათის“ გამოვლენის ტრადიციას საფუძველი შუა საუკუნეებში ჩაეყარა.


скачать dle 11.3