კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნასა“ მთვარეზე ჰუმანოიდს გაგზავნის

ამერიკის კოსმოსური სააგენტო „ნასა“ აცხადებს, რომ მზადაა, მთვარეზე ადამიანის მსგავსი რობოტი გაგზავნოს. მისი დამზადებისთვის სულ რაღაც 1 000 დღეა საჭირო. პროექტის ღირებულება, რაკეტის გაშვების ჩათვლით, იმ დანახარჯების უმნიშვნელო წილს შეადგენს, რაც მთვარეზე ადამიანის გაგზავნას დასჭირდება. რობოტი 200 მილიონი დოლარი ეღირება, ხოლო რაკეტის გაშვება – 250 მილიონი, საიდანაც ჯერჯერობით მხოლოდ 9 მილიონი დოლარია ათვისებული. ცოცხალი ასტრონავტის მთვარეზე გაშვების ოპერაცია კი, 150 მილიარდი დოლარი დაჯდება.

„ნასას“ თანამშრომლები აღიარებენ, რომ ამ პროექტზე ისინი პრაქტიკულად „საიდუმლოდ“ მუშაობდნენ, ვინაიდან ხელისუფლებას არ სურს, ორგანიზება გაუკეთოს ადამიანის მთვარეზე მეორედ გაგზავნას. რობოტი მუშავდებოდა ძირითადი პროგრამებიდან დარჩენილი სახსრების ხარჯზე, აგრეთვე, გამოიყენეს ბარტერული გაცვლები.

პროექტის სულის ჩამდგმელი გახდა ჯონსონის სახელობის ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრის მთავარი ინჟინერი, სტეფენ ალტემუსი, რომელმაც, აღმოაჩინა რა, რომ სახელმწიფო ამცირებს თანხებს კოსმოსური კვლევებისთვის და გადაწყვიტა, განეხორციელებინა შედარებით იაფი პროექტი, თანაც, გაცილებით მოკლე დროში. როდესაც მან იდეა თავის კოლეგებს გაუზიარა, მეცნიერები აღფრთოვანებულნი დარჩნენ და ენერგიულად მოჰკიდეს ხელი სამუშაოს.

აშკარაა, ადამიანის მსგავსი რობოტის გაგზავნა მკვეთრად აიაფებს მისიას: ადამიანისგან განსხვავებით, რობოტს არ სჭირდება ჰაერი, საკვები და დედამიწაზე დაბრუნება. ამასთან, პროექტი დაეფუძნება არსებულ ტექნოლოგიებს და, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების დამუშავება საჭირო არ იქნება, ეს პროექტი ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვნად უფრო მომგებიანი იქნება.

ერთადერთი სერიოზული დაბრკოლება ამ გზაზე შეიძლება, გახდეს რობოტის შეზღუდული შესაძლებლობები ადამიანთან შედარებით.

ჯერჯერობით კი, რამდენიმე დღეში, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან უნდა გაფრინდეს მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი, „დისქავერი“, რომლის ბორტზეც იქნება „რობონავტი 2“. ეს რობოტი დამუშავებულია „ნასასა“ და „ჯენერალ მოტორსის“ მიერ და პირველი ადამიანის მსგავსი რობოტია, რომელიც კოსმოსში გავა და კოსმოსურ სადგურზე იმუშავებს. „რობონავტი 2“ ანუ „R2“, მოეხმარება მეცნიერებს ექსპერიმენტების ჩატარებაში სითხეების ფიზიკაში, მასალათმცოდნეობაში, ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაში.


скачать dle 11.3