კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარტოხელა მამაკაცების რისხვა

სამოციანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა საესტრადო-პაროდიული ჟანრი. ამ ამპლუის მსახიობები ძალიან პოპულარულები იყვნენ და მათი გამოსვლები სრული ანშლაგით მიმდინარეობდა. მაშინ მე მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს ახალგაზრდა „ოპერი“ ვიყავი და „კაგებეში“ გადასვლამდე ქურდობების განყოფილებაში ვმუშაობდი. სხვა ჩემი თანატოლების მსგავსად, მეც აშოტ მერაბიანის თაყვანისმცემელი ვიყავი. ეს ახალგაზრდა პაროდისტი, ესტრადაზე სულ სამი თვის გამოსული იყო და მოსკოველი მაყურებლის გული მალევე დაიპყრო. მის მრავალფეროვან რეპერტუარში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეგრეთ წოდებული იმიტაციები. ის სხვადასხვა ცხოველსა და ცნობილ ადამიანებს ისე ოსტატურად ჰბაძავდა, რომ მისი ამ ნომრის შემდეგ დიდხანს არ ცხრებოდა ოვაციები.

იმ პერიოდში მოსკოვში საგრძნობლად იმატა ბინის ქურდობებმა – ორი თვის განმავლობაში 30 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების რაოდენობამ კი, 650 ათას მანეთს მიაღწია, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალური თანხა იყო. მოქმედებდა მარტოხელა ქურდი, რომელიც ყოველ მეორე დღეს სჩადიოდა დანაშაულს და ოსტატურად უჩინარდებოდა, ჩვენი ვარაუდით, ქურდი ახალგაზრდა, ქერათმიანი ქალი უნდა ყოფილიყო. მართალია, ის ფაქტობრივად, შემთხვევის ადგილზე კვალს არ ტოვებდა, მაგრამ, ორი გაქურდული ბინის დათვალიერებისას ჩვენ ქერათმიანი ქალის თმის რამდენიმე ღერი აღმოვაჩინეთ და ეს ეჭვი სწორედ ამან გაგვიჩინა. გარდა ამისა, დავადგინეთ ისიც, რომ ყველა გაქურდული ბინის პატრონი ან მარტოხელა, შეძლებული მამაკაცი იყო, ან იმ მომენტში მისი ცოლ-შვილი მოსკოვში არ იმყოფებოდა. ქურდი მომავალი მსხვერპლის ბინაში რეკავდა, ბინის მეპატრონეს ეარშიყებოდა და ბოლოს მას პაემანს უნიშნავდა ქალაქში. ხოლო, სანამ მოტყუებული მამაკაცი ქალის მოლოდინში ერთ ადგილს ტკეპნიდა, ქურდი მის ბინაში შედიოდა, ძარცვავდა და დაუბრკოლებლად გამოდიოდა. დავადგინეთ, რომ ქურდი მაქსიმუმ 15-20 წუთს ანდომებდა ბინის დაცარიელებას და მხოლოდ ძვირფასი ნივთები მიჰქონდა თან. რა მახე არ დავუგეთ იმ იდუმალ ქურდ ქალს, მაგრამ შედეგს ვერა და ვერ მივაღწიეთ.

ერთხელ ერთი ჩემი მეგობარი შემპირდა, აშოტ მერაბიანს გაგაცნობო. ისინი ახლო მეგობრები იყვნენ და საესტრადო სასწავლებელი ერთად ჰქონდათ დამთავრებული. ერთი სიტყვით, მე და ჩემი მეგობარი მერაბიანის კონცერტზე წავედით. მე მოუთმენლად ველოდი შესვენებას, რადგან სწორედ ანტრაქტის დროს უნდა გამეცნო ჩემი კუმირი. დამთავრდა თუ არა კონცერტის პირველი განყოფილება, მე და ჩემმა მეგობარმა მერაბიანის საგრიმიოროს მივაშურეთ, მაგრამ ის იქ არ იყო.

– ეტყობა, ტუალეტში გავიდა, – მითხრა ჩემმა მეგობარმა, – არა უშავს, აშოტს კონცერტის შემდეგ გაგაცნობ.

ჩვენს ადგილებზე დავსხედით. კონცერტის მეორე ნახევარი ოდნავ დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ ბრწყინვალედ ჩაიარა და, როცა დამთავრდა, როგორც იქნა, გავიცანი აშოტ მერაბიანი. მან საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და იმ კონცერტის მოსაწვევებიც მაჩუქა, რომელიც ორი დღის შემდეგ უნდა გამართულიყო. იმავე საღამოს სამსახურში დავბრუნდი და ჩემმა კოლეგამ მითხრა:

– იმ ქურდმა ქალმა მორიგი, 31-ე ბინა გაქურდა. დაზარალებული ცეკას მომარაგების უფროსია და რაც კი ოქრო და ბრილიანტები ჰქონდა, ყველაფერი წაიღო.

დაზარალებულის ჩვენებით, ქურდმა მას აშოტ მერაბიანის კონცერტის მოსაწვევი გაუგზავნა და პაემანი საკონცერტო დარბაზში დაუნიშნა.

– ჩემი მერვე ადგილი იყო, მისი კი – მეცხრე, მაგრამ ქალი არ მოვიდა და ახლაღა მივხვდი, რომ ქურდმა სახლიდან გამომიტყუა, – გვითხრა დაზარალებულმა.

იმ კაცს ზუსტად ისეთივე მოსაწვევი აღმოაჩნდა, როგორიც მე და გუნებაში ეჭვმა გამკრა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის იდუმალი ქურდი ქალი სწორედ აშოტ მერაბიანი იყო. პაროდისტი თავისი ნაცნობების ბინებს წინასწარ ათვალიერებდა. შემდეგ მათ ქალის ხმით ბინიდან იტყუებდა და ხშირ შემთხვევაში კონცერტის ანტარქტის დროს ქურდავდა მათ ბინებს. ხოლო, როდესაც 32-ე საქმეზე მას ბინაში ჩვენი ოპერჯგუფი დახვდა, მერაბიანს ნერვული შეტევა დაემართა – ხარხარი აუტყდა და ციხის ნაცვლად საგიჟეთში წავიყვანეთ.




скачать dle 11.3