კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან

აეროპორტის უფროსი ეუბნება დიქტორს:

– ირინა, ძვირფასო, ავსტრალიიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავი კარგად ვერ დაეშვა და სულ დაიმსხვრა. იქნებ ცოტა მსუბუქად გამოაცხადო...

ირინა აცხადებს:

– მოქალაქენო, რომელნიც ხვდებოდით ავსტრალიიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავს, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ.

***

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექიმი ეუბნება ავადმყოფს:

– მომილოცავს, ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს.

– ეს არის პროგრესი?! – თქვა დანაღვლიანებულმა კაცმა, ნახევარი წლის წინ ნაპოლეონი ვიყავი, ახლა კი ვინ ვარ? პრაქტიკულად არავინ!

***

ოპერატორის გამოსვლიდან: „ფრედი მერკური, ბორის მოისეევი და ელტონ ჯონი. და თქვენ კიდევ გსურთ თქვენი შვილი მუსიკალურ სკოლაში მიიყვანოთ?!”

***

ორი კაცი არატრადიციული მედიცინის საოცრებებზე ლაპარაკობს:

– ნახე, რა ქნა კაშპიროვსკიმ?! ვიღაც ბიჭს უთხრა: გადააგდე ყავარჯნები და გაიარე! იმანაც გადამაგდო და გაიარა!

– და, რით იყო ავად?

– გრიპით.

– კი, მაგრამ ყავარჯნები რაღაც უნდოდა?

– ბებიამისთან მიჰქონდა.

***

ექიმთან ძალიან მთვრალი პაციენტი შევიდა – ბარბაცითა და არეული ნაბიჯით.

– აი, დალევის კიდევ ერთი მოყვარული მოვიდა, – თქვა ექიმმა.

– არა, ექიმო, მოყვარული კი არა, ნამდვილი პროფესიონალი...

***

თვითმფრინავში კაცი ძალიან დაინტერესდა ერთი თემით და სტიუარდესას მოუხმო:

– ერთი მითხარით, რას ნიშნავს წარწერა ამ თვითმფრინავის ბორტზე – „ტუ-154-2ბ”?

– ძალიან მარტივია – უპასუხა სტიუარდესამ – „ტუ” ნიშნავს, რომ თვითმფრინავი შექმნილია ტუპლევის საკონსტრუქციო ბიუროში, სალონში 150 დასაჯდომი ადგილია, რასაც ეკიპაჟის 4 წევრიც ემატება – სულ 154.

– უკაცრავად, მაგრამ 2 ბ რაღაა?

– ეს მე და მარინკა ვართ.

***

რუსი და სომეხი ეცნობიან ერთმანეთს:

– მე ივანე მქვია, თქვენებურად – ივანესი.

– ჩემი სახელი კი აკოფია, თქვენებურად – ტრანშეა.

***

პირველი პილოტი ეუბნება შტურმანს:

– ერთი თუ კაცი ხარ, იმ იდიოტ მედესანტეებს უთხარი, ბორტიდან გადახტომა შეწყვიტონ – ჯერ არ ავფრენილვართ!

***

ციხეში შემმოწმებელი შევიდა და პატიმარს ეკითხება:

– რატომ ზიხართ აქ?

– უფროსო, არც კი ვიცი, როგორ გითხრათ...

– როგორ და პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხარი სიმართლე – რატომ ზიხარ აქ?

– რატომ და იმიტომ, რომ არ მიშვებენ!


скачать dle 11.3