კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაში ხდება საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით და ვინ შეიძლება, იყოს ნაფიცი მსაჯული?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს აქვთ ერთობლივი შუამდგომლობა, სასამართლო თანახმაა, რომ საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.

ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს პირი, თუ: იგი სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული; ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას (საქართველოში სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზურ ენაზე); იგი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც იმ სასამართლოს განსჯადობაში შედის, სადაც პროცესი მიმდინარეობს; მას შეზღუდული არ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის მისი, როგორც ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა უფლება, უარი განვაცხადო ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე და, თუ არსებობს, გთხოვთ, მაცნობოთ, არსებობს თუ არა საქმის განხილვაში ნაფიც მსაჯულად არმოწევის საფუძვლები?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე იმ შემთხვევაში, თუ: იგი 70 წელს გადაცილებულია; უკანასკნელი წლის განმავლობაში იგი უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; იგი ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;

ამასთანავე, კანონმდებელი გამორიცხავს საქმის განხილვაში იმ პირის მონაწილეობას ნაფიც მსასჯულად, რომელიც:

1. სახელმწიფო (პოლიტიკური) თანამდებობის პირია;

2. გამომძიებელია;

3. პოლიციელია;

4. ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;

5. სასულიერო პირია;

6. აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;

7. ბრალდებულია;

8. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ-სახელდადებული პირია;

9. მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად ამ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე;

10. ფსიქოლოგია;

11. ფსიქიატრია;

12. იურისტია.

კითხვა: უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დიპლომი ავიღე ჩემი ქალიშვილობის გვარზე. ქორწინების შემდეგ კი მივიღე მეუღლის გვარი, რის გამოც ხშირად მექმნება პრობლემა სამსახურთან დაკავშირებულ საკითხში. თვითონ უნივერსიტეტმა უარი მითხრა ხელახალი დიპლომის გაცემაზე. ვის მივმართო აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად?

პასუხი: აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მოთხოვნით, უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ უფლების დამდგენი საბუთების იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.

კითხვა: სულით ავადმყოფმა მეზობელმა დაწვა თავისი და ჩემი მეგობრის სახლი. ჩემმა მეგობარმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზარალის ანაზღაურება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. კანონიერია თუ არა სასამართლოს მოქმედება?

პასუხი: კანონიერია, რადგან, არსებული კანონმდებლობით, თუ ჭკუასუსტი ან სულით ავადმყოფი პირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენებს ზიანს სხვა პირს, მას არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

კითხვა: ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც აღიარებულია სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად, აქვს ჩემი ვალი, რომლის დადასტურება შემიძლია დოკუმენტურად. შემიძლია თუ არა, დაკარგულის ქონებიდან, რომელსაც განკარგავს მისი შვილი, მოვითხოვო ვალის დაბრუნება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულის ქონებიდან ვალების დაფარვა შეიძლება.

კითხვა: თუ პირს ედება ბრალად, რომ მან ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული, რომელთა საქმეების განხილვაც ორი ან რამდენიმე ქვეყნის სასამართლოს განსჯადია, რომელი ქვეყნის სასამართლოს ენიჭება საქმის განხილვის კომპეტენცია?

პასუხი: ასეთი კომპეტენცია ენიჭება იმ სახელმწიფოს სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც დასრულდა წინასწარი გამოძიება.

კითხვა: პიროვნება მთავაზობს შუამავლობას სესხის აღებაში, კანონიერი იქნება თუ არა ასეთი წესით აღებული სესხი?

პასუხი: შუამავლის მეშვეობით სესხის აღების პროცედურა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით. შემკვეთი შეიძლება იყოს როგორც მსესხებელი, ისე გამსესხებელი. შუამავლობა სესხებისას წარმოადგენს შუამავლობის ერთ-ერთ სახეობას, რომლის მიმართ კანონი ადგენს ზოგიერთ სპეციფიკურ მოთხოვნას. კერძოდ: ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, რომელშიც უნდა აღინიშნოს სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის დრო, სესხის გამცემისა და ამღების მონაცემები, მაკლერის სასესხო გასამრჯელო.

კითხვა: ცოლ-ქმარმა განცხადებით მიმართა მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს და მოითხოვა განქორწინება. მათ განცხადებაში მიუთითეს, რომ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და აქვთ ქონებრივი დავა. რეგისტრაციის ორგანოში მათ აუხსნეს, რომ უნდა მიმართონ სასამართლოს. სწორია თუ არა მათი ასეთი ქმედება?

პასუხი: სწორია, რადგან, არსებული კანონმდებლობით, თუ მეუღლეებს შორის არის დავა ან მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, განქორწინების საქმეს განიხილავს სასამართლო.

კითხვა: ვერტმფრენით მგზავრობისას შეიქმნა ავარიული სიტუაცია. საფრენი აპარატი განიცდიდა ვარდნას. პილოტმა სასწრაფოდ აუხსნა მგზავრს პარაშუტით სარგებლობის წესები და ძალით გადააგდო ვერტმფრენიდან, რათა ის გადაერჩინა. შეშინებულ მგზავრს ჰაერში გული გაუსკდა. ვერტმფრენი ჩამოვარდა, ხოლო პილოტი გადაურჩა სიკვდილს. აგებს თუ არა პილოტი პასუხს მგზავრის დაღუპვისთვის?

პასუხი: არა. პილოტის მოქმედება განაპირობა ტრაგიკული კოლიზიის მდგომარეობაში ყოფნამ.


скачать dle 11.3