კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი და ვის ეძებს სტავროპოლის მხარეში მცხოვრები ქალბატონი ბათუმსა და გერმანიაში

54 წლის ირინა მიქაილის ასული ჩუბუკოვა (კარპუხნოვა) ეძებს 56 წლის შალვა გერმანეს ძე წერეთელს და დაახლოებით 54 წლის ბელა წერეთელს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობრებს: 56 წლის შალვა გერმანეს ძე წერეთელს, მის მეუღლეს – ბელა წერეთელს, მათ შვილს – გივი წერეთელს. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით. შალვას ოჯახი თავიდან ბათუმში ცხოვრობდა. 1993 წლის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ პოლონეთში. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა და საზღვრებს გარეთაც ვნახულობდით ერთმანეთს. მაგრამ, 1999 წლის შემდეგ მათთან კონტაქტი შეწყდა. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მათ მოძებნაში. შესაძლოა, საქართველოში ჰყავთ ნათესავები ან მეგობრები, რომლებმაც იციან მათი ადგილსამყოფელი.

– როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი და აქამდე თუ ეძებდით მათ?

– ამჟამად მე ვცხოვრობ სტავროპოლის მხარეში. შალვას ოჯახთან წლების განმავლობაში ვმეგობრობდით. მას ჰყავს მეუღლე – ბელა და შვილი – გივიკო. თავიდან ისინი ბათუმში ცხოვრობდნენ, ზუსტად 1993 წლამდე. 1993 წლის 21-22 დეკემბერს კი, საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდნენ. 1998 წლამდე ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს, ვურეკავდით; ბოლოს მათთან სატელეფონო კონტაქტი 1998 წლის თებერვალში მქონდა, 1999 წლიდან კი მე შევიცვალე ტელეფონის ნომერი. სწორედ ამის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთი. მათ ჰქონდათ დედაჩემის ტელეფონის ნომერიც, მაგრამ იქ დღემდე არავის დაურეკავს. 1998 წლის მაისში ჩვენ ისევ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს და მე წინასწარ შევუთანხმდი, დროსა და ადგილზე, მაგრამ შეხვედრა ვერ შედგა – შალვა და ბელა ვარშავაში ვერ ჩამოვიდნენ. ერთადერთი, მე მქონდა, შალვასა და ბელას მისამართი ქალაქ გუბინში, მაგრამ ეს ტერიტორიულად ძალიან შორს იყო და იქ ჩასასვლელად ფიზიკურად არ მქონდა დრო. სახლში რომ ჩამოვედი, დიდხანს ველოდი მათ ზარს, სულ მეგონა, რომ დამირეკავდნენ, რადგან, როგორც გითხარით, ყოველთვის გვქონდა კონტაქტი – სატელეფონოც და ისეც; თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, მაინც ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას, მაგრამ იმ დროის შემდეგ ერთი ზარიც არ ყოფილა. ერთი წლის უშედეგო ძებნისა და ლოდინის შემდეგ, დავრეკე ბელას დასთან, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. მე მასთან ნამყოფიც კი ვარ. ტელეფონზე უცხო ხმამ მიპასუხა, რომელმაც მითხრა, რომ ასეთი აქ არავინ ცხოვრობსო. ყოვლად შესაძლებელია, რომ ბელას დაც სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად, ან ტელეფონის ნომერი შეეცვალა. სხვა მონაცემები კი, გარდა ზემოხსენებულისა, მათ შესახებ არ გამაჩნია.

– გიცდიათ თუ არა მათი ნათესავების ან მეგობრების მოძებნა? იქნებ, მათგან გაგეგოთ შალვასა და ბელას მისამართი...

– სამწუხაროდ, ბელას დის გვარი არ ვიცი. ჩემთვის მისი მხოლოდ სახელია ცნობილი. ნებისმიერი ინფორმაციის გასაგებად კი გვარის ცოდნაც აუცილებელია. მე ვიცოდი ბელას დის – ლარისას ძველი მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელზეც დავრეკე კიდეც და, როგორც ჩანს, ის იქ აღარ ცხოვრობს. მათი მეგობრების უმრავლესობა კი საქართველოში, ბათუმში იმყოფება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი დახმარებით მივიღებ გამოხმაურებას. შეიძლება, ვინმემ იცნოს შალვა. მისი მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს. ცნობათა ბიუროს დახმარებით მინდოდა ლარისას ახალი ტელეფონის ნომრის გაგება, მაგრამ გვარის არცოდნის გამო ვერაფერი გავარკვიე. მე და ჩემი ოჯახი ძალიან განვიცდით მათ ამბავს. იცით, ღმერთმა დაიფაროს და, უკვე ცუდს ვფიქრობთ, რადგან ამდენ ხანს უშედეგოდ ვეძებთ. მათ არც დედაჩემთან დაურეკავთ. ეს რომ მცოდნოდა, ჩემს ძველ ნომერს არაფრით არ გამოვცვლიდი.

– მაინც, თქვენი აზრით, სად არიან თქვენი მეგობრები ტერიტორიულად, ისინი ხომ საქართველოდან 1998 წელს წავიდნენ?

– საქართველოში დიდხანს ცხოვრობდნენ და თქვენს ქვეყანაში იმიტომ ვეძებ, რომ ეს მათი სამშობლოა, მაგრამ, როგორც მახსოვს, მათ გეგმაში ჰქონდათ გერმანიაში გამგზავრება. პოლონეთში წასვლის შემდეგ, ნამდვილად არ ვიცი, სად შეიძლება იყვნენ. ბათუმში ცხოვრების პერიოდში შალვა ოფიცერი და სამხედრო მფრინავი იყო, ხოლო ახლა სად შეიძლება მუშაობდეს ან რით არის დაკავებული, ნამდვილად არ ვიცი. თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ. მჯერა, რომ ეცდებით, გვაპოვნინოთ ერთმანეთი. შეიძლება, ისინიც მეძებენ, მაგრამ, ნომრის გამოცვლის გამო ვერ მიკავშირდებიან.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3