კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიფიქრა შვილიშვილმა ბაბუის ძმისშვილის პოვნა და რა სიურპრიზი აქვს მას ჩაფიქრებული

20 წლის რომან კარაპეტის ძე ვართანოვი ეძებს დაახლოებით 60-64 წლის ლეონიდ მიხაილის ძე ვართანოვს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ნათესავს, ლეონიდ მიხაილის ძე ვართანოვს. ამჟამად ლეონიდი დაახლოებით 60-64 წლის უნდა იყოს. მართალია, ის ჩემი შორეული ნათესავია, მაგრამ ბაბუაჩემისთვის ღვიძლი ძმისშვილია. ძალიან მინდა, ბაბუას მის მოძებნაში დავეხმარო, რადგან ის უკვე ასაკოვანია და, როგორც ვიცი, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლად მე ის ვერ ვიპოვე გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომ, გადავწყვიტე, დახმარებისთვის თქვენთვის მომემართა.

– მოგვიყევი თქვენი ისტორია, როგორ გადაწყვიტეთ ნათესავის მოძებნა, რატომ დაიკარგა კონტაქტი ბაბუას და მის ძმისშვილს შორის?

– მე დავიბადე საქართველოში, მაგრამ შემდგომ ცხოვრებისეული პრობლემების გამო საცხოვრებლად პეტერბურგში გადავედი, თბილისი ძალიან მიყვარს და შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოვდივარ კიდეც. საქართველოში ცხოვრობს ბაბუაჩემი, რომელიც უკვე 74 წლისაა და რომელიც უზომოდ მიყვარს. ამჟამად თბილისში სტუმრად ვიმყოფები ბაბუას ოჯახში და სწორედ მისგან გავიგე საინტერესო ისტორია, რომელმაც შემძრა და გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი ამ ამბავში. ბაბუაჩემს ჰყავდა ძმა და ძმისშვილი – ლეონიდი. როგორც ვიცი, ლეონიდი იყო სამხედრო პირი. ბაბუას ძმის ოჯახი ბოლოს 70-იან წლებში უნახავს. ლონია მისი საყვარელი ძმისშვილი იყო და მათ შორის კონტაქტის დაკარგვას ბაბუა ძალიან განიცდის. ტერიტორიული სიშორის გამო, რადგან ბაბუას ძმა იმთავითვე მოსკოვში ცხოვრობდა, მათი მოძებნა ძალიან გაგვიჭირდა. პირადად მე ვერაფერს გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვეძებდი მას მოსკოვის საპასპორტო ბიუროს მეშვეობით. არანაირი ინფორმაცია მის შესახებ ჩემთვის არ მოუციათ, რაც, ვფიქრობ, განპირობებულია მისი სამსახურიით. ამჟამად ის უკვე პენსიაზე უნდა იყოს.

– შენ თბილისში სტუმრად იმყოფები, საერთოდ კი პეტერბურგში ცხოვრობ. იქ რამდენადაც მე ვიცი, უამრავი სამძებრო სამსახური არსებობს. რატომ ამჯობინე მისი მოძებნა საქართველოში.

– მესმის, რომ მართლაც უცნაურია, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ბაბუასგან გავიგე ეს ისტორია. მე პირადად ის არასდროს მინახავს. მონაყოლიდან ვიცი, რომ ლეონიდი ძალიან საინტერესო პიროვნება ყოფილა. ისიც გავიგე, რომ ბაბუას ის 70-იანი წლების შემდგომ არ უნახავს, ანუ, მთელი 40 წელი. პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, როგორი ნათესავები გვყავს. საქართველოში ყოველთვის ჩამოვდივარ და აქაურობა მიყვარს, რადგან აქ განსაკუთრებული ხალხია, ძალიან გულისხმიერი, ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენ დაგკავშირებოდით, იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ ჩვენი ნათესავის პოვნაში, რადგან უკვე სამი წელია, დამოუკიდებელმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო.

– როგორც გავიგე, თქვენი ერთი ბაბუა საქართველოშია, მეორე კი – რუსეთში. შეიძლება თუ არა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას გავლენა მოეხდინა ნათესავების დაკარგვაზე, ანუ, იქნებ, მათი დაუკავშირებლობა სწორედ ამის ბრალია?

– ნამდვილად ვერ გეტყვით, რა არის მიზეზი, მაგრამ, პირადად მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ; ბაბუაც ასეა, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ნათესავებს ეხება, გამორიცხულია, პოლიტიკა იყოს მიზეზი. თუ გაინტერესებთ ჩემი სუბიექტური აზრი ამ ყველაფერის შესახებ, გეტყვით, რომ ქართველი ხალხი, საქართველო და ქართული ენა დღემდე მიყვარს. აქ დავიბადე, აქეთკენ მიხმობს გული. არც რუსი ვარ. სადაც გავიზარდე და დავიბადე, ის ქვეყანაა ჩემი სამშობლო. 80-იან წლებში ბაბუას წერილობით მოუვიდა შეტყობინება, რომ ასეთი ადამიანი (ანუ, ლეონიდ ვართანოვი) არ არსებობს, რაც აბსურდია. მე ვფიქრობ, რომ ლეონიდი დღემდე მოსკოვში ცხოვრობს. მის შესახებ კიდევ ის ვიცი, რომ მისმა მშობლებმა ერთმანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს გაიცნეს, ჯერ კალინინში ცხოვრობდნენ (დაახლოებით, 1965 წელს). შემდეგ კი უკვე აღარ ვიცი, სად გადავიდნენ... ბაბუას ძმა, მიხაილი, ცოცხალი აღარაა. ის 80-იან წლებში გარდაიცვალა, მისი შვილი, ლეონიდი კი ბაბუას ერთ-ერთი ყველაზე ახლო ნათესავია. ამიტომაც ვეძებთ ასეთი მონდომებით.

– ბაბუამ თუ იცის შენი ასეთი ჩართულობა ამ საქმეში?

– საერთოდ, სიურპრიზი მინდა რომ გავუკეთო. იმედია, სანამ არ ვიპოვი, ვერ გაიგებს, რომ ასე აქტიურად ვეძებდი. წარმომიდგენია, როგორ გაუხარდება. თბილისში ყოფნას ძველით ახალ წლამდე ვაპირებ. ოცნებად მაქვს ქცეული, რომ ბაბუას ახალი წლისთვის ვაპოვნინო ნათესაობა და საჩუქრადაც უკეთესი რა უნდა გავუკეთო, შემდეგ კი, დამშვიდებული გულით დავბრუნდებოდი პეტერბურგში.


скачать dle 11.3