კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში „საქართველოს ლატარიის კომპანიას“

„საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ თავისი ერთწლიანი საქმიანობის შედეგად, მომგებიან ბილეთებში, „ლოტოსა“ და „ტოტოში“ გამარჯვებულებზე, პრიზების სახით, ჯამში 25 მილიონზე მეტი ლარი გასცა და ათიათასობით ადამიანი, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები გააბედნიერა.

9 ნოემბერს ჟურნალისტები „თბილისი მერიოტში” შევიკრიბეთ. „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ და ფინანსთა სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებს და, შესაბამისად, მთელი ქვეყნის საზოგადოებას, ოფიციალურად აცნობეს, რომ ოქტომბრის ბოლოს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება, ყოველწლიური გადასახადის სახით – 10 675 990 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა. იმ დღეს კი თანხა, სიმბოლურად იყო გამოსახული გრანდიოზულ ჩეკზე. რომელიც ლატარიის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს საზეიმო ვითარებაში გადასცა.

აღნიშნული თანხის ნაწილი მოხმარდება საქართველოში სპორტისა და კულტურის სფეროს განვითარებას. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ბატონი ელი ქეიდარი – „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ბატონი გიორგი ბარკალაია – „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი.

რესპონდენტები საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რამხელა სიკეთე მოაქვს როგორც თითოეული ადამიანისთვის, ისე ქვეყნისთვის თუნდაც ერთ შეძენილ ბილეთს.

ელი ქეიდარი: დღეს ჩვენ დიდი სიამაყის გრძნობით ვართ სავსე, რაც „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ წარმატებით არის გამოწვეული. ამის საფუძველი კი არის ის, რომ კომპანიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ლატარიის გადასახადის სახით, უკვე გადასცა 10 675 990 ლარი, ხოლო სხვა გადასახადების სახით ქვეყნის ბიუჯეტში 2 800 000 ლარზე მეტი შეიტანა.

როგორც ეროვნული ლატარიის კონცეფციის მქონე კომპანია, „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მნიშვნელოვან თანხას შეიტანს ქვეყნის ბიუჯეტში, რომელიც ნაწილობრივ მოხმარდება სპორტისა და კულტურის მიზნებს საქართველოში.

გიორგი ბარკალაია: ეს გადასახადი არის ეროვნული ლატარიის ვალდებულება, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში. სხვა გადასახადებთან ერთად, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან, რომ ყოველწლიურად გადავცეთ მათ გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, რომელიც მოხმარდება ქვეყანაში კულტურისა და სპორტის განვითარებას. ამ შემთხვევაში ეს 10 675 990 ლარია. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იძენს თუნდაც ერთ ბილეთს და ამხელა წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, რასაც, რაღა თქმა უნდა, მოგებით გამოწვეული სიხარული ემატება.



„საქართველოს ლატარიის კომპანია“ ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა გაყიდვის წერტილებში, გააჩნია ორი სერვისცენტრი თბილისში და ორი რეგიონალური სერვისცენტრი – ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიამ შექმნა სამასზე მეტი პირდაპირი და ირიბი სამუშაო ადგილი. მას ამ მხრივაც უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამ ეტაპისთვის „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მომხმარებელს სთავაზობს მომგებიანი ბილეთების მრავალფეროვნებას, „ლოტოს“ და თამაშს – „ტოტო“.


скачать dle 11.3