კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკელი ინფორმატორები ნახევარ მილიარდამდე დოლარს მიიღებენ ჯილდოდ

ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია უხვად დააჯილდოებს იმ ინფორმატორებს, რომლებიც ამ უწყებას ამა თუ იმ კომპანიის დანაშაულის დამტკიცებაში ხელს შეუწყობენ. ამერიკის კონგრესისადმი გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ფასიანი ქაღალდების კომისიამ 451,9 მილიონი დოლარი გამოყო სპეციალური ფონდისთვის, რომლის საშუალებითაც კანონდარღვევის შესახებ ინფორმაციის გამცემი უხვად დაჯილდოვდება. თუმცა, მათ „ღვაწლი” მხოლოდ იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაუფასდებათ, როცა ინფორმატორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კომპანიას მინიმუმ ერთი მილიონი დოლარით დაჯარიმება მოუწევს. ასეთ შემთხვევაში, ინფორმატორების პრემია საჯარიმოდ გადახდილი თანხის 10-დან 30 პროცენტამდე იქნება. რაც უფრო მეტია დაჯარიმებული კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, მით უფრო გაიზრდება ინფორმატორისთვის გადასახდელი თანხის ოდენობაც. ამერიკის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიაში მიაჩნიათ, რომ ინფორმატორთა დაჯილდოება ხელს შეუშლის მსხვილი ფინანსური პირამიდების შექმნას. საუბარია ფინანსისტ ბერნარდ მედოფის მიერ ჩატარებული ფინანსური მაქინაციების მსგავს შემთხვევებზე, რომელმაც მილიონობით დოლარი უკანონოდ მიითვისა.


скачать dle 11.3