კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უწოდებენ „აფრიკის ოქროს ბიჭს“ და რა აკავშირებს მას ლონდონურ საფეხბურთო კლუბ „არსენალთან“

გავრცელებული აზრით, აფრიკის კონტინენტზე მოსახლეობის უმეტესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მათი ერთადერთი საშველი უცხოეთიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავებია თუმცა, შავ კონტინენტად წოდებულ აფრიკასაც ჰყავს თავისი წარმომადგენლები „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში. მათ შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია, ეკონომიკური თვალსაზრისით, მხოლოდ ნავთობის მოპოვებაზე დამოკიდებულ ნიგერიის მოქალაქეს, თავისი კაპიტალის სიდიდით მესამე, ყველაზე მდიდარ შავკანიანს პლანეტაზე – ალიკო დანგოტეს, რომელსაც „ფორბსის“ 2010 წლის მონაცემებით, 2,1 მილიარდი ამერიკული დოლარით, 463-ე ადგილი უკავია მსოფლიო მილიარდერების რეიტინგში.

„აფრიკის ოქროს ბიჭად“ წოდებული ალჰაჯი ალიკო დანგოტე, 1957 წლის 10 აპრილს კანოში, ნიგერიაში დაიბადა. ბაბუამისმა, ასევე ბიზნესმენმა – ალჰაჯი სანუსი დანტატამ, ბიზნესის დასაწყებად ალიკოს 10 ათასი დოლარი ასესხა. ამ ფულით მომავალმა მილიარდერმა 1977 წლის დასაწყისში მცირე ბიზნესი, სამშენებლო მასალებისა და საქონლით ვაჭრობა დაიწყო. იმავე წლის ბოლოს კი, დანგოტემ თავისი ბიზნესი ნიგერიის დედაქალაქ ლაგოსში გადაიტანა და, ძირითადად, ცემენტის იმპორტირებითა და სხვა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა განაგრძო. მოგება, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ 1981 წელს მან საკუთარი კონგლომერატი „დანგოტე გრუპი“ ჩამოაყალიბა და დღესდღეობით აფრიკის უმსხვილეს კომპანიად ითვლება. „დანგოტე გრუპი“ ამჟამად მრავალმილიარდიანი კონგლომერატია, რომელიც გარდა ნიგერიისა, ბენინში, ტოგოსა და განაში მოღვაწეობს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საკვები პროდუქტებითა და ცემენტით ვაჭრობა, ასევე ტვირთების გადაზიდვა და შაქრის წარმოებაა. „დანგოტე“ აფრიკის უმსხვილესი შაქრის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც შაქრით უზრუნველყოფს ლუდის, საკონდიტრო პროდუქციისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ ქარხნებსა და ფაბრიკებს. მხოლოდ შაქრის გაწმენდისა და წარმოების კომპანიის აქტივები 3 მილიარდი ამერიკული დოლარით არის შეფასებული. გარდა ამისა, ახლო წარსულში ალიკო დანგოტემ გამწმენდი ქარხნების – „კადუნის“ აქციების სრული პაკეტი შეიძინა და მომავალში გეგმავს, მსგავსი გამწმენდი ნაგებობების ლაგოსში აშენებას. თუმცა, დანგოტეს წამოწყებამ უკმაყოფილება გამოიწვია ნიგერიის ახალ მთავრობაში – პრეზიდენტ გუდლაქ ჯონათანის ხელმძღვანელობით. ნიგერიაში გამწმენდი ქარხნები ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, და მთავრობა ამ სფეროს მონოპოლიზაციის წინააღმდეგ გამოდის. სხვათა შორის, ნიგერიის წინა მთავრობასთან – ოლუსეგუნა ობასანჯოს ხელმძღვანელობით, დანგოტეს საქმიანი და თბილი ურთიერთობა აკავშირებდა. დანგოტე ასევე, ფინანსურ დახმარებას უწევდა მმართველ სახალხო დემოკრატიულ პარტიას. დასავლელი ეკონომიკური ექსპერტები ალიკო დანგოტეს სვლას ნიგერიული ბიზნესის ოლიმპზე, სწორედ მისი პოლიტიკური კავშირების დამსახურებად მიიჩნევენ, რადგან არაერთხელ დაფიქსირებულა ის ფაქტი, რომ დანგოტე ნიგერიის პოლიტიკური ისთებლიშმენტის წარმომადგენლებთან ერთად სადილობდა ან სხვადასხვა გასართობ ადგილებში ერთობოდა.

ალიკო დანგოტე, რომელიც ყველა დროის 50 ნიგერიელს შორის ფიგურირებს, ცნობილია თავისი მეცენატობითა და სამთავრობო სტრუქტურების სპონსორობით. 2003 წელს მან ორი მილიონი ამერიკული დოლარი გადარიცხა პრეზიდენტობის კანდიდატ ოლუსეგუნა ობასანჯოს მხარდამჭერ ფონდში. მისი ფინანსური დახმარებით, რომელიც 500 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა, განხორციელდა ნიგერიის უდიდესი, ლაგოსში მდებარე მეჩეთის რეკონსტრუქცია, ხოლო პრეზიდენტის ბიბლიოთეკის აღდგენა ნიგერიელ მილიარდერს 2 მილიონამდე დოლარი დაუჯდა. სწორედ ასეთი სოლიდური თანხების შეწირვის შემდეგ, დანგოტეს ბიზნესს ყოველგვარი შეზღუდვები ეხსნებოდა ნიგერიის ტერიტორიაზე.

ნიგერიაში, გუდლაქ ჯონათანის მთავრობის მოსვლასთან ერთად, ალიკო დანგოტეს მიმართ სამთავრობო სტრუქტურებმა დამოკიდებულება შეცვალეს. იგი აღარ სარგებლობდა მათი მფარველობით და ამის მაგალითად 2010 წლის აგვისტოში მომხდარი ფაქტი შეიძლება, მოვიყვანოთ. ნიგერიის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ნიგერიის უმსხვილესი საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი – ნდი ოკერეკუ-ონიაკუ, ხოლო მასთან ერთად, თანამდებობიდან დროებით დაითხოვეს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრი ალიკო დანგოტეს ხელმძღვანელობით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ბრალად ედებათ საფონდო მაქინაციები, საინსაიდერო ვაჭრობა და ფასიანი ქაღალდებით მანიპულირება. ეს ყველაფერი კი დანგოტეს უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. გამოძიება ჯერაც მუშაობს ამ ფაქტებზე და შესაძლოა, დანგოტეს თანამდებობის დატოვება საბოლოოდ მოუხდეს. გარდა ამისა, აფრიკის წამყვანი სანავთობო კომპანია – „აფრიკან პეტროლეუმი“ თავის დროზე, დანგოტეს ამ თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდა. 90-იანი წლების ბოლოს დანგოტე ფასიანი ქაღალდების მსგავს მანიპულაციებთან დაკავშირებულ საქმეში ეჭვმიტანილი იყო, თუმცა, მაშინ მისი გამართლება მოხერხდა.

ალიკო დანგოტეს სახელს კიდევ ერთი გახმაურებული ფაქტი უკავშირდებოდა. 2010 წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი ინგლისური საფეხბურთო კლუბის, ლონდონის „არსენალის“ აქციათა პაკეტის შეძენას გეგმავდა. საუბარი იყო აქციათა პაკეტის 16 პროცენტზე, რომელიც გასაყიდად გაიტანა ნინა ბრეისველ-სმიტმა. ამ ქალბატონის მეუღლე თავის დროზე „მეთოფეების“ („არსენალის“) აღმასრულებელი დირექტორი იყო. სახელდებოდა გარიგების სავარაუდო თანხაც – 160 მილიონი ფუნტი-სტერლინგი. თუმცა, მოგვიანებით, ალიკო დანგოტემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ეს ცნობა არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მიუხედავად იმისა, რომ იგი ლონდონური კლუბის დიდი ქომაგია, მის გეგმებში არ შედის კლუბის აქციების შეძენა.


скачать dle 11.3