კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ვარ 21 წლის ბიჭი და მინდა ვიყიდო „მერსედესი C 230“ კომპრესორი ან „C 280“. ამ მოდელებიდან რომელს მირჩევთ და რომელი უფრო სწრაფია?

პასუხი: სიმძლავრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ – „C 230“ კომპრესორი, „C 280“ და სპეციალურად პორტუგალიისა და ესპანეთისთვის დამზადებული „C 200“ კომპრესორი – სამივე 193 ცხენის ძალას ავითარებს. მათ შორის განსხვავებას მხოლოდ მართვის სტილი განსაზღვრავს. კერძოდ ეს განსხვავებაა: საწვავის მოხმარებაში, სიჩქარის შეცვლის მიხედვით სიჩქარის განვითარებაში, კონკრეტული მანქანის მაქსიმალური სიმძლავრის გამოყენებაში (იმისდა მიხედვით, თუ რომელი ტიპის ძრავათი არის აღჭურვილი ჩვენი მანქანა და რა ტიპის სიჩქარეთა კოლოფი აქვს) და სხვა. თქვენს შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერი მათგანი აირჩიოთ. მხოლოდ ერთ მინიშნებას მოგცემთ – „C 280“ უფრო ნაკლებად პრეტენზიულია და აჩქარებას იწყებს ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ეს გვჭირდება. ხოლო „C 230“ შემდეგ იწყებს რეაგირებას.

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში პაჯერო“. როდესაც ხიდებს ვრთავ, ხან თავისუფლად ვარდება, ხან კი ამისთვის დიდი ძალისხმევა მჭირდება. ერთხელ ხიდების გამორთვაც ძალიან გამიჭირდა, ბევრი ვიწვალე და როგორც იქნა, გამოვრთე. რამე გავაფუჭე, არასწორად ვრთავ, თუ ყველა „ჯიპს“ ასე უჭირს ხიდების ჩართვა?

პასუხი: ხიდების მექანიკურ ჩართვას თავისი სპეციფიკა აქვს. თუ ხიდების ჩართვა გვინდა, ხოლო ბერკეტი გვეწინააღმდეგება ეს იმას ნიშნავს, რომ ჩასართავი კბილანა ვერ პოულობს თავის ბუდეს, ანუ კბილი კბილზეა დამიზნებული. ამისთვის, ძალიან მარტივი მოქმედებაა საჭირო. ავტომობილი წინ ან უკან, სულ ოდნავ დაწიეთ, რომ კბილი კბილს ასცდეს და თავისი გზით წავიდეს. შემდეგ კი, ხელმეორედ სცადეთ ხიდის ჩართვა. ყველაზე კარგი მომენტია, თუ აღმართზე ან დაღმართზე დგახართ და შესაბამისად, ავტომობილს დაგორების საშუალება აქვს. ამ დროს შეგიძლიათ ხიდების ჩამრთველ ბერკეტს მიაწვეთ, მუხრუჭს ოდნავ შეუშვათ ფეხი, რომ ავტომობილს ოდნავ დაგორების საშუალება მიეცეს. ამ დროს ის იპოვის ბუდეს და თავისუფლად ჩახტება თავის ადგილას. როგორც არ უნდა დარწმუნდეთ, რომ ხიდები ჩაირთო, მაინც გააკეთეთ საკონტროლო მოძრაობა. იგივე გააკეთეთ ხიდების გამორთვისასაც. ანუ, სულ ოდნავ დაძარით ავტომობილი და მოდება გათიშეთ. რათა ხიდების ჩასართავ კბილანას მისცეთ საშუალება თავის ბუდეს კარგად მოერგოს. ამ წესების დაცვით, თქვენ არასდროს გააფუჭებთ ხიდების ჩასართავ მოწყობილობას და ზოგადად, არ გაგიჭირდებათ მათი ჩართვა.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3