კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გემრიელი“ ისტორია

* ტორტი „ნაპოლეონი“ პირველად მოსკოვში გამოაცხვეს 1912 წელს, ნაპოლეონზე გამარჯვების ასი წლისთავის აღსანიშნავად. ის თავიდანვე სამკუთხა ფორმის იყო, რათა დამგვანებოდა დიდი იმპერატორის ქუდს. კონდიტერების ჩანაფიქრმა არნახული პოპულარობა და წარმატება მოუტანა ნამცხვარს.

* ტირამისუ პირველად ტოსკანიის ჰერცოგ კოზიმო მესამესთვის მოამზადეს. ჰერცოგს ამ დესერტით თავისი ჭირვეული საყვარლის გაოცება უნდოდა და გამოუვიდა კიდეც. მალე ტირამისუს რეცეპტმა ვენეციამდე ჩააღწია. ადგილობრივმა კურტიზანებმა ნამცხვარს კულინარიულად აფროდიზიაკის ტიტული მიანიჭეს. „ტირამისუ“ იტალიურად „ამწიე მაღლას“ ნიშნავს.

* კრუასანის ამბავი ბევრმა უკვე იცის. ეს ტრადიციული, ფრანგული ფუნთუშა პირველად ავსტრიაში გამოაცხვეს და მას დრამატული ისტორია აქვს. 1683 წელს, როცა თურქებმა ვენას ალყა შემოარტყეს, გადაწყვიტეს, ქალაქი ღამით ჩაეგდოთ ხელში. მათ ვერ გაითვალისწინეს ის, რომ პურის მცხობლებს ღამით არ ეძინათ. მათ მაშინვე განგაში ატეხეს და ქალაქი გადარჩა. ამ დღის აღსანიშნავად გამოაცხვეს ფუნთუშა, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა ჰქონდა და ყოველთვის მოაგონებდათ თურქების დროშაზე გამოსახულ ნახევარმთვარეს.


скачать dle 11.3