ბარბარა ნამდვილ კაცს ეძებს
იტალიელი მოდელი ბარბარა გუერა ეროვნული ჩემპიონატისა და ევროპის ლიგის სახე გახდა და ამით ძალიანაც ამაყობს. მანამდე კი, გოგონას მომხიბლავი სხეულითა და კიდევ იმით იცნობდნენ, რომ მილანის „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების შავკანიან ფორვარდთან, მარიო ბალოტელისთან ჰქონდა რომანი. მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მარიომ მას რამდენჯერმე უღალატა, ბოლოს კი პირდაპირ უთხრა, თუ სურვილი გექნება, პერიოდულად შევხვდეთ, მუდმივი ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, რადგან გული სხვებისკენაც მიმიწევსო. მას შემდეგ გუერამ ფეხბურთელი დაივიწყა, თუმცა დეპრესიაში არ ჩავარდნილა.
„მე ნამდვილ მამაკაცს ვეძებ, ისეთს, რომელსაც ვეყვარები და რომელიც ერთ დღეს არ გამომიცხადებს, რომ სხვა უყვარს, ან სერიოზული ურთიერთობისთვის პატარაა. რამდენიმე კანდიდატი გამოჩნდა, მაგრამ მათ სახეზე ეწერათ, რომ მხოლოდ ერთი ღამისთვის ვუნდოდი, მე კი ერთდღიანი ურთიერთობები არ მსურს. ძებნას განვაგრძობ და დარწმუნებული ვარ, იმ ერთადერთს ვიპოვი“, – განაცხადა ბარბარამ და მისი სხეულის პარამეტრებს თუ გავითვალისწინებთ, სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ გუერა, მეგზურს ძალიან მალე იპოვის.