კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა საჭესთან ბატონია

„ფორმულა 1-ის“ მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი მორიგ რბოლაში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიაში ჩავიდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ვარჯიშის შემდეგ იგი საკუთარი სპორტული ავტომობილით (რომელსაც ყველა ქვეყანაში მიჰყავს, რადგან სხვა მანქანის საჭესთან, თურმე, თავს კომფორტულად ვერ გრძნობს) სასტუმროში ბრუნდებოდა.

„ძალიან ნელა მოვდიოდი და სან პაულუს ქუჩებს ვათვალიერებდი, როცა მოულოდნელად წინ შეიარაღებული კაცი გადამიდგა. ინსტინქტურად გვერდითა ქუჩაზე შევუხვიე და პრაქტიკულად, ჩიხში აღმოვჩნდი. იქ მანქანები ისე ეყენა გასაძრომი არ იყო. საიდანღაც კიდევ ხუთი შეიარაღებული პიროვნება გამოჩნდა და ხუთივე ჩემი მანქანისკენ დაიძრა. ფიქრის დრო აღარ იყო და იმ ადგილისკენ დავიძარი, სადაც, ჩემი აზრით, გაეტეოდა მანქანა. საბედნიეროდ, მანქანებს შორის გავძვერი და სამშვიდობოს გამოვედი“, – განაცხადა ბატონმა.

შემთხვევის ადგილზე მალე პოლიციელები მივიდნენ და ბატონიც მიიყვანეს. სამართალდამცავები გაოგნდნენ, როცა ის ადგილი ნახეს, სადაც ბატონმა თავისი ავტომობილით გაძრომა მოახერხა. მანძილი გაზომეს და დაადგინეს, რომ ბატონს სიგანეში, სულ რაღაც, ხუთსანტიმეტრიანი მეტობა ჰქონდა და მან ისე მოახერხა ამ ხუთი სანტიმეტრის გამოყენება, რომ არც საკუთარი და არც ის ორი ავტომობილი არ დაუზიანებია. პრინციპში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისგან ასეთი რამ გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც.


скачать dle 11.3