კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანას გამო

ალექსეი ბოჟენოვი და ვენიამინ პოზდნიაკოვი რიგითი რუსი ბომჟები არიან, ზუსტად ისეთები, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მრავლად მოიძებნებიან. პრინციპში, რაღა არიან, პოზდნიაკოვი გასულ კვირას დაასაფლავეს. მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბოჟენოვი და პოზდნიაკოვი ერთად სვამდნენ, რის შემდეგაც ბატონმა ვენიამინმა თავისი ოცნება გაამხილა და განაცხადა, რომ ყოფილ მოციგურავესთან, ამჟამად კი უბრალოდ, სასურველ და სექსუალურ ქალად აღიარებულ ანა სემიონოვიჩთან, რამდენიმე ღამეს სიამოვნებით გაატარებდა. პოზდნიაკოვმა ფანტაზიას გასაქანი მისცა და იმის მოყოლაც დაიწყო, თუ რას იზამდნენ ის და ანა ერთად ლოგინში. ამ ამბის გაგრძელებას კი უკვე ბოჟენოვი მოყვება.

„როცა ჩემმა მეგობარმა ანაზე ცუდი რამეების საუბარი დაიწყო, ვურჩიე, გაჩუმდი, ეგ ქალი მიყვარს და არც ისეთია, შენ რომ გგონია-მეთქი. ის კი გაიძახდა – ბოზია, ბოზიაო. ბოლოს გავბრაზდი, იქვე, ნაჯახს წამოვავლე ხელი და ზურგში გამეტებით ჩავარტყი. მგონი, ვენიამინი მოკვდა, მე იქ დავტოვე, მერე კი პოლიციამ დამაკავა“, – ყვება ბოჟენოვი.

პოზდნიაკოვი კი მგონი, კი არა, მართლა მოკვდა, ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლიდან სამართალდამცავებმა სემიონოვიჩის ორასამდე ფოტო და ოცი რვეული ამოიღეს. ამ რვეულებში ბოჟენოვი ანას სასიყვარულო ლექსებს უწერდა, ახლა კი წერა ციხის საკანში მოუწევს.


скачать dle 11.3