მსაჯობა რთულია
გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში მსაჯთა სკოლაა და იქ მომავალი არბიტრები, ასე ვთქვათ, სტვენას სწავლობენ. ორი კვირის წინ კი, ამ სკოლის კურსანტებს შორის ისეთი რამ მოხდა, რომ მთელი გერმანიის სალაპარაკო გახდა. მოკლედ, შვიდი სტუდენტი თუ მომავალი მსაჯი ერთად შეიკრიბა და პატარა საღამო გამართა. როგორც ასეთ დროს სჩვევიათ ხოლმე, ჯერ თითო ბოთლი ლუდი დალიეს, მერე კიდევ – თითო, მერე ვისკი დააყოლეს და საბოლოოდ, გვარიანად დათვრნენ. ყველაზე ადრე ერთ-ერთ მომავალ შაოსანს ჩაეძინა და ის ღამე მის ცხოვრებაში ყველაზე კოშმარული იყო. მეგობრებმა გადაწყვიტეს, მძინარეს გახუმრებოდნენ და... უკანალში ნახევარლიტრიანი ბოთლი გაუკეთეს. მძინარე ისეთი მთვრალი იყო, მხოლოდ დილით გაიგო, რომ სხეულში უცხო სხეული ჰქონდა და ყვირილი დაიწყო. სხვებს გაეცინათ და უთხრეს, რომ ძალიან კარგი ხუმრობა გამოუვიდათ, თუმცა დაზარალებული, როგორც ჩანს, გერმანულ იუმორთან მწყრალად არის და მან პოლიციაში იჩივლა.
„ეჭვმიტანილ ექვსეულს 6-დან 14 თვემდე ციხე ელის და თუ დაზარალებული კომპენსაციას მოითხოვს, მასაც მიიღებს“, – ასეთია წინასწარი ვარაუდი.
სამაგიეროდ, ზაარბრიუკენის სკოლამ ერთბაშად შვიდი კურსანტი დაკარგა. ეჭვმიტანილები ადმინისტრაციამ სასწავლებლიდან თავად გარიცხა, დაზარალებული კი, საკუთარი სურვილით წავიდა, სირცხვილით იქ ვეღარ გამოვჩნდებიო. ისე, მედალს მეორე მხარეც აქვს – დაზარალებულს ტრიბუნებიდან რომ დაუძახებენ, „სუდია, პიდარასტო“, უფრო მარტივად გადაიტანს.