შვაინშტაიგერს ორეული უპოვეს
დღეისთვის გერმანიაში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერია. მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და... მას ორეული უპოვეს, თუმცა ეს ორეული კაცი კი არა, ქალია.
ყველაზე მაღალტირაჟიან „ბილდის“ რედაქციაში წერილი და ფოტო მოვიდა, რომელშიც მკითხველი წერდა, რომ გასულ ზაფხულს საბერძნეთში ისვენებდა, სადაც პლაჟზე ნახა ქალი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა შვაინშტაიგერს. მსგავსება მართლაც იმდენად დიდია, რომ „ბილდმა“ გამოძიებაც კი დაიწყო, ხომ არ ერგება რაიმე ნათესავად ეს ქალი ბასტიანს.
მართალია, ჯერჯერობით ფოტოზე გამოსახული ქალბატონი ვერ იპოვეს, მაგრამ „ბილდმა“ მასზე ინფორმაციის სანაცვლოდ პრემიად ათი ათასი ევრო დააწესა და ადვილი მისახვედრია, რომ ამ თანხის ხათრით ბევრი შეიწუხებს თავს.