კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტესისხლას ნაყენი ანგინის დროს უებარია

ქრისტესისხლა შეიცავს ვაშლის, ლიმონისა და ქაცვის ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, საპონინებს, ალკალოიდებს, ქოლინს, ჰისტამინს, თირამინს, მეთილალანინს, C ვიტამინს, კაროტინს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებსა და ფენოლ-კარბოლმჟავებს. აქვს ანთების, ქავილის, კრუნჩხვებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. არის ნაღველმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული, ჭრილობების შემახორცებელი და შარდმდენი საშუალება.

ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლას რძე-წვენი გამოიყენება მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად, ასევე, წყლულების, ჭრილობების, გამონაყარისა და კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ქრისტესისხლას ნახარშები და ნაყენები კარგია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სადინარების დაავადებების, პანკრეატიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ. ანგინის დროს კი ნახარშს ცხვირსა და ყელში ივლებენ.

ქრისტესისხლას ნაყენი ასე მზადდება: 1 სადილის კოვზ აფთიაქში ნაყიდ ქრისტესისხლას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. თავზე კარგად დაახურეთ და დადგით ოთახის ტემპერატურაზე, სანამ გაგრილდება. შემდეგ გადაწურეთ და ყელის შეშუპების, ანგინის ან, თუნდაც, ანთების დროს, ეს ნაყენი დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ ყელში.


скачать dle 11.3