კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ღეჭოთ საჭმელი ნელა და აუჩქარებლად

ცხოვრების არანორმალური რიტმის გამო, ადამიანი მუდმივად ჩქარობს, უნდა, ყველა საქმე მოასწროს და ხშირად ჭამაც კი ავიწყდება, ან, ისე სწრაფად მიირთმევს, რომ აღარც კი ახსოვს, რა რაოდენობისა და რა სახის საკვები მიიღო. სწორედ ამის შედეგია, რომ დაახლოებით 35 წლის ასაკში ადამიანს უკვე დაავადებული აქვს კბილები, აწუხებს გასტრიტი, წყლულები და ასე შემდეგ.

ამ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკვებს სწორად გადაამუშავებს. პირველია საკვების სწორი ღეჭვა – ასე საკვებს კუჭი ადვილად შეიწოვს. ასევე, უმთავრესია ნერწყვის საშუალებით საკვების კარგად გადამუშავებაც, რადგან ნერწყვში შედის ჰორმონები, ფერმენტები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ვიტამინები, მინერალური კომპონენტები, მაგალითად: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და სხვა.

საკვების გადამუშავება პირის ღრუში იწყება. თუ საკვები პირის ღრუში არ არის კარგად გადამუშავებული, ის კუჭ-ნაწლავში მოუმზადებელი ხვდება და ძნელად აითვისება, რაც გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების მიზეზი ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყოფა ნახშირბადი, რომლის საშუალებითაც სისხლში გამოიყოფა კეტონები და ალდეჰიდები. ეს ძალიან საშიში შხამიანი ნივთიერებებია და დროთა განმავლობაში საგრძნობლად ანგრევს ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას. როდესაც ადამიანი საკვებს გარკვეული დროის განმავლობაში ღეჭავს, ასეთ დროს ის ნაკლებს მიირთმევს, რადგან ორგანიზმი დროულად ხვდება, როდის უნდა შეწყვიტოს ჭამა, სიგნალი კი თავის ტვინში სწორედ კუჭიდან მიდის.

საკვების კარგად დაღეჭვა კბილებისა და ღრძილებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ღეჭვის დროს გამოყოფილი ნერწყვი პაროდონტოზის გაჩენას უშლის ხელს, ნერწყვში არსებული სასარგებლო ნივთიერებები კი, კბილებს კარიესისგან იცავს.


скачать dle 11.3