კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ ხანშიშესული ქალი. ბოლო დროს ვატყობ, რომ მავიწყდება ზოგიერთი ახლობლის სახელი, ვერ ვიხსენებ საჭირო ინფორმაციას. მესმის, რომ ასაკი თავისას შვრება, მაგრამ იქნებ, ასეთ შემთხვევაში ექიმის ჩარევა აუცილებელია?

პასუხი: ნორმალურ დაბერების პროცესში ადამიანს მეტწილად ეცვლება დამახსოვრების სტრატეგია და ინფორმაციის გადამუშავებაც სხვაგვარად ხდება. თუ საკუთარ მეხსიერებას მკვეთრ ცვლილებებს ამჩნევთ, უმჯობესია, ნევროლოგს მიმართოთ.

კითხვა: ჩავიტარე ექოსკოპია და აღმომაჩნდა თირკმლის 12-მილიმეტრიანი კისტა. რამდენიმე წლის წინ მქონდა ქლამიდიოზი. რამით ხომ არ უკავშირდება ერთმანეთს ეს ორი პათოლოგია?

პასუხი: თირკმლის კისტას ქლამიდიოზთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის თანდაყოლილი პათოლოგიაა. თქვენთვის აუცილებელია, თირკმელების ექოსკოპიური გამოკვლევა წელიწადში ერთხელ და კისტაზე დინამიკური დაკვირვება.

კითხვა: ექიმმა მითხრა, რომ შარვლის ჯიბეში მობილური ტელეფონის შენახვა არ შეიძლება, შეიძლება იმპოტენცია გამოიწვიოსო. გთხოვთ მიპასუხოთ, სიმართლეა თუ არა ეს?

პასუხი: მობილურსა და სქესობრივ უკმარისობას შორის პირდაპირი კავშირი ნამდვილად ვერ იქნება, ვინაიდან მობილური შარდ-სასქესო სისტემის ორგანულ დაზიანებას არ იწვევს. თუმცა, მნიშვნელოვანია ერთი რამ: ხანგრძლივი მოხმარებისას მობილური ტელეფონი მართლაც უდებს სათავეს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციურ ცვლილებებს და ამ გზით შეიძლება, იმპოტენციის მაპროვოცირებელ ნევროგენურ ფაქტორად იქცეს.

კითხვა: ვარ ახალგაზრდა მამაკაცი. როდესაც ღვინოს სულ მცირე რაოდენობითაც კი ვიღებ, ძალიან ცუდად მხდის. პულსი 120-140-მდე მიჩქარდება, მტკივდება თავი, მამცივნებს. იქნებ მირჩიოთ რამე, რისი ბრალია ეს ყველაფერი?

პასუხი: შესაძლოა, თქვენ ალკოჰოლის დამშლელი ფერმენტების – ალკოჰოლდეჰიდროგენაზას დეფიციტი გაქვთ. ასეთ შემთხვევაში, ალკოჰოლის უმნიშვნელო რაოდენობამაც კი შეიძლება, გამოიწვიოს ორგანიზმის ასეთი რეაქცია. დიაგნოზის დასაზუსტებლად ნარკოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ვარ 19 წლის ქალიშვილი. ჩემი სიმაღლეა 170 სანტიმეტრი, წონა – 50 კილოგრამი. ორი წელია, ვცდილობ, წონაში მოვიმატო, მაგრამ, ვერაფრით ვახერხებ. როგორ მოვიქცე?

პასუხი: უპირველესად, გირჩევთ, თერაპევტს მიმართოთ, რადგან სხეულის გამოფიტვას საკმაოდ ბევრი დაავადება იწვევს. ურიგო არ იქნება ენდოკრინოლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაციაც. თქვენთვის რეკომენდებულია ცილებით მდიდარი საკვები, კუნთების გამამაგრებელი ვარჯიშები, პოლივიტამინები, ბიოსტიმულატორები, ჟენშენი, ელეუტეროკოკი. სასურველია, რკინით მდიდარი პროდუქტებიც: ხორცი, ღვიძლი, ვაშლი.

კითხვა: ვარ 42 წლის. მთელი ცხოვრების განმავლობაში მაქვს ეპილეფსია. სკოლაც დავამთავრე, ინსტიტუტიც, ვმუშაობდი კიდეც. ახლა მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. წარსულშიც და ახლაც ვსვამ ბევრ წამალს. ბოლო დროს შეტევები გამიხშირდა, თანაც, მცირე გულყრის ნაცვლად, ახლა გენერალური ფორმა გამივითარდა. რატომ ხდება ასე, გამოდის, რომ წამლებს უშედეგოდ ვსვამ?

პასუხი: ეპილეფსიის სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატები ან მთლიანად ხსნის კრუნჩხვის შეტევებს, ან მნიშვნელოვნად ამცირებს მათ რაოდენობასა და ხარისხს, მაგრამ, აუცილებელია მათი რეგულარული და მოწესრიგებული მიღება. თქვენ თუ ყველა პირობას იცავთ, ჩანს, საჭიროა კონკრეტული ანტიკონვულსანტის შერჩევა. ამჟამად ეპილეპტოლოგები მონოთერაპიას არჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს ენიშნება ერთი, მაქსიმუმ ორი პრეპარატი, რადგან კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებათა დიდი რაოდენობით მიღება, მდგომარეობას აუარესებს.


скачать dle 11.3