კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უზმოზე ყავა ჩაით ჩაანაცვლეთ

ბევრი ადამიანი თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვას მაშინ იწყებს, როცა სერიოზულად ავადდება. არადა, სულაც არ არის ძნელი ამა თუ იმ დაავადების თავიდან აცილება. სწორი კვება, ვიტამინები, ფიტნესი – ეს ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია.

ჯანსაღი ცხოვრების წესი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყოველი თავისუფალი წუთი ტრენაჟორებთან გაატაროთ. ზედმეტი გადატვირთვა ორგანიზმისთვის ისეთივე მავნეა, როგორც ფიზიკური დატვირთვის სრული უგულებელყოფა. სასარგებლო და ეფექტურია ადამიანისთვის დღეში დაახლოებით 15-20 წუთი ვარჯიში, რომლის შედეგს რამდენიმე კვირაში იგრძნობთ.

ვარჯიში არ არის რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ თავს ცუდად გრძნობთ, ავადმყოფობთ ან ძალიან დაღლილი ხართ. ასევე, ჭამის შემდეგ. უმჯობესია, საჭმლის მიღებიდან სულ მცირე ორი-სამი საათი გავიდეს.

არ შეიძლება ვარჯიში მშიერ კუჭზეც. ამ დროს ორგანიზმი ელემენტარული დატვირთვის შესრულებასაც ვერ შეძლებს. ვარჯიშის დროს შეგიძლიათ, ერთი ჭიქა იოგურტი მიირთვათ.

ადამიანის მენიუ აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს. რაც უფრო მრავალფეროვანია ყოველდღიური საკვები, მით მეტი ვიტამინი და სასარგებლო მიკროელემენტი მოხვდება ორგანიზმში.

თუ სწორად კვება გადაწყვიტეთ, მოერიდეთ მარილიან და შემწვარ კერძებს. ცხიმი ზომიერად მიაწოდეთ ორგანიზმს, რადგან მისი გამორიცხვა კანისა და სახსრების ნაადრევ დაბერებას იწვევს.

ჩვენს ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი ვიტამინები. ამიტომ, ყველასთვის სასარგებლოა თევზის ქონი და სხვადასხვა სახის ვიტამინის მიღება. თუ ტონუსის ამაღლება გსურთ, მაშინ, ამაში ჟენშენის ნაყენი ძალიან გამოგადგებათ.

თუ გადაწყვეტთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ, გირჩევთ, დილით ყავის სმაზე უარი თქვათ და უზმოზე ერთი ჩაის ჭიქა ლიმონიანი და თაფლიანი ჩაი მიირთვათ. ეს ორგანიზმს წიდებისგან გაწმენდს და ნივთიერებათა ცვლასაც მოგიწესრიგებთ.

ასე რომ, თუ გსურთ, დიდხანს ჯანმრთელად იცხოვროთ, მაშინ აუცილებლად გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი რჩევები.


скачать dle 11.3