კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩვენი ორგანიზმის სიჯანსაღე ჰიგიენური საშუალებების ხარისხზეა დამოკიდებული

„თმის მოვლის საშუალებები ისეთივე სიფრთხილით უნდა

შევარჩიოთ, როგორც აფთიაქში წამალი“, – გვირჩევენ ექსპერტები





ოდითგანვე ქალი თავის მოვლას თმიდან იწყებდა. დღეს ცნობილი მწარმოებლები სხვადასხვა სახისა თუ ხარისხის თავის მოვლის ჰიგიენურ საშუალებებს გვთავაზობენ. მაგრამ, მომხმარებელი დაბნეულია – არ იცის, როგორ შეარჩიოს მისთვის სასურველი დასაბანი საშუალება, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მწარმოებელი პროდუქციის შემადგენლობას ბოლომდე არ ამხელს. შესაბამისად, თმის ცვენას, ქერტლს, თმის ცხიმიანობასა თუ სიმშრალეს ყოველი მეორე ადამიანი უჩივის. სპეციალსიტები კი, თმის ამგვარ დაზიანებებს ცუდად შერჩეულ და უხარისხო შამპუნს უკავშირებენ.

მიზეზი ნათელია: საქართველოში იმპორტირებული თავის მოვლის საშუალებები არ კონტროლდება, არ ხდება მათი შემოწმება, ერთ-ერთი ვერსიით, ჩვენი მაღაზიების ქსელში არსებული ცნობილი ბრენდების პროდუქცია „მესამე სამყაროს“ ქვეყნებისთვის მზადდება, ფასიც დაბალია და, შესაბამისად, ხარისხიც. გასათვალისწინებელია ასევე ერთი დეტალიც: ზოგიერთ პროდუქციას ჩვენთან ამზადებენ საწარმოო პირობების დაცვის გვერდის ავლით და შემდეგ ბრენდების შეფუთვით ნიღბავენ.

თანამედროვე ადამიანი დღეში საშუალოდ ათამდე ჰიგიენურ საშუალებას იყენებს, რომლებიც, ჯამში, 130-მდე ინგრედიენტს შეიცავს. ჩვენი ორგანიზმის სიჯანსაღე კი არსებითადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს ინგრედიენტები. ჰიგიენური საშუალებების ხარისხის კონტროლი, ადამიანის ორგანიზმსა და გარემოზე მათი გავლენის შესწავლა მთელი მსოფლიოსთვის პრობლემური საკითხია.

„განსაკუთრებით, მწვავედ დგას ეს საკითხი საქართველოში, რადგან ჩვენთან მომხმარებელი პრაქტიკულად დაუცველია. პირადად მე ჰიგიენური საშუალებების შეძენისას ყურადღებას ვაქცევ მის მწარმოებელ ფირმას, ქიმიურ შედგენილობას, ღირებულებას, ადგილს, სადაც ის იყიდება. უმრავლეს შემთხვევაში ეს კომპონენტები განსაზღვრავს პროდუქციის ხარისხს, მაგრამ, 100-პროცენტიან გარანტიას, მით უფრო – საქართველოში, ეს ჩამონათვალი მაინც არ იძლევა. საიდუმლო არაა, რომ ზოგჯერ წარწერა ეტიკეტზე სწორად არ ასახავს ჰიგიენური საშუალების შედგენილობას,“ – განმარტავს ქიმოკოსი, ქიმიის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი ლელა მეტრეველი.

ჩნდება უამრავი კითხვა: როგორი ხარისხის პროდუქცია შემოდის საქართველოში, როგორია მისი ქიმიური შემადგენლობა, რამდენად უსაფრთხოა ისინი, როგორ უნდა დაიცვას თავი მომხმარებელმა... „ამ პირობებში თავის დაცვა საკმაოდ რთულია. მაგალითისთვის განვიხილოთ შამპუნი – თმის დაბანის თითქმის უალტერნატივო საშუალება. ნებისმიერი შამპუნი აუცილებლად შეიცავს სინთეზურ გამრეცხ, ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებას დეტერგენტს. მისი ფუნქციური დანიშნულებაა თმიდან და კანიდან მექანიკური, ცხიმოვანი თუ ცილოვანი წარმოშობის ჭუჭყის მოშორება. ზედაპირულად აქტიური ნივთიერება ეტიკეტზე, წყლის შემდეგ, პირველია აღნიშნული. ისეთი შამპუნი, რომელიც დაბალი ხარისხის დეტერგენტზეა დამზადებული წარმოქმნის ბევრ ქაფს, ქმნის სისქისა და მაღალი ხარისხის ილუზიას, მაგრამ ამ ნივთიერებებს შეუძლია, გამოიწვიოს თვალების, კანის გაღიზიანება, თმის ცვენა, ალერგიული რეაქციები, ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ინტოქსიკაცია. ამიტომ რეკლამებში მათზე აქცენტი არ გადააქვთ“, – აღნიშნავს ლელა მეტრეველი.

გარდა ამისა, შამპუნი შეიცავს სხვა კომპონენტებსაც, მათ შორის, დამატენიანებელ, დამარბილებელ, სიბლანტის მიმნიჭებელ, არომატულ, მჟავიანობის მარეგულირებელ ნივთიერებებს, საღებავებს, ემულგატორებს, კონსერვანტებსა და სხვა. ქალბატონი ლელას თქმით, კანის დამატენიანებლად და დამარბილებლად გამოიყენება ეთილენგლიკოლი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი და მათი ნაწარმები. მათ შორის ყველაზე უსაფრთხოა გლიცერინი. ეთილენგლიკოლი და პროპილენგლიკოლი ზოგჯერ ალერგიულ რეაქციებს იწვევს. „შამპუნის შედგენლობაში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე მოხსენიებულია კონსერვანტი. თუ აქ შეგხვდათ წარწერა: DMDM hydantoin, ეს ნიშნავს, რომ შამპუნი კონსერვანტის როლში შეიცავს ფორმალინს (ამას არც ერთი ფირმა პირდაპირ არ უთითებს), ფორმალინი მართლაც კარგი კონსერვანტია, მაგრამ მისი შემცველობა ჰიგიენურ საშუალებაში 0,2 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ხშირად ფორმალინის ნაცვლად გამოიყენება სხვა ნივთიერებები, რომლებიც დროთა განმავლობაში წარმოქმნიან ფორმალინს, ეს დრო კი დამოკიდებულია ტემპერატურაზე, შენახვის ხანგრძლივობაზე, სხვა ინგრედიენტების ბუნებაზე, ტენიანობაზე და ასე შემდეგ. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება, შამპუნში ფორმალინის შემცველობა ვერ გავაკონტროლოთ, შედეგად კი ის შეაღწევს კანში და დააზიანებს ცოცხალ უჯრედებს“, – მიაჩნია გამოცდილ ქიმიკოსს.

ამ ფონზე, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თმის მოვლის საშუალებები ისეთივე სიფრთხილით შევარჩიოთ, როგორც აფთიაქში წამალი – აუცილებელია, გავეცნოთ მის შეფუთვაზე არსებულ ინსტრუქციასა და შემადგენლობას.

შამპუნი უნდა იყოს მიზანმიმართულად განკუთვნილი ამა თუ იმ სახის თმის მოვლისა და მისი მკურნალობისთვის, მათ შორის, თმის ცვენის საწინააღმდეგო, ქერტლის საწინააღმდეგო, დაზიანებული, სუსტი, მსხვრევადი, მშრალი, ნორმალური თმისთვის.

ცნობისათვის: ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის შემადგენლობაში აუცილებელია, იყოს პიროქტონ ოლამინი, ასევე, ალანტოინი და პანთენოლი, რომლებიც მკვებავი საშუალებებია, ხოლო მშრალი და მსხვრევადი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი უნდა შეიცავდეს აღმდგენ და მკვებავ ნივთიერებებს: ფერულის მჟავას, Curcuma Longa-ს ექსტრაქტს, გვრილის, ჟოჟობას ზეთს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემადგენელ ნივთიერებათა დასახელებები ასახული იყოს შამპუნის შეფუთვაზე და, მასთან ერთად, ყველა ის ქიმიური დანამატიც, რომლებსაც პროდუქცია შეიცავს.

როდესაც სპეციალისტები თავის მოვლის საშუალებების ხარისხზე საუბრობენ, მის ეფექტურობას იმ ქვეყნის წყლის უნიკალურობასაც უკავშირებენ, სადაც ეს პროდუქცია იწარმოება. „ყველა ქვეყანაში განსხვავებულია წყლის ხარისხი წყალი პროდუქციის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია, ხარისხით, შესაძლოა, განსხვავდებოდეს და, შესაბამისად, მისი გამოყენებისას ეფექტიც განსხვავებული იყოს. მაგალითად, ფრანგები დასარბილებლად წყალში ძმარს ურევენ, რადგან იქაური წყალი ხისტია. საქართველო მდიდარია უნიკალური წყლებით და აქ წარმოებული პროდუქცია ამ უნიკალური ნიშნითაა გამორჩეული. მთავარია მწარმოებელმა მინარევები მიზანმიმართულად შეარჩიოს და მომხმარებელს ეს არ დაუმალოს,“ – აღნიშნავს სამედიცინო ცენტრ „მარჯანის“ მთავარი ექიმი, დერმატოვენეროლოგი ნატა კილაძე.

დასასრულს, სპეციალისტები შამპუნის შერჩევის რამდენიმე აუცილებელ წესს გვთავაზობენ, რომელსაც უნდა მისდიოთ, რომ თმა ჯანსაღი გქონდეთ და ეფექტურმა რეკლამებმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ: გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი თმის ტიპის შესაბმისი შამპუნი (უნივერსალური პროდუქცია, ანუ „შამპუნი მთელი ოჯახისთვის“ ასეთი რამ თითქმის არ არსებობს)! არ არის სასურველი ზედმეტად არომატიზებული შამპუნების გამოყენება; თუ მწარმოებელი აქცენტს მასზე აკეთებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის კიდევ ერთ, უარყოფითი თვისებების მქონე ქიმიურ დანამატს შეიცავს; შამპუნის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას (ინგრედიენტებს) და მწარმოებელი ქვეყნის კოდს.


скачать dle 11.3