კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ნეტარი ავგუსტინე: კეთილი, თუნდ მსახური ან მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.

მარკოზ მოსაგრე: როგორც გამოუცდელი ხბო მიიჩქარის ბალახისკენ და უფსკრულით გარშემორტყმულ ადგილას აღმოჩნდება, ასევე ემართება სულს, რომელიც ნელ-ნელა იხიბლება ზრახვებით.

სტუდიტი: ზეცაში ადის არა ის, ვინც ბევრი წაიკითხა და დაიზეპირა, არამედ ის, ვინც წმიდა, უბიწო ცხოვრებით ცხოვრობს, თუნდ წერა-კითხვაც არ იცოდეს.

მარკოზ განშორებული: ზოგი ვნებას იკვეთს უფრო დიდი განცხრომისთვის და მისი განზრახვის უცოდინართა მხრიდან, დიდებას იმკის. თუმცა, შესაძლოა, თავადაც არ იცოდეს, რომ უსარგებლოდ შრომობს.

ანტონ დიდი: თავს ნუ აღიმაღლებ საკუთარი საქმეებით, როგორიც არ უნდა იყოს ისინი.

იოანე ოქროპირი: წყენის სანაცვლოდ, რომელიც უსამართლოდ დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.

ტიხონ ზადონელი: გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს და მოიხილე მისი მკვიდრნი – ვერც ერთს ვერ ჰპოვებ იქ, ვინც აქამდე მოთმინების გზით არ მისულა.

წმიდა სილუანი: იმის მიხედვით, თუ როგორ შეითვისებს ადამიანი თავის მოყვასს, შეიძლება, ვიმსჯელოთ მასში არსებული სულიწმიდის დონის შესახებ; თუ ადამიანი თავის ძმაში ხედავს სულიწმიდის ყოფნას, ეს იმას ნიშნავს, რომ მასაც აქვს დიდი მადლი, ხოლო თუ არ უყვარს თავისი ძმა, მაშინ ისიც შეპყრობილია „ავი სულით“.

***

იმისთვის, რომ გადარჩე, უნდა იყო მორჩილი, იმიტომ რომ ამაყი ძალითაც რომ დასვა სამოთხეში, იგი იქაც არ იქნება კმაყოფილი, იქაც ვერ იპოვის სიმშვიდეს და იტყვის: „რატომ არ ვარ მე პირველ ადგილზე?“ მორჩილი სული, ავსებული სიყვარულით, არ ეძებს პირველობას, არამედ ყველასთვის სიკეთე სურს, ყველაფრით კმაყოფილია.

ალექსი ბერი: დაუკვირდი შენ, ძმაო, რომელსაც გიყვარს სხვისი მხილება და გასწორება და მოექეც თავსა შენსა და ნახე, თუ როგორი ხარ შენ სხვისგან მხილების დროს – გწყინს თუ არა? და აქედან ისწავლე სხვისიცა, რამეთუ შენ თუ არ გიხარიან, არცა სხვას უხარიან.

მარკოზ განშორებული: დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს, გახსოვდეს ღმერთი და აღარასოდეს გექნება სინანულის ნაკლებობა.

ბერი გაბრიელი: ღვთის შიშთან შერწყმული წმიდა უბრალოება სამოთხის ნეტარებას განგვაცდევინებს, იმ ნეტარებას, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ დაცემამდე.

ბასილი დიდი: ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ განვლილი არასოდეს იყოს უკეთესი მომავალზე, ანდა – აწმყოზე.

გაბრიელ ეპისკოპოსი: საკმარისი არ არის, ქრისტიანი ცოდვებს არ იქმოდეს, ამავე დროს სათნოებაც უნდა ჰქონდეს; სულის საცხოვნებლად მარტო ის არ ეყოფა, თუ მტაცებელი არ არის, არამედ მოწყალებაც უნდა ჰქონდეს; მცირეა თუ სიცრუე არ უყვარს, სიმართლისთვის თავდადებულიც უნდა იყოს; არათუ მხოლოდ მემრუშე არ უნდა იყოს, არამედ გულშიც კი უწმინდური აზრი არ უნდა გაივლოს.


скачать dle 11.3