კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რა არის კანის აუტომიკროფლორა და რა დანიშნულება აქვს მას?
პასუხი: კანის აუტომიკროფლორა არის კანის ზედაპირზე განლაგებული სასარგებლო მიკროორგანიზმების შრე, რომელიც ქმნის ბუნებრივ ბარიერს და არ ატარებს კანის სიღრმეში ტოქსინებსა და ალერგენებს. ამ შრის მთლიანობის დარღვევა იწვევს პათოგენური მიკროფლორის (ოქროსფერი სტაფილოკოკი) ზრდას, რასაც მოჰყვება კანის სიწითლე, აქერცვლა, გაღიზიანება და სხვა პრობლემები. მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად, გარდა კანის სპეციალური მოვლისა, აუცილებელია, მოვიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
კითხვა: ამ ზაფხულს ზღვაზე ვერ წავედი და, შესაბამისად, ვერ გავშავდი. როგორ შევარჩიო ეგრეთ წოდებული ხარისხიანი სოლარიუმი და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სეანსი?
პასუხი: შეიხედეთ სოლარიუმის კაბინაში, ვერტიკალურს არ უნდა ჰქონდეს კუთხეები. მასში არის ფუნქცია „ტურბო“ (ვენტილაცია). მართვის პანელი კი პირდაპირ თქვენ თვალწინაა განთავსებული. ჰორიზონტალური შეიძლება, იყოს სხვადასხვა კონფიგურაციის: დაწოლილ ან ნახევრად დაწოლილ მდგომარეობაში. ეს უკანასკნელი უფრო მოსახერხებელია.
ყურადღება მიაქციეთ ნათურებს – მათი ექსპლუატაციის ვადასა და სპექტრულ შემადგენლობას. ნათურის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 540 საათს. თუ ნათურები ახალი გამოცვლილია, მინიმუმამდე შეამცირეთ სეანსის ხანგრძლივობა. რაც უფრო დიდია სპექტრში ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა, მით უფრო სწრაფად და ძლიერად გაირუჯებით. ამიტომ, ეცადეთ, ზომას არ გადააჭარბოთ.
სოლარიუმის მაღალ ხარისხზე მეტყველებს საშხაპეც, მაგრამ ამ კომფორტს ყველგან ვერ წააწყდებით. არადა, ინსალაციის სეანსის შემდეგ აუცილებელია შხაპის მიღება. ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, თან იქონიეთ ბოთლით წყალი და ხელსახოცების შეკვრა.
კითხვა: რა არის ჭორფლი – კანის დეფექტი თუ ბავშვობიდან გაჩენილი ლაქები?
პასუხი: ჭორფლი – ესაა კანის პიგმენტაციის მემკვიდრეობითი თავისებურებების გამოვლენა, რომელიც მზის სხივების ზემოქმედების დროს მუქდება; მათი რაოდენობა კი ერთიორად იმატებს. ჭორფლი უმრავლეს შემთხვევაში, აქვს წითურ და ქერა ადამიანებს, ძირითადად, ახალგაზრდა ასაკში.
ხალხური მედიცინა გვირჩევს, ჭორფლის ნეიტრალიზაციისთვის გამოვიყენოთ ლიმონისა და კიტრის წვენი (ცალ-ცალკე ან ერთმანეთში შერეული): დაასველეთ მასში დოლბანდის ტამპონი, ოდნავ გაწურეთ და კარგად გაიწმინდეთ ჭორფლიანი ადგილები, შემდეგ კი წაისვით მზისგან დამცავი ლოსიონი და კრემი.
ლიმონი და კიტრი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომ კანის მიერ მათი შეწოვის შემდეგ, მჟავურ ზემოქმედებას ახდენს მუქ პიგმენტებზე და აბაცებს კანს.
კითხვა: გამიგია, რომ დიეტა უფრო შედეგიანი იქნება, თუ მოვიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, გავიწმენდთ ორგანიზმს წიდებისგან. გთხოვთ, მასწავლოთ, როგორ გავაკეთო ეს სახლის პირობებში, თან ისე, რომ ძვირი არ დამიჯდეს?
პასუხი: 1) უზმოზე დალიეთ 1 დესერტის კოვზი ზეითუნის ზეთი. ის მოედება საჭმლის მომნელებელი ორგანოების კედლებს, აფერხებს სისხლში ტოქსინების შეღწევას და ხელს უწყოსბ ყველაზე მძიმე საკვების მონელებასაც კი.
2) დილით, ადგომისთანავე, მშიერ კუჭზე, დალიეთ 1 ჩაის ჭიქა ონკანის, ცივი წყალი. ეს აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას.
3) 15 ცალ შავ ქლიავს გამოაცალეთ კურკები (შეიძლება ჩირიც), მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 2 ლიტრი ქაფქაფა მდუღარე წყალი და დილამდე გააჩერეთ თავდახურული. უზმოზე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა. სასურველია, სვათ დღეში 2 ლიტრი ნაყენი.
ეს სამი ვარიანტი ცვალეთ ყოველდღე, არა მარტო დიეტის განმავლობაში, არამედ, ჩვეულებრივი კვების დროსაც.
მოამზადა