კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას შეცვლიდა თათია გიორგობიანი ცხოვრების თავიდან დაწყების შემთხვევაში და ვინ არის მისი სუსტი წერტილი

მომღერალ თათია გიორგობიანის ცხოვრებაში სიახლეა – ის სამი თვის წინ მეორედ გახდა დედა. ამ ეტაპზე მის მუსიკალურ კარიერაში ახალი არაფერი ხდება, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად აპირებს შოუ-ბიზნესში დაბრუნებას. როგორ ცხოვრობს ამჟამად თათია და როგორია მისი ცხოვრების სტილი, ამ თემაზე თავად მომღერალი გვესაუბრება.

– დიდი ხანია, არ ჩანხარ ეკრანზე. რისი ბრალია შენი „გაუჩინარება“?

– ბევრ რამეს შეიძლება დავაბრალოთ, ჩემი ეკრანიდან „გაუჩინარება“. პირველ ყოვლისა ამისი მიზეზი პატარა ლაზარეა, რომელიც სამი თვის გახდა. დედობა ყველაზე ბედნიერი გრძნობაა. ასევე, ვმუშაობ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ქართული საზოგადოება მაინცდამაინც არ არის განებივრებული კონცერტებით, მაინც ვახერხებ ჩემს კოლეგებთან ერთად ამა თუ იმ ტურნეში მოგზაურობას. თბილისობაა თუ ახალი წელი, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩართული ვიყო კონცერტებში.

– ამ ეტაპზე როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– ამ ეტაპზე ძირითადად გადართულები ვართ პატარაზე. ღმერთის წყალობით, საკმაოდ მშვიდია. ოჯახში ყველა ვმუშაობთ და რიგრიგობით ვიტოვებთ ლაზარეს. „მცოცავი გრაფიკი“ გვაქვს (იცინის). ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ტელეეკრანს დავუბრუნდე – ჩემი საქმიანობა მომენატრა. გარკვეული ჩანაფიქრი მაქვს ამასთან დაკავშირებით და ვცდილობ განვახორციელო.

– რომელ ამპლუაში გრძნობ თავს ყველაზე კარგად: წარმატებული, საქმიანი ქალის თუ – დიასახლისის?

– მიმაჩნია, რომ შვილებს წარმატებული დედა უნდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან და ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს მოეწონება, რომ მის გვერდით იყოს წარმატებული ადამიანი. ვერ ვიტყვი, რომ კარიერისტი ვარ. ზომიერად ვანაწილებ დროს როგორც ოჯახზე, ასევე ჩემს საქმიანობაზე. მე რომ კარიერისტი ვიყო, ბევრად სხვანაირად დავგეგმავდი ყველაფერს.

– შენს უარყოფით თვისებად რა მიგაჩნია?

– ძალიან ჯიუტი ვარ. მიყვარს ყურადღება, მიყვარს, რომ, უბრალოდ, ჩემი აზრი განიხილებოდეს. შეიძლება, მცდარი იყოს, მაგრამ, უნდა განიხილებოდეს. ასევე, უნდა დამიმტკიცოს და დამისაბუთოს ადამიანმა, რატომ არის მცდარი. ხშირად უთქვამს ჩემს მეუღლეს, ძალიან ჯიუტი ხარო, მაგრამ, გულზე ხელი დაიდოს და თქვას, რომ მე ხანდახან დამთმობიც ვარ (იცინის). ძალიან მიყვარს ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა.

– შენც თუ ითვალისწინებ ხოლმე სხვის აზრს?

– რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად. არ მიყვარს, როცა ამბობენ – მე ასე მესმის და შენც ასევე უნდა გესმოდესო – ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. გასაგებია, რომ ეგ შენი დამოკიდებულებაა, მაგრამ, მეც მაქვს ამ საკითხთან ჩემი დამოკიდებულება, ამიტომ, იქნებ რაღაცნაირად ჩამოვყალიბდეთ?! ცხოვრებაში ყველას თავისი სიმართლე აქვს და, ასე თუ ვიარეთ, შედეგს ვერ მივაღწევთ.

– მხიარული ადამიანი ხარ თუ სერიოზული?

– ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა ხდება რაღაც ძალიან ქაოსური, გადარეული. მეც მაქვს ხოლმე მსგავსი პერიოდები. დაწყნარდი, ორი შვილის დედა ხარო, – მეუბნებიან ხოლმე (იცინის). არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ბოლომდე ვიხსნები. შეიძლება, გყავდეს ბევრი ნაცნობი, მაგრამ, მეგობარი რამდენიმეა, რომლებიც ყველაზე კარგად გიცნობენ. ყველასთან ვერ იქნები ისეთი, როგორიც ხარ გარკვეულ წრეში. ალბათ, ზომიერი ადამიანი უფრო ვარ – მხიარულიც და სერიოზულიც.

– სიურპრიზები თუ გიყვარს?

– როგორც ყველა ქალბატონს, მეც არ ვარ გამონაკლისი და მეც მიყვარს სიურპრიზები – ეს არის ყურადღება, რომელიც ყველას სიამოვნებს. ეს ისეთი რაღაცაა, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ხარ სასურველი, ენატრები, უყვარხარ.

– რას ვერ აპატიებ ადამიანს ვერასდროს?

– პირველ ყოვლისა ტყუილსა და უყურადღებობას. მე თვითონ არ ვარ ბუნებით უყურადღებო და სხვებისგანაც ვერ ავიტან ამას. ვითხოვ ელემენტარულ ყურადღებას. თუ რაღაც ასპექტში ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუგებთ, ერთად შორს ვერ წავალთ. ან ის იქნება წინ და მე – უკან, ან პირიქით.



– ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი რომ გქონდეს, რამეს შეცვლიდი?

– არაფერს არ შევცვლიდი, ალბათ იმიტომ, რომ, მიმაჩნია, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ესე იგი, უნდა მომხდარიყო. უბრალოდ, მომავალში, შეიძლება, უკეთესად გავაკეთო, მაგრამ, ის, რომ წარსულის შეცვლა მინდოდეს, ასე არ არის. თუ რაღაც არ მოგწონს, შეიძლება, ახლა გამოასწორო.

– შეცდომებზე სწავლობ?

– მიმაჩნია, რომ უნდა ისწავლო. მე ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ვისწავლო. ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი ყოველთვის ხდება და, ალბათ, იმიტომ, რომ ვცდილობ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიყვანო.

– ხშირად ნანობ?

– ხშირად არა, მაგრამ სინანული ალბათ ყველას გვაქვს. ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა რაღაც ისე არ გაუკეთებია როგორც უნდოდა. მე, საერთოდ, სრულყოფილების არ მჯერა – არ ვარ იდეალისტი. უნდა იცხოვრო დღევანდელი დღით. ყველა ადამიანს აქვს შანსი, საკუთარი ცხოვრება უკეთესი გახადოს.

– გაიხსენე შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი.

– ჩემს ცხოვრებაში ბედნიერების პერიოდები ძალიან ბევრჯერ იყო, თუნდაც, ჩემი ქორწილის დღე, ჩემი პატარების დაბადება. ჩემი შვილები ჩემი სუსტი წერტილია. ბედნიერებას ბევრი რამე შეიძლება განიჭებდეს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. მთავარია, ამის მიღება შეგეძლოს.

– რაც ეკრანიდან „გაუჩინარდი“ შენზე ჭორებმა, ალბათ, იკლო.

– მინდა, გითხრათ, არც მაშინ მესმოდა ცუდი ჭორები, როცა განსაკუთრებით „აქტუალური“ ვიყავი. ისეთი ჭორი, რომელსაც წყობიდან გამოვუყვანივარ არ მახსენდება. ალბათ ისე არ მიცხოვრია, რომ ისეთი ჭორი გამეგო ჩემს თავზე, რაც გულს მატკენდა.

– პროტესტი გამოგიცხადებია ვინმესთვის?

– საერთოდ, პროტესტანტული განწყობის ადამიანი არასდროს ვყოფილვარ (იცინის). ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მოხდეს, მაგრამ, ახლა არ მახსენდება შემთხვევა, რომ პროტესტი გამომეთქვას.

– გიყურებ და რომანტიკული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.

– ვცდილობ, რომ არ ვიყო, მაგრამ ვარ და რა ვქნა? (იცინის). ადრე უფრო რომანტიკული ვიყავი და დავფრინავდი (იცინის), ახლა ნელ-ნელა რეალიზმისკენ წამოვედი. თუმცა, შინაგანად მაინც რომანტიკული ვარ. ერთ-ერთი პოეტის ფრაზას მოვიყვან „ქალი გაზაფხულს არ თმობს“ და მეც არასოდეს არ დავთმობ (იცინის).


скачать dle 11.3