კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაკრა კედელს თათია მელუამ თამაშის მონაწილე ყმაწვილი მეგობრის დაბადების დღეზე და როგორ ეწამებოდა ოთხი წელი ცეკვაზე სიარულით ნანა დარასელი



ეს ერთი შეხედვით ნაზი და სიფრიფანა გოგნები - 22 წლის თათია მელუა და 21 წლის ნანა დარასელია, არც მეტი, არც ნაკლები, რადენიმე გზის მსოფლიო ჩემპიონები არიან კარატეში. ორივე ბავშვობიდან ოცნებოდა დაუფლებოდა სპორტის ამ სახეობას. თუ რატომ ეჩხუბებოდა მსაჯს ცხვირგატეხილი ნანა, როდის ხდება ის ‘შემაგინე და გესვრი~ და როგორ გაუმკლავდა თათია ლიფტში შეყოლილ ყაჩაღს, ამას ჩვენს ინტერვიუდან შეიტყობთ.



– როდესმე გიფიქრიათ, რომ კარატისტები გახდებოდით?

ნანა: ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი. მეორე კლასში ვიყავი, როდესაც სახლში გამოვთქვი სურვილი, რომ კარატეზე შევეყვანე, რაზეც მშობლებისგან სასტიკი უარი მივიღე. ამის შემდეგ მიმიყვანეს ცეკვაზე, ალბათ, იფიქრეს კარატე გადაავიწყდებაო. ასე ვეწამე ოთხი წელი (იცინის). უკვე მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც აღარავის აღარ ვკითხე და ჩემით შევედი კარატეზე. სახლიდან ისეთი შეთანხმებით გამიშვეს, რომ ვისწავლიდი მხოლოდ თავდაცვას და შეჯიბრებებზე არ გავიდოდი. მართლაც, პირველი წლების განმავლობაში ისე ვიღებდი შეჯიბრებებში მონაწილეობას, რომ არავის არაფერი გაუგია, მაგრამ შემდეგ უკვე აღარ შეიძლებოდა დამალვა, რადგან უცხოეთში მიწევდა სიარული. როგორც იქნა, ამაზეც დავითანხმე, თუმცა, გულის სიღრმეში იმედი ჰქონდათ, სკოლას როს დაამთავრებს, გაუვლისო, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა.

თათია: ახლა უკვე მეც გამიცნო ნანას ოჯახმა და დედამისი ამბობს ხოლმე, ერთი გადარეული არ მეყოფოდა, ახლა მეორე დამემატაო. (იცინის)

– თათია როგორ მოვიდა ამ სპორტში?

თათია: 7 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი უფროსი ძმა შეიყვანეს კარატეზე და მეც მიმაყოლეს. ერთი წელიწადში ჩემმა ძმამ დაანება კარატეს თავი, მე კი დავრჩი და დავრჩი. ახლა, კარატეს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

– ასეთი გარეგნობის გოგონებს თაყვანისმცემლები რომ არ ჰყავდეთ, წარმოუდგენელია. ხომ არ ფრთხებიან, როცა იგებენ, რომ კარატისტები ხართ, თანაც – საქართველოში საუკეათესო მონაცემებით?

თათია: ყოფილა ჩემს ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც თაყვანისმცემელს უთქვამს, რომ ჩემზე სერიოზულად ფიქრობდა, მაგრამ შემდეგ ვეღარ „გაუძლია“ და დაკარგულა. უნდა გაგვიგონ, რა ვქნათ, კარატე ჩვენი პროფესიაა. გოგონები რომ ვართ, ამაში ეს სპორტი ხელს არანაირად არ გვიშლის და, მგონი, არც გარეგნობაზე გვეტყობა.

– უბრალოდ, სხვებზე ცოტა უფრო ძლიაერი გოგნები ხართ.

ნანა: ჰო, ოდნავ (იცინის).

თათია: სიმართლეს, გეუბნებით, კარატეს ზედმეტად არ ვიყენებთ, ვცდილობთ, ვარჯიშიდან რომ გამოვალთ, თავი მაქსიმალურად შევიკავოთ და დავივიწყოთ, რომ კარატისტები ვართ.

– ყოველთვის გამოგდით?

თათია: ყოველთვის ვერა. (იცინის) ერთხელ მეგობართან ვიყავი დაბადების დღეზე და მაგიდის წევრები ერთ წრედ გავერთიანდით სათამაშოდ. არ ვიცი, ამ თამაშს რა ჰქვია, მანამდე არც მეთამაშა. ერთი სუფრის წევრი ჰკოცნის მეორე, მეორე – მესამეს, მესამე მეოთხეს კი არტყამს. ისე მოხდა, რომ მეოთხე მე ვიყავი, ამ თამაშის უცოდინარი და „დებიუტანტი“. მოტრიალდა ერთი ბიჭი, რომელმაც, მგონია, რომ დანარჩენებივით უნდა მაკოცოს, მან კი დამარტყა, რასაც არ ველოდი. ჰოდა, რა არის ინსტინქტი... რომ გავუქანე იმ ბიჭს - ავაკრი კედელზე (იცინის).

რამდენჯერ ყოფილა, სადმე წვეულებაზე ვსხედვართ და სუფრაზე ხმა გავადნილა, ეს გოგონა კარატისტიაო. ამის შემდეგ იწყება ტვინის ბურღვა – ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით... მაგიდასთან ზიხარ ქუსლიანი ფეხსაცმლითა და სიფრიფანა დეკოლტეთი და გთხოვენ, აბა, დატრიალდი ჰაერში და დაარტყმა გვიჩვენეო. ამ დროს ნერვები მეშლება, სახეზე ღიმილს მივიხატავ და დაძაბული ვზივარ.

ერთხელ ერთი ტიპი შემომყვა ლიფტში დაყაჩაღება უნდოდა. არ დავიბენი, ისეთი ვუთავაზე, ლიფტიდან გამოფრინდა. შემდეგ ავედი სახლში და ჩემს ძმას ვეჩხუბე, იმიტომ, რომ ღამის 12 საათი იყო და ამ დროს მაღაზიაში სულ მე მიშვებენ ხოლმე, აქაოდა, კარატისტიაო (იცინის).

ნანა: მეც დავიღალე ღამღამობით მაღაზიაში სიარულით. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, აქაც სულ პრობლემები მაქვს – ფრთხებიან, როცა იგებენ, რომ კარატისტი ვარ. არ უნდათ, რომ თავისზე ძლიერი მეორე ნახევარი ჰყავდეთ... (იცინის).

– თქვენც, ადექით და თქვენზე ძლიერი მონახეთ.

ნანა: სწორედ მაგას ვაპირებთ (იცინის).

– გუნდში რამდენი გოგო ხართ?

თათია: საქართველოში არიან კარატისტი გოგონები, მაგრამ ჩვენს გუნდში 50 წევრიდან - სამნი ვართ. მესამე გოგონა ჯერ პატარაა. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი კლუბი, ‘ალიგატორი~, ერთ-ერთი უძლიერესია საქართველოში. ჩვენი კლუბის წევრი, გოგიტა არქანია, შარშან მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულში შევიდა.

– ალბათ, ბევრ რამეში ჰგავხართ ერთმანეთს, იმდენ დროს ატარებთ ერთად შენ და ნანა

თათია: ჩვენ, შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე, სადაც მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ, დავმალო, კარატისტი რომ ვარ. იმიტომ კი არა, რომ მრცხვენია ამის, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტი კითხვებისაგან დავიცვა თავი, თორემ დაიწყებენ ხოლმე: „შვიდ კაცს გალახავ?“ – და ამ ხასიათის შეკთხვებს... ნანა - პირიქითაა.

– დაცვის მიზნით არ მოუმართავთ?

ნანა: სერიოზულად, რა თქმა უნდა არა. ხანდახან, ჩვენი მეგობარი გოგონები რომ თაყვანისმცემლებზე გაბრაზდებიან თავიანთ, ყოველთვის ჩვენით ემუქრებიან ხოლმე.

– გოგონებო, ამ ზაფხულში 2 მნიშვნელოვანი შეჯიბრება გქონდათ. რა შეჯიბრებები იყო და როგორი შედეგებით დაბრუნდით საქართველოში?

თათია: 19-დან 21 ივნისის ჩათვლით ოდესაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კარატეს ერთ-ერთ მიმართულებაში – ‘ვუკფში~. მასში მონაწილეობის მისაღებად სრულიად მარტონი გავემგზავრეთ მე და ნანა. პირველ დღეს გაიმართა გუნდური შეხვედრები, სადაც აუცილებელი იყო თითო მხრიდან სამ ადამიანს მიეღო მონაწილეობა. ჩვენ კი ორნი ვიყავით. მიუხედავად ამისა, შევძელით, ფინალში გავსულიყავით. მომლოცავიც არავინ გვყავდა, ჩვენ თვითონ ვულოცავდით ერთმანეთს. მოულოდნელად დაგვიძახეს და მოგვხსნეს, იმ მიზეით, რომ, დებულების თანახმად, სამნი უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ პროტესტის დამწერიც არავინ გვახლდა. თვითონ კი ამის უფლება არ გვქონდა, თორემ, საერთოდ მოვგვხსნიდნენ შეჯიბრებიდან. დავსხედით ორივენი ტატამზე და დავიწყეთ ტირილი. 15 წუთი ვერ აგვაყენეს ადგილიდან.

ნანა: სამაგიოეროდ, მეორე დღეს გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც თათიამ, თავის წონით კატეგორიაში (55კილოგრამამდე) აიღო პირველი ადგილი.

თათია: ამის შემდეგ გაიმართა ‘საუკეთესოთა შორის საუკეთესოთა~ ფინალი და იქაც მოვიპოვე ოქროს მედალი, ანუ, უკვე ორი ოქრო მჰქონდა.

ნანა: უფრო მძიმე წონით კატეგორიაში გამოვედი (+60, ანუ სამოციდან – ზემოთ). სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ნახევარ ფინალში გადასვლამდე შევხვდი რუს სპორტსმენს, რომელსაც ვუგებდი, მაგრამ არ დამცალდა, რადგან ტრამვა მივიღე – ცხვირი მომტყდა (იცინის).

თათია: ნანა რომ უგებდა, ის რუსი მართლა მაგრად გამწარდა...

ნანა: ის კი მოხსნეს შეჯიბრებიდან, მაგრამ მეც აღარ მომცა ექიმმა მონაწილეობის გაგრძელების უფლება. ამიტომ დავჯერდი მესამე ადგილს.

თათია: ნანას გამოსვლას ვიღებდი კიდეც და პარალელურად, ვამხნევებდი და ვგულშემატკივრობდი. უცებ, ვხედავ, წაიქცა და ცხვირიდან თქრიალით წამოუვიდა სისხლი. ხომ გახსოვთ – „შემაგინე და გესვრიო“, ზუსტად ისეთი პიროვნებაა ნანა. ისე ძალიან გამწარდა, მსაჯს უყვიროდა, გავაგრძემებ ბრძოლასო, მაგრამ, რადგან ექიმი წინააღმდეგი იყო, ამის უფლებას არავინ მისცემდა.

– ამის შემდეგ კიდევ ერთი გამარჯვება იგემეთ...

თათია: ზუსტად ერთი თვის თავზე წავედით ათენში. რვა სპორტსმენი ვიყავით საქართველოს ნაკრებიდან. ჩვენი დელეგაციის ხემძღვანელი იყო ზურაბ ლეჟავა, მეშვიდე დანის მფლობელი. ძალიან კარგი პიროვნება და ქართული კარატეს ცოცხალი ლეგენდაა. მისი შემოტანილია კარატე საქართველოში. შეჯიბრებაში 64 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, ყველაზე მცირე შემადგენლობით ჩვენ ვიყავით ჩასულები და ავიღეთ 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლები. კონკრეტულად მე და ნანა, ინგა შეროზიასთან ერთად, ვიყავით გუნდურ კუმიტეში და ფინალში დავამარცხეთ იაპონელები. სამივე მოწინააღმდეგე ჩვენი ნახევარი იყო სიმაღლეში. (იცინის). სხვათა შორის, კარგი გოგონები იყვნენ, მოვიდნენ, მოგვილოცეს წარმატება.

ნანა: ბედნიერებისაგან დავფრინავდით. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ინდივიდუალურ კატეგორიაში თათია იაპონელს შეხვდა. თათიამ ერთი წლის წინ დაამთავრა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი იაპონური ენის განხრით. მწრთვნელი რომ ჰკარნახობდა, თუ როგორ მოქცეულიყო მოწინააღმდეგე, თათიას ყველაფერი ესმოდა. ამიტომ, სანამ ის თავს დაესხმებოდა, ეს უკვე მომზადებული იყო და შემდეგი შეტევა ჰქონდა გონებაში მოხაზული.

თათია: გამარჯვების შემდეგ მივედი ჩემს იაპონელ მოწინააღმდეგესთან და მის მწრთვნელთან და მათ მშობლიურ ენაზე ვუსურვე წარმატებები... ჯერ გაშტერდრნენ მოულოდნელობისგან, მერე კი ძალიან ბევრი იცინეს.

– ქართველ სპორტსმენებს შორის თქვენნაირი შედეგი კიდევ ვის აქვს?

ნანა: საქართველოში, უფროსებს შორის, ანუ 18 წლიდან ზემოთ, ჩვენნაირი შედეგები ჯერ არავის ჰქონია.

– თათიას პროფესია შევიტყვეთ, ნანა, შენ რით ხართ დაკავებული კარატეს გარდა?

ნანა: მე მომავალი ეკონომისტი ვარ, ამჟამად მეოთხეკურსელი.

– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

ნანა: სექტემბრის დასწყისში მივდივართ რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე. ხვალიდან გვეწყება შეკრება წყნეთში. ჩვემი მწრთვენელი აზერბაიჯანელია, გვარად შაბანოვი. ერთი წელია, რაც ის ჩამოვიდა ჩვენს კლუბში მოწვევით და ამ ხნის განმავლობაში ჩვენი შედეგები ორმაგად გაიზარდა, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენს მწვრთნელსა და მთლიანად კლუბის ხელმძღვანელობას.

– ვინ მიგაჩნიათ კონკურენტად?

თათია: უძლიერესი სპორტსმენები ჰყავს თუნდაც რუსეთს, თურქეთს, ევროპის ქვეყნებს, ოაპონიას... ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველას თანაბარი შანსები აქვს, იქ სუსტი ვერ მოხვდება.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3