კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დრაის ვან ნოტენის ახალი კოლექცია სტილის „აჯაფსანდლად“ გადაიქცა

ფროიდის ზოგადსაკაცობრიო კითხვა – რა სურთ ქალებს? ამ სეზონის მოდური ტენდენციებისა და კოლექციების დროს სულ ჰაერში ტრიალებდა. ზოგიერთმა დიზაინერმა კი ამ კითხვას ცოტა სასაცილო, ზედაპირული, ოდნავ ირონიული პასუხიც კი გასცა. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ქალებს გვსურს, თავი კომფორტულად ყოველდღიურ, „ქეჟუალ“, სამოსში ვიგრძნოთ, რომელიც, იმავდროულად, რესპექტაბელურიც იქნება საქმიან ურთიერთობებში, ასევე ოდნავ აგრესიული, სექსუალური და თან, საოცრად ქალური. არიან დიზაინერები, რომლებიც რეკლამირებითა და ჩვენებებით გარკვეულ ილუზიას გვიქმნიან, თითქოს ეს ყველაფერი შეიძლება, ერთ კოსტიუმში გაერთიანდეს და „გვაიძულებენ“ ის ვიყიდოთ. ერთი სიტყვით, ხელი უნდა გავუწოდოთ და ჩავიხუტოთ დრაის ვან ნოტენი, რომელმაც ამ ყველაფრის გაერთიანება შეძლო, მიუხედავად წინააღმდეგობრივი ხასიათებისა.

დრაის ვან ნოტენი – ეს იყო ჩვენება-აჯაფსანდალი! ამდენი სტილისა და დამოკიდებულების არევა ერთმანეთში, ამ სეზონის არც ერთ კოლექციაში არ მინახავს. ის საერთოდ არ ემორჩილებოდა არც ერთ ტენდენციას, ან ყველა ტენდენციას ერგებოდა – გააჩნია, როგორ შევხედავთ. დიზაინერმა წარმოადგინა მკაცრი, მამაკაცური სტილის ქურთუკები და შარვლები, რომელიც კარგად „გარეცხილი“, გახამებული სამხედრო ქსოვილისგან გახლდათ შეკერილი; ორმოცდაათიანი და სამოციანი წლების ლამაზი, ამერიკელი დიასახლისების განიერი, კოკეტური ქვედაკაბები; ლამაზი, ფერადი, ნაზი სვიტერები. ეს „ინგრედიენტები“ ბუნებრივად იყო ერთმანეთთან შეხამებული. ის თავისუფლად სატარებელი და იოლი მოსახდენია. თითქმის ყველა სილუეტში ერთმანეთთან შერწმული იყო – რაღაც ძალიან დიდებული და ძალიან „ქუჩური“. სამხედრო სტილის, ხაკისფერსახელოებიანი, სადა ქურთუკები და პიჯაკები თხელ, კოჭთან დაწვრილებულ შარვლებზე ყოველდღიური სტილის ლამაზ ანსამბლს ქმნიდა. ხაკისფერი, გახამებული ქსოვილისგან შექმნილი განიერი ქვედაკაბა – მუხლს ოდნავ ქვემოთ ლამაზად ესადაგებოდა შავ, ძალიან ნაზ სვიტერს და თხელ რომანტიკულ ტყავის ხელთათმანებს თითქმის იდაყვებამდე. ეს რომ პოდიუმზე არ მენახა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი ხელთათმანებისა და ქვედაკაბის შეხამება საერთოდ შესაძლებელი იყო.

სამხედრო ქსოვილთან ერთად, დიზაინერს დიდი რაოდენობით ჰქონდა გამოყენებული ვეფხვისებური ქსოვილი. მოდელები ლეოპარდის ბლუზებსა და შარვლებში ძალიან თავისუფლად გრძნობდნენ თავს და ყოველგვარი ვულგარულობის გარეშე, საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდნენ. საინტერესო იყო ხაკისფერისა და ლურჯის შეხამება. დრაის ვან ნოტენმა წარმოადგინა როგორც კოჭთან მომდგარი, ისე საკმაოდ განიერი, კლასიკური სტილის შარვლები. ლურჯ განიერ შარვალთან, იდეალურად იყო შეხამებული ხაკისფერი, თხელი შალის ჟილეტი, რომელიც უფრო უსახელო პალტოს ჰგავდა სიგრძითა და სილუეტით. სადა, მაგრამ ძალიან სექსუალური ბლუზების გვერდით, წარმოდგენილი იყო განიერი, თავისუფალი, სადა ზედატანები – კლასიკურ ქუჩურ სტილში.

რაც შეეხება საღამოს ჩაცმულობას, დრაის ვან ნოტენმა ეს მიმართულება წარმოადგინა შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილი, ყვავილებიან-ფოთლებიანი ქსოვილით შეკერილი. სულ რამდენიმე თხელი, დახურული კაბით. ასევე, შეგვიძლია, საღამოს „კაბად“ მივიჩნიოთ, გრძელი აბრეშუმის იასამნისფერი ქვედაკაბა, რომელიც საოცრად იყო შეხამებული ხაკისფერ მოკლესახელოებიან მაისურთან.


скачать dle 11.3