კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაწერს თუ არა დათო ხუჯაძე ქეთა თოფურიასთან დუეტს

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დათო ხუჯაძე რუსული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი პოპულარული და რეიტინგული სახეა. მისი სიმღერები და ვიდეოკლიპები სხვადასხვა ტოპ-ათეულის ლიდერია და შესაბამისად, მომღერალზე მოთხოვნაც დიდია. დათო აქტიურად მუშაობს და მსმენელს ხშირად სთავაზობს ახალ პროდუქტს.

– ბოლო დროს ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელე, ერთ-ერთი სოლო კონცერტი იყო.

– ერევნის სახელმწიფო ფილარმონიაში კონცერტის ჩატარება შემომთავაზეს. კონცერტი ჩავატარეთ, რომელიც სომხეთის ცენტრალურმა არხმა გადაიღო.

– მართალია, წარმატებულ მომღერლად ითვლები, მაგრამ უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ შეგვექმნას, რა რეიტინგი აქვს დღეს დათო ხუჯაძეს რუსულ შოუ-ბიზნესში?

– ჩემს რეიტინგზე ის ციფრები მიუთითებს, რომელიც თან ახლავს ჩემი ვიდეოკლიპების მნახველთა რაოდენობას ინტერნეტსივრცეში და ასევე ის ქვეყნები, რომელთა არხებზეც ჩემი კლიპები ტრიალებს.

– ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეოკლიპი გადაიღე, რომელიც მართლაც არ ჰგავს სხვებს და საკმაოდ ორიგინალურია.

– არ მინდა ვთქვა, რომ ეს ორიგინალური ნამუშევარია. ჩემი აზრით, ეს პროფესიონალურად გადაღებული ვიდეოკლიპია. ხოლო რაც შეეხება ორიგინალურ ნამუშევარს, ჩემი აზრით, ეს არის კლიპი სიმღერაზე „მახინჯი ვარ”. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კლიპში დაცულია ყველა ის კანონი, რომელიც თან ახლავს თანამედროვე შოუ-ბიზნესსა და კომერციას.

– წინა ინტერვიუებში არაერთხელ გითქვამს, რომ ბიზნესი გაქვს, რომელიც ისევ და ისევ შოუ-ბიზნესს უკავშირდება. როგორ მიდის საქმე?

– ყველაფერი კარგად მიდის, ბედს ნამდვილად არ ვუჩივი.

– დამყოლი ადამიანია დათო ხუჯაძე? ანუ, ყოველთვის ეთანხმები შენს პროდიუსერს, რომელიც წლებია, გვერდში გიდგას?

– ჩემი დამოკიდებულება გამომდინარეობს იქიდან თუ რამდენად საღად აზროვნებს ესა თუ ის ადამიანი. რაც შეეხება ჩემს პროდიუსერს, უმეტეს შემთხვევაში, ჩემი და გელა გოგოხიას აზრი ერთმანეთს ემთხვევა და ამიტომაც ამდენი წლის განმავლობაში სრულყოფილად ვმუშაობთ.

– როგორ ფიქრობ, რა არის შენი წარმატების მთავარი მიზეზი?

– ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი ის არის, რომ მე პირნათლად ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.

– რა ასაკის მსმენელი გყავს?

– გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს კონცერტებზე ყველა ასაკის ადამიანს ვხედავ, კონკრეტულად, რომელიმე ასაკის მსმენელს ვერ გამოვარჩევ.

– მართალია, რომ ქეთა თოფურიასთან ერთად გეგმავ დუეტის ჩაწერას?

– არ ვიცი, ეს თქვენგან მესმის პირველად.

– რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიდან ყვითელი პრესის ფურცლებზე ბევრი მომღერალი და ცნობილი ადამიანი დაუფიქსირებიათ. მართალია, ეს ყველაფერი ხალხს ძალიან აინტერესებს, მაგრამ მომღერლებსა და ცნობილ ადამიანებს – ნაკლებად, რადგან ეს მათი პირადი ცხოვრებაა. შენ თითქმის არასდროს აღმოჩენილხარ მათი მსხვერპლი. თავის დაცვას როგორ ახერხებ?

– ჩემი აზრით, ვინც ყვითელ პრესაში ხვდება, თვითონვე დგამს ისეთ ნაბიჯს, რომ იქ მოხვდეს და ყურადღება მიიპყროს. ჩემი მიზანი კი ეს ნამდვილად არ არის.

– როგორ ფიქრობ, ბედი ხშირად გწყალობს, თუ მხოლოდ დიდი შრომის შედეგია შენი წარმატება?

– არ მინდა, ბედს ვაწყენინო, მაგრამ ის ყველაფერი ერთი მეორეს ავსებს და წარმატება ასე მოდის.

– მართალია კლიპი სულ ცოტა ხნის წინ გადაიღე, მაგრამ ისეთ ტემპში მუშაობ, მაინც გკითხავ – ახლო მომავალში ხომ არ გეგმავ ახალი ვიდეოს გადაღებას?

– რა თქმა უნდა, ამაზე მე და გელას (პროდიუსერს) გვაქვს საუბარი, რადგან ამჟამად მზადებაშია ახალი სიმღერა, რომელიც სტილისტურად იმ ჟანრში ზის, რომელზეც ბოლო პერიოდი ვმუშაობ. იმედი მაქვს, ახალ კლიპზე, ახალ წლამდე დაიწყება მუშაობა.

– საქართველოში თუ გეგმავ კონცერტის ჩატარებას?

– მე კონცერტის ჩატარებას არასდროს ვგეგმავ. თუ არის საინტერესო კომერციული შემოთავაზება, მაშინ ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ.


скачать dle 11.3