კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“სეზონმა„ მოლოდინი გაამართლა

11 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ დაგვიანებული პრემიერა გაიმართა. ამის მიზეზებზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა მედიის საშუალებით, ამიტომ, პირდაპირ ფილმზე ვისაუბრებ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად რეჟისორის ასაკისა (დათო ბორჩხაძე ჯერ მხოლოდ 26 წლისაა), ფილმი, პროფესიული თვალსაზრისით, მაღალ დონეზეა შესრულებული და, შეიძლება ითქვას, ძალიან სერიოზული ნამუშევარია. არ მინდა, მხოლოდ ქება გამომივიდეს, მაგრამ ბიჭებმა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთია პროფესიით მსახიობი, არაჩვეულებრივად შეასრულეს თავიანთი როლები. ასევე, ძალიან მაღალი დონისაა მხატვრობა და გრიმი. ფილმის შინაარსს, რა თქმა უნდა, არ მოვყვები, დავტოვოთ ინტრიგა, მაგრამ, ერთს გეტყვით: ფილმმა აშკარად გამიჩინა საფიქრალი. შესაძლოა, არა ისეთ მარადიულ და ღრმა თემებზე, როგორსაც მიჩვეულები ვართ, და, რაც, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე ქართულ კინოში ძალიან ცუდადაა გადმოცემული, არამედ, იმაზე, თუ რა ხდებოდა ეკრანზე ორი საათის განმავლობაში, რა მინიშნებები იყო ჩადებული ფილმის დასაწყისში, რომელსაც მხოლოდ ფინალის შემდეგ იაზრებ. კითხვა ბევრი იყო: რატომ ვერ გამოდიოდა ოთხი მეგობარი ცარიელი ქალაქიდან? რატომ მოერგო ამ სიტუაციას ზოგიერთი მათგანი და არც კი ცდილობდა, ამ „მოჯადოებული წრიდან“ თავის დაღწევას? უნდა ითქვას, რომ ფილმის ყურებისას გგონია, რამდენიმე მომენტი თითქოს გაწელილია და ცოტათი გბეზრდება კიდეც, მაგრამ, ფინალის შემდეგ ამის მიზეზებსაც ხვდები. ერთი სიტყვით, „სეზონი“ შედგა, თუნდაც იმიტომ, რომ პრემიერიდან გამოსულმა რამდენიმე მეგობარმა ფილმზე მსჯელობისას კინაღამ ვიჩხუბეთ!


скачать dle 11.3