კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დადიოდა სალომე ბაკურაძე გაგანია მზეში ანთებული ფარებით და როგორ მიუხვდა ბებო შვილიშვილის “დასაზვერად„ მისულ სადაქალოს ოინს

მომღერალი სალომე ბაკურაძე ის ადამიანია, ვისთან ურთიერთობაც ენერგიით, სითბოთი და სიხალისით გავსებს. ერთი სიტყვით, სალომე ძალიან მეგობრული და კარგი ადამიანია. როგორც თავად ამბობს, მისთვის მეგობრობა და ახლობლებთან სუფთა ურთიერთობა ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. არც პირველი დათრობა ავიწყდება, არც მისი ორიგინალური გაქურდვა და არც ბავშვურ ასაკში ჩადენილი „მაღვალაკობა“. ის ძალიან ენაწყლიანი და მხიარული რესპონდენტია. არც თავს გადახდენილი ამბების გახსენება უჭირს და არც არაფერს მალავს.

სალომე ბაკურაძე: ყველა ხალისობს ჩემს კურიოზებზე. ისეთი სასაცილო რამეები მემართება, ამ ამბებზე დღესაც ვხალისობ. თუმცა, გამოუვალი სიტუაცია ჩემთვის არ არსებობს. ასე რომ, „პრიკოლი“ სიტუაციები ჩემთვის უცხო არ არის და ასეთი უამრავი ისტორია მაქვს მოსაყოლი. კიდევ კარგი, ღმერთმა იუმორის გრძნობით დამაჯილდოვა და უხერხულ, კურიოზულ თუ სასაცილო სიტუაციებში არ „ვიგრუზები“. ბავშვობიდან ხალისიანი ვარ. არ დამავიწყდება, სკოლაში „მესემიჩკეს“ მეძახდნენ და, იცით, რატომ?

– არ ვიცი.

– იმიტომ რომ, ისეთი შარვალი მეცვა, რომელსაც ბევრი და დიდი ჯიბე ჰქონდა. მთელი სკოლის ბავშვების მზესუმზირა მეყარა შარვლის ჯიბეებში და თან დანიშნული ჰქონდათ (იცინის). ზარი რომ დაირეკებოდა და დასვენებაზე დერეფანში გამოვიდოდი, მომცვივდებოდნენ და ამბობდნენ, ქვედა ჯიბეში ჩემი ოცი თეთრის ყრია, ზედა ჯიბეში – ჩემი ათი თეთრისო. ახლა „ვკაიფობ“ ხოლმე, ბიზნესის ნიჭი რომ არ მქონდა, თორემ, გამეყიდა, არ ვიქნებოდი ახლა მილიონერი-მეთქი? (იცინის).

– ესე იგი, დიდი მაღვალაკი ბავშვი იყავი?

– ასე გამოდის (იცინის). თან, ბედიც მწყალობდა – სიმაღლე არ მიწყობდა ხელს, რომ კლასში უკანა მერხზე ვმჯდარიყავი, მაგრამ, ისეთი თმა მქონდა, წინ რომ დავჯდებოდი, ბავშვები წუწუნებდნენ, დაფას ვეღარ ვხედავთ და უკან გადასვით ბაკურაძეო. მეც მეტი რა მინდოდა, უკან უფრო მეტს არ ვიხალისებდი და ვიმაღვალაკებდი? „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ რომ ამბობენ, ასე მემართებოდა. (იცინის).

– ამბობ, ბედი მწყალობსო. არადა, ისე ორიგინალურად გაგქურდეს, ეს ისტორია რომ მითხრეს შენმა მეგობრებმა, არ გეწყინოს და, იმის მაგივრად, შევწუხებულიყავი, მაგრად ვიცინე.

– რა უნდა მეწყინოს, თქვენ კი არა, მეც ბევრი ვიცინე ამ ამბავზე. ჩემი გაქურდვის ისტორია მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დამიჯერეთ, ასეთი რამ მარტო მე დამემართებოდა. მართალია, არაერთხელ გაგვქურდეს, მაგრამ, ბოლო გაქურდვა ისეთი აღმოჩნდა, ნუ იტყვით. მოკლედ, საღამოს წამოვწექი და თან მეგობარს ვემესიჯებოდი. ჩამეძინა და მობილური ხელში ჩამრჩა. შემოვიდნენ ქურდები და ისე ამართვეს ეს მობილური ხელიდან, არც კი გამიგია. მერე, მეუბნებოდნენ, კიდევ კარგი, მობილური წაიღეს და შენც არ გაგაყოლეს ხელს, თორემ, ვერც კი გაიგებდი, ისე გაგიტანდნენ სახლიდანო (იცინის). ჩემი გატანა ასე ადვილია, რო?! ეტყობა, იფიქრეს, ეს მძიმეაო და ტელეფონი ამიტომ ამართვეს. ასე გადავრჩი ჩემი წონის წყალობით, ქურდების ხელის გაყოლებას (იცინის).

– ბევრი მეგობარი გყავს და მათთვის თუ ჩაგიდენია „საგმირო საქმე“?

– როგორ არა. არ დამავიწყდება, ერთმა ჩემმა მეგობარმა გოგონამ ტელეფონით გაიცნო ერთი ბიჭი. ინტერესით ვკვდებოდით დაქალები –გვინდოდა, გაგვეგო, ვინ იყო. მაგრამ, ჩვენი გაუგებარი რა არის? ჰოდა, გავიგეთ მისამართი, დავიჭირეთ ხელში ფურცლები და მივადექით სახლში.

– ფურცლები რაღად გინდოდათ?

– რად გვინდოდა და, აბა, ხომ არ ვეტყოდით, გამარჯობა, შენს შესაფასებლად მოვედით გადაპრანჭული გოგონებიო. მოკლედ, დავრეკეთ ზარი და კარი ბებომ გაგვიღო. ვუთხარით: გამარჯობა, ქალბატონო ბებია, ჩვენ დასაქმების სამსახურიდან გახლავართ, სააგენტოს მუშაკები და, თუ ოჯახში ბიჭი გყავთ, დავეხმარებით დასაქმებაშიო. ჩაეცინა. შეგვიპატიჟა სახლში და მაგიდასთან დავსხედით. გაგვიშალა სუფრა: მოგვართვა ყავა, ჩაი და თან იმ ბიჭის, ანუ შვილიშვილის ფოტოებიც მოაყოლა. ვეცით სურათებს და დავაჭყიტეთ თვალები.

– ბებო ვერ მიხვდა თქვენს ოინს?

– როგორ ვერ მიხვდა. მეორე დღეს იმ ბიჭმა ჩვენს დაქალს დაურეკა, შენი მეგობრები ყოფილან ჩემთან, ბებიაჩემი კი მიხვდა, მაგრამ, არ შეიმჩნია, ჰა, როგორ მოვეწონე, აბა, მითხარიო (იცინის). წარმოიდგინეთ, ჩვენზე მაგარი მიხვედრილი ის ბებო აღმოჩნდა. ისეთები ვუყურებდით იმ ბიჭის სურათებს, რას გამოვაპარებდით. ჩემი მეგობრების მშობლებთან ვმეგობრობ და, თუ რამე აინტერესებთ, მე მირეკავენ ხოლმე, მთხოვენ, ჩვენს შვილს ასე უთხარი, ჭკუა დაარიგე, დაანახვე რეალობაო და მეც ვცდილობ. დედაჩემი კი დამცინის ჭკუა შენ არ გაქვს და სხვა როგორ უნდა მოიყვანო ჭკუაზე, ერთი ეს გამაგებინაო (იცინის).

– სალომე, როცა ალკოჰოლს სვამ, არ ტრიალებს დედამიწა ციბრუტივით? თუ, პირიქით, დრო ნელა მიდის და ყველაფერი ნაცრისფერი ხდება?

– საერთოდ, სასმელს ვერიდები, მაგრამ, სადაქალოსთან დალევაც „მოსულა“ და მერე „კაიფებიც“. დალევას იმიტომ ვერიდები, რომ მერე ვეშვები, აგრესია იმატებს ჩემში და ნერვები უაზრობაზეც კი მეშლება. ერთი სიტყვით, ჩემი დალევა არ ღირს (იცინის). პირველად ჩემი ნებით არ დამილევია. მთხოვეს, დალიე, დალიეო. მეც დავლიე და მერე მთელი საღამო მეხვეწებოდნენ, აღარ დალიო, აღარ დალიოო (იცინის). ერთი ჭიქის მერე ისეთ ხასიათზე დავდექი, მტრისას. აი, დალევის პროცესი კი მიყვარს, მაგრამ, შედეგები აღარ მსიამოვნებს (იცინის). ერთხელ, თანაკლასელებთან დავლიე ერთად შავი ღვინო. ისეთი გემრიელი იყო, კანფეტივით წავიდა. სახლამდე ხომ ძლივს მივედი, „ბუინის“ ხასიათზე ხომ ვიყავი, ხომ გამოვიჭირე ბებიაჩემი და კინაღამ გადავრიე: შემოვირტყი დოინჯი და ავუშარდი, გინდა თუ არა, ხომ იცოდი, უნდა მოვსულიყავი და რატომ არ დამახვედრე გამომცხვარი მჭადი-მეთქი. გადაირია ბებიაჩემი, თავში ხელი შემოირტყა: ახლა ამან რომ სმა დაიწყოს და ასეთ ხასიათზე მოვიდეს ყოველდღე სახლში, ამას რა ნერვი და მჭადის ფქვილი გაუძლებსო (იცინის). დედამიწის აჩქარებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, დრო რომ ჩერდება ჩემთვის სასმლის მერე, ეს ფაქტია. თუ ხუთი წუთი მინდა სახლამდე მისასვლელად, რომ დავლევ, მგონი ხუთი საათის სავალს გავდივარ. რა ვქნა, სასმელი ჩემთვის დროს ჭიმავს და თან ჩემი შენელება იქნება?! (იცინის). თანაც ნახევარ ჭიქაში უკვე ნასვამი ვარ, ერთ ჭიქაში კი – მთვრალი და მკვდარი და, ღირს ჩემი დალევა? ერთხელ მანქანით მოვდივარ და პატრულმა გამაჩერა. არადა, არც ნასვამი ვიყავი და არც მოძრაობის წესები დამირღვევია. გინდა თუ არა, უნდა დაგაჯარიმოთო. გადავირიე – კაცო, არც წესები დამირღვევია, არც ნასვამი ვარ და რატომ მაჯარიმებთ, გამაგებინეთ-მეთქი. გაეცინათ: თვითონ თუ ანათებ ღამით, არ ვიცით და, ამ სიბნელეში ჩამქრალი ფარებით რომ „ებერები“, რა წესიაო. დამაჯარიმეს და იმ დღის შემდეგ, ისე გავმწარდი, დღისითაც კი ანთებული ფარებით დავდიოდი. ახლა ვხვდები, მართლები იყვნენ, მაგრამ, მეც ხომ უნდა გამომეხატა ჩემი იმერული კუდაბზიკობა! ჰოდა გაგანია მზეში, სათვალეც მეკეთა და ჩემი მანქანის ფარებიც ბრდღვრიალებდა. (იცინის).

– მოდი, ის ამბავიც გაიხსენე, იეღოველებს რომ გიჟი ეგონე და თავქუდმოგლეჯილები გააქციე.

– ამ ამბავზე დღესაც ვიცინი. მოკლედ, ტაქსის გაჩერება მინდოდა – მაშინ მანქანა არ მყავდა. ვდგავარ გაჩერებაზე და, გავიხედე, ქალი და გოგონა მოდიან ჩემკენ. აშკარად ვერ ვიცანი, მაგრამ, ისე თბილად მიღიმოდნენ, ვიფიქრე, ეტყობა მიცნეს, ჩემი თაყვანისმცემლები არიან, ახლა მოვლენ და მეტყვიან: „სალომე, შენი ფანები ვართ, როგორ გვიყვარხარ, ავტოგრაფს ხომ ვერ მოგვცემ“... და რავიცი, ერთ წუთში, ათასი ასეთი რამე გავიფიქრე. მეც ვუღიმი და თან ტექსტს ვაწყობ ტვინში: მადლობა, მეც მიყვარხართ... თქვენთვის ვმღერი... თქვენ სტიმულს მაძლევთ, სცენაზე რომ ვდგავარ... თქვენთვის ვიხარჯები... და ასე შემდეგ. კარგად რომ მომიახლოვდნენ, დაიწყეს ორ ხმაში: „გოგონა, გინდათ, გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე?“ და, აი, აქ „გავჭედე“. (იცინის). მივხვდი, იეღოველები იყვნენ, ამიტყდა ისტერიკული სიცილი; ჩავიცუცქე და ისე ვიცინოდი, ფეხზე რომ ვეღარ ვდგებოდი. იმ საწყლებს გიჟი ვეგონე და ისე გარბოდნენ, თავისი ჭეშმარიტი ღმერთიც რომ ვერ დაეწეოდათ (იცინის). მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა, ვერ მიხვდნენ, რა მოხდა – ან მე რა მაცინებდა ასე ისტერიკულად, ან ის ქალი და გოგო სად გარბოდნენ ასე თავქუდმოგლეჯილი. აი, ასე დაგიფრთხეთ შუა ქუჩაში „ჭეშმარიტი მოძღვრების“ თაყვანისმცემლები. ერთხელ კი, ახალი ნაყიდი მყავს მანქანა, გავაჩერე, კარი გავაღე, რომ გადმოვიდე და იქვე მდგარმა გოგონამ ისეთი ისტერიკული ყვირილი ატეხა, ფერი წამივიდა – ვიფიქრე, ეტყობა, ფეხზე გადავუარე და დავიღუპე-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ... თურმე, მიცნო და სიხარულისგან იყვირა. მე კი გადამრია და... (იცინის).


скачать dle 11.3