კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ იცის ზურა ჟღენტმა წინასწარ, რა მოხდება მის ცხოვრებაში და რატომ იყო მასზე ძებნა გამოცხადებული

სერიალი „გოგონა გარეუბნიდან“ არცთუ ისე დიდი ხანია, დაიწყო და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მაყურებელში. ამ სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი – მერაბი, იგივე ზურა ჟღენტი, ისეთივე საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, როგორიც მისი გმირია. როგორია მისი ცხოვრების სტილი და რა სასაცილო სიტუაციები ხდება ხოლმე სერიალის კადრს მიღმა, ამ თემებზე თავად ზურა ჟღენტი გვესაუბრება.

– როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– პროფესიიდან გამომდინარე, აქტიურად ვცხოვრობ, თუმცა, არის მომენტები, როცა შედარებით პასიურად მიდის ჩემი ცხოვრება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ორი კვირის განმავლობაში ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ ჩემზე ოფიციალურად იყო გამოცხადებული ძებნა. ახლა კი, თითქმის არაფერი აღარ ხდება, მოკლედ, წინასწარ ვერ განსაზღვრავ...

– ესე იგი, ჩვეულებრივი რეჟიმით არ ცხოვრობ?

– წინასწარ არასდროს ვიცი, ხვალ რა იქნება. უმეტეს შემთხვევაში, წინა დღეს ვიგებ ხოლმე, ან – ერთი კვირით ადრე. ჩემი ყველა დღე განსხვავებულია ერთმანეთისგან. დილა იწყება იმით, თუ როგორ ხასიათზე ვიღვიძებ და ამის მიხედვით ვგეგმავ ყველაფერს.

– რაც შეეხება სერიალს „გოგონა გარეუბნიდან“, იქ რა ხდება ახალი, შენი გმირი როგორ გრძნობს თავს?

– რაც შეეხება სერიალს, ქორწილში არ დამპატიჟეს (იცინის). ჩემმა გმირმა და მისმა ძმაკაცებმა გახსნეს „ვულკანიზაცია“ და ხელოსნად თამუნას მამა აიყვანეს. ვფიქრობ, ჩემი როლი ძალიან საინტერესოა, რადგან განსხვავებულია სხვებისგან. საერთოდ, ძალიან კარგი გადამღები ჯგუფი გვყავს. გადაღებები ყოველთვის ხალისით მიმდინარეობს. მეგობრული განწყობით ვეხმარებით ერთმანეთს და ისე ვაკეთებთ საქმეს.

– გადაღებების დროს, ალბათ, სასაცილო სიტუაციებიც ხშირადაა...

– ნამდვილად. რამდენიმე ხნის წინ ცოტა დამაკლდა, რომ საავადმყოფოში აღმოვჩენილიყავი (იცინის). ჩემი პერსონაჟი ხომ სულ მანქანის „კაპოტშია“ ჩამძვრალი! ერთ-ერთი გადაღების დროს უნდა შემემოწმებინა ძრავა. გვერდზე ვახო მედგა და, რატომღაც, მეგონა, რომ მას ხელით ეჭირა საბარგულის სახურავი, მაგრამ, თურმე, ასე არ ყოფილა (იცინის) და, ხელი რომ გავუშვი, მთელი ძალით დამეცა ზურგზე. „კაპოტს“ რაღაც ამოშვერილი რკინა აქვს და ზურგში ჩამერჭო. ძლივს ამოვიღე. მოკლედ, ძლივს გადავრჩი (იცინის).

– სინამდვილეშიც ისე კარგად გეხერხება მანქანის გაკეთება, როგორც სერიალში?

– ზოგი რაღაც ვიცი, რადგან მე თვითონაც მყავს მანქანა და, შესაბამისად, რაღაცეები გამეგება, მაგრამ, ჩემი გმირის დონეზე ვერ ვარ.

– ესე იგი, ვულკანიზაციას ვერ გახსნი.

– ვერა, მაგ დონეზე ნამდვილად არ ვიცი (იცინის).

– სხვა რა ხდება შენს ცხოვრებაში, ამ სერიალის გარდა სხვაგან თუ თამაშობ?

– მზადდება ახალი პროექტი. ეს იქნება რადიოსერიალი, რომელშიც მეც ვიღებ მონაწილეობას. არის კიდევ ერთი ახალი პროექტი. ჯერჯერობით ყველაფერი მზადების პროცესშია. მოკლედ, უსაქმურად არ ვარ (იცინის) ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ.

– ცხოვრებაში მიზანდასახული ხარ?

– ბავშვობიდან ძალიან მიზანდასახული ვარ. აბსოლუტურად ყველაფრისთვის ბოლომდე ვიბრძვი და, ალბათ, ესეცაა იმის მიზეზი, რომ საწადელს ყოველთვის ვაღწევ.

– იღბლიანი ხარ?

– დიახ, ღმერთის წყალობით მაქვს იღბალი – თითქმის ყოველთვის მიმართლებს.

– როცა დაბრკოლება გხვდება წინ, ბოლომდე იბრძვი მიზნის მისაღწევად თუ შუა გზაზე ჩერდები?

– ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი. არ მიყვარს საქმის შუა გზაზე მიტოვება. თუ წინ კედელი შემხვდება, გავამტვრევ და გავალ. რა აზრი აქვს წუწუნს? ჯობია, იმოქმედო და ყველაფერი გამოვა.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული თუ ხარ?

– ამ ეტაპზე არაფერი არ ხდება. ჯერჯერობით შეყვარებული არ ვარ. თუ შეყვარებული ვარ, ადვილად მიხვდება ადამიანი, რადგან აბსოლუტურად ვიცვლები.

– უფრო ტკბილი და მოსიყვარულე ხდები?

– ყველა შეყვარებული ადამიანი იცვლება. მეც უფრო ტკბილი და კეთილი ვარ ხოლმე. ამ დროს ჩემთვის უცხოა დაბოღმვა და „დაგრუზვა“.

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალი, შენ რომ მოგეწონოს?

– არანაირი კრიტერიუმები არ მაქვს. ერთადერთი, ვერ ვიტან, ყველასთან ბოდიში მომითხოვია და, დებილ გოგოებს. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული მის ჭკუა-გონებასთან. არ მიყვარს გადაპრანჭული გოგოები – რაც არ არიან, იმას რომ თამაშობენ სხვის დასანახავად.

– საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერს გააკეთებ?

– საერთოდ, ზედმეტად არაფრის გაკეთება არ მიყვარს. ზოგჯერ, ალბათ, საჭიროა ბრძოლა, მაგრამ, თუ ხვდები, რომ ვიღაცას თავს აბეზრებ, უნდა გაჩერდე. თუმცა, სიყვარულისთვის რაღაც დოზით ყოველთვის ვიბრძოლებ.

– როგორ ფიქრობ, სიყვარულში გიმართლებს?

– ცოტა წუნია ვარ მაგ საკითხში. ხშირად არ ხდება, რომ გოგო ძალიან მომეწონოს. თუმცა, თუ მომეწონა, მის სიმპათიასაც ადვილად ვიმსახურებ. შეიძლება ითქვას, რომ სიყვარულში მიმართლებს.

– სერიალში თამუნას გმირს დიდხანს უყვარდი, შენ კი საერთოდ ვერ ხვდებოდი. ცხოვრებაშიც ასე ხარ? ვერ ხვდები ხოლმე?

– არა, სინამდვილეში ასე არ ვარ. ყოველთვის ვხვდები, თუ ვინმეს მოვწონვარ.

– შენი მოხიბვლა ადვილია?

– ალბათ – კი, თუმცა, გააჩნია, რამდენად საინტერესო ადამიანი ცდილობს ჩემს მოხიბვლას. უმეტეს შემთხვევაში მოხიბლული ვრჩები ხოლმე (იცინის).

– ესე იგი, შენი „მახეში გაბმა“ ადვილია.

– კი, ადვილია (იცინის).

– ხშირია ხოლმე მსგავსი მცდელობები?

– არც ისე იშვიათია. შეიძლება, ძალითაც მოვიხიბლო და ეს იმიტომ გავაკეთო, რომ ამ ადამიანს ესიამოვნოს, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავდეს. ერთი თვისება მაქვს: როცა ვხედავ, რომ გოგოს „სერიოზული უჭირავს“ და ვითომ თავს იფასებს, მისი მოხიბვლის „მუღამი“ მიჩნდება და თითქმის ყოველთვის ვაღწევ მიზანს.

– დავუშვათ, მიხვდი, რომ გოგოს მოსწონხარ, მის მიმართ ინტერესი ხომ არ გეკარგება? მსგავსი რამ ხშირად ხდება ხოლმე ქართველ ბიჭებში?

– სწორი დაკვირვებაა. მეც გამიგია მსგავსი შემთხვევები. ჩემთვის, მაგალითად, პირიქით, სასიხარულოა, როცა ადამიანს უყვარხარ და პატივს გცემს – ამაში ცუდი რა არის? თუ არ მომწონს, შეიძლება იმავეთი ვერ ვუპასუხო, მაგრამ აგრესიას ნამდვილად არ გამოვხატავ.

– ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებს?

– ჩემი საქმე მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. შეიძლება, ვიღაცისთვის სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ, სხვებზე ზრუნვაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. არის მომენტები, როცა მზად ვარ, საკუთარი ინტერესები გადავდო და სხვას ვასიამოვნო. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ კეთილი საქმე გააკეთე და სხვას ასიამოვნე.

– ადვილად ეგუები კრიტიკასა და შენიშვნებს?

– ვიღებ ყველა შენიშვნას, რაც მისაღებია, ოღონდ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მაკრიტიკებს. თუ ამ საქმეში გარკვეული არ არის, რა უფლება აქვს, შენიშვნა მომცეს?! ხანდახან მეც ვიცი ხოლმე შენიშვნების მიცემა. მაგრამ, როცა ერთხელ ვეტყვი და ვერ გაიგებს, აღარ ჩავაცივდები. რა აზრი აქვს, უბრალოდ, წყლის ნაყვაა.

– საკუთარ თავზე ჭორები თუ გსმენია?

– რა თქმა უნდა, მსმენია, თან – უამრავი. ამას წინათ გავიგე, თითქოს ბავშვობაში ძალიან მსუქანი და უშნო ვყოფილვარ (იცინის). ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა სასიყვარულო ისტორიებში მხვევენ, თუმცა, გულსატკენი არასდროს არაფერი გამიგია.

– ბოლოს მითხარი, თუ გაქვს საოცნებო როლი?

– ჩემთვის აბსოლუტურად ყველა როლი საინტერესოა. ნებისმიერ ადამიანში თითქმის ყველა თვისება დევს მეტ-ნაკლებად. შესაბამისად, რა როლიც უნდა მომცენ, ვფიქრობ, ყველას ადვილად მოვერგები. ნებისმიერი როლის თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს.


скачать dle 11.3