კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ანერვიულა მთელი წელი რობიკო სტურუამ პაატა გულიაშვილი და რატომ უნდოდა მას საქართველოდან წასვლა

ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარი რუსთაველის თეატრის ძალიან მაგარი მსახიობი და გადაცემა „გამატელევიზორეს“ წამყვანი პაატა გულიაშვილია – თეთრი, პუტკუნა ბიჭი, საყვარელი კახური აქცენტით. თბილი და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების გამო, მან თავისი ცხოვრების იმ მხარეებზე გვიამბო, რაზეც ხმამაღლა ჯერ არსად უსაუბრია. დღეს მას ძალიან ახლოდან გაგაცნობთ.







– ყველას ძალიან გვაინტერესებს, როგორები არიან ცნობილი ადამიანები ეკრანს მიღმა, რა უჭირთ, რას განიცდიან, რა პრობლემები უდგათ ცხოვრებაში და როგორ აღწევენ თავს ამ პრობლემებს.

– ჩემი ცხოვრება პრობლემების გარეშე არ არსებობს, სულ რაღაცეებთან ბრძოლა მიწევს. ალბათ, ყველა ასეა და ყველას თავისი ცხოვრება უფრო მძიმე ჰგონია, მაგრამ, მე თუ რამისთვის მიმიღწევია, მხოლოდ ბევრი ბრძოლითა და ბარიერების გადალახვით. 17 წლის ასაკში თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. შეძლებული ოჯახიდან არ ვარ, მამაც მსახიობია და, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი ყოველთვის მსახიობს ჰქონდა, ჩვენც არაფერი გაგვაჩნდა. არ იყო იმის საშუალება, თბილისში ჩემთვის ბინა ექირავებინათ. ამიტომ, ოთხი წლის განმავლობაში ხან ვისთან ვცხოვრობდი სახლში, ხან – ვისთან. ძალიან ბევრჯერ ვაგზალზეც გამითევია ღამე. რუსთავში ნათესავი მყავდა, მაგრამ ინსტიტუტის რეჟიმი არ მაძლევდა საშუალებას, რომ იქიდან მევლო, თან, ერთი „იკარუსის“ ავტობუსი დადიოდა მაშინ. სტიპენდია, როგორც ასეთი, არ მქონდა. ოჯახიდან კი მეხმარებოდნენ, მაგრამ, ის თანხა მაინც არ იყო საკმარისი ბინის დასაქირავებლად და ასე ვწვალობდი. ჩემმა ახლად შეძენილმა მეგობრებმა ჯგუფში, დაინახეს, რა ყოფაშიც მიწევდა ცხოვრება და საკუთარ თავზე იტვირთეს ჩემი დაბინავება. მაშინ „თოვლის ბაბუა გამოძახებით“ ახალი ხილი იყო, თეატრალურში პატარა განცხადება წავიკითხეთ, მე და ჩემს მეგობარ გიორგის დაგვაინტერესა და მივედით. თითო გამოძახებიდან ხუთი ლარი გვრჩებოდა. თუ ვინმე „ჩაის“ ან რაღაცას მაჩუქებდა, არც მაგაზე ვიტყოდი უარს. იმას არ ვამბობ, რომ ჩემი ოჯახიდან საკვების ან რაღაცის გამოგზავნის საშუალება არ იყო-მეთქი, მაგრამ, რეალურად, მაინც თვითონ მიხდებოდა თავის რჩენა და სულაც არ მრცხვენია, რასაც ახლა ვამბობ. როდესაც თბილისში ცხოვრობს ადამიანი და რაღაც უჭირს, მას სახლის პრობლემა მაინც არ აქვს, ჩამოსულისთვის კი, თავის დამკვიდრება უცხო ქალაქში ძალიან ძნელია.

– შენს შემთხვევაში თუ იყო იმის საშიშროება, გზას ასცდენოდი? ხომ შეიძლებოდა, დღეს რუსთაველის თეატრის მსახიობი კი არა, ერთი უბრალო, უმაქნისი ვინმე ყოფილიყავი?

– ისეთი არეულ-დარეული იყო ქვეყანა, რომ მაშინ მართლაც ძალიან ადვილი იყო, ცუდი საქმე მეკეთებინა. მანქანიდან მაგნიტოფონებს იღებდნენ, საბურავებს ხსნიდნენ... რა თქმა უნდა, იყო ამის ალბათობა, მაგრამ, მე სხვა გზა ავირჩიე – მერჩივნა, ჩემი შრომითა და წვალებით გამეტანა თავი. მაშინ მოდაში „კავეენის“ კეთება იყო. ამიტომ ტვინი იმით მქონდა დაკავებული, რომ ლექციების შემდეგ წავსულიყავი და ერთი-ორი კაპიკი მეშოვა, მაგრამ, ესეც სეზონური იყო – ბიჭები მივდიოდით, რაღაცეებში ვეხმარებოდით და ჰონორარს გვაძლევდნენ. ბოთლებიც კი ჩამიბარებია. ერთი პერიოდი უცხოეთში წასვლაზეც კი ვფიქრობდი. რუსთავში ერთი მეგობარი მყავდა, ჩემი კუთხიდან იყო. ერთხელ, ისე, საუბარში თქვა, სიმინდი მაგრა გადისო. მერე მასთან ერთად ვიდექი ბაზარში და სიმინდს ვყიდდი, რომ, ელემენტარულად, მგზავრობის ფული მქონოდა და აი, ინსტიტუტი რომ დავამთავრე და მეგონა, ყველაფერი მორჩა-მეთქი, უფრო მეტად იჩინა თავი პრობლემებმა. მერიდებოდა, ისევ ვიღაცეები შემეწუხებინა, ამიტომ ავდექი, თელავში დავბრუნდი და მივედი თელავის თეატრში. 60 ლარი მქონდა ხელფასი, მაგრამ, იმ პრობლემების გარდა, რაზეც ვისაუბრე, თეატრის შიგნითაც არსებობს პრობლემები, შიდა ინტრიგებიც ნერვების ფასად გიჯდება და სულ აღარ გახსოვს ფული. მეუხერხულება იმ ადამიანების დასახელება, მაგრამ, წარმოიდგინე, თეატრში, სადაც გავიზარდე, მაინც შემხვდა ბარიერები. თეატრის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან მამას არ ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, ამიტომ, იმ ადამიანს მიაჩნია, რომ არაფრის მაქნისი ვიყავი. შეიძლება, არც ფიქრობდა ასე, მაგრამ, პრინციპულად მიქმნიდა ისეთ სიტუაციას, რომ წამოვსულიყავი. ხან როლი არ მომცა, ხან საკმარისად არ მიხდიდა. რეჟისორის წყალობა – ეს კიდევ სხვა თემაა. არიან ძალიან ნიჭიერი მსახიობები, მაგრამ, რეჟისორები არ სწყალობენ. დაახლოებით ასეთი სიტუაციები იყო. პირველი პერიოდი უროლოდ ვიყავი და ძალიან მიჭირდა. ცუდი გრძნობაა, როცა თავს არასაჭირო კაცად გრძნობ. ამის გამო ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და სმა დავიწყე. რუსთაველის თეატრში ჩემი მოსვლა ძალიან დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მთელი წელიწადი მომიწია ლოდინი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე კოშმარული თორმეტი თვე. სერიოზული განცდები მქონდა. თვითონ ვარ ზედმეტად ემოციური ადამიანი, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. ნევროზი და წნევები დამეწყო. არავინ და არაფერი აღარ მაინტერესებდა რობიკო სტურუას პასუხის გარდა, რომ, ან „ჰო“ ეთქვა ან – „არა“. ვერ ველაპარაკებოდი და ვერავისთან ვეღარ ვკონტაქტობდი. დღესაც ასე ვარ – როცა რაღაცაზე ვმუშაობ ან განვიცდი, უჟმური ვხდები, მთელი ჩემი სიხალისე და იუმორი იკარგება. როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, მასთან შედარებით, რაც გარეთ ვარ, სახლში რადიკალურად განვსხვავდები – ერთი ცხვირჩამოშვებული ადამიანი ვარ. ერთ მშვენიერ დღეს, ბატონ რობიკოს შევხვდი და მას შემდეგ დაიწყო ჩემი აფორიაქება. რამდენიმე თეატრში ვიყავი: თელავის, თავისუფალში, სარდაფის და სამეფო უბნის თეატრებში, იმის გამო, რომ ერთი-ორი კაპიკი მეშოვა, მაგრამ, მთელი ეს ფული გზაშიც არ მყოფნიდა ერთიდან მეორე თეატრში გადასაადგილებლად. ერთხელაც, ჩემმა პედაგოგმა, გიორგი შალუტაშვილმა, მითხრა: რუსთავის თეატრიდან შემოთავაზებაა და მინდა, მთავარი როლი ითამაშოო. ვითამაშე. კარგად მახსოვს, ჰონორარი სამასი მანეთი იყო, პლუს მსახიობებს სამგზავრო ტალონები დაგვირიგეს, რომ სუფთა ამეღო. ბატონ რობიკოს, ასე ვთქვათ, ზედამხედველობა ჰქონდა აღებული რამდენიმე თეატრზე და მასში შედიოდა რუსთავის თეატრიც. ერთ-ერთ რეპეტიციაზე მოვიდა და გვითხრა: ამ პიესას მე დავასრულებო. მერე ყველა დავახლოვდით. ერთხელ თქვა: თეატრი უნდა გავხსნა და რვა კაცი, ახალი სისხლი მჭირდება. ყველანი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ, შეიძლება, აქედან ყველა ვერ მოხვდეთო. გავიდა რაღაც პერიოდი და ვიგებ, რომ უკვე მიიღო რამდენიმე კაცი თეატრში და ვხედავ, რომ ამ ადამიანების რიცხვს ნელ-ნელა ვაკლდები, რეალურად აღარ რჩება ჩემი ადგილი. თან, გარდა იმ მსახიობების ჯგუფისა, ვინც რუსთავის თეატრში ვიყავით, თბილისის თეატრებიდანაც მიდიოდნენ მასთან. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. მოსვენება დავკარგე და ვიფიქრე, მესიჯს მივწერ, არის თუ არა ჩემი ადგილი თქვენს თეატრში-მეთქი. სხვათა შორის, გვქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთისთვის მესიჯები მიგვეწერა. მიუხედავად იმისა, რომ გარედან მკაცრი ჩანს, ყველას მიმართ ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია. ერთხელ, მამაჩემი გახდა ცუდად. არ ვიცი, საიდან გაიგო და დამირეკა. თბილისში ახლობელთან ვიყავი, სუფრა გვქონდა იმის აღსანიშნავად, რომ მამა გადარჩა. დამირეკა და მითხრა: თქვენი ნახვა მინდაო. საღამო იყო, რომ გვესტუმრა. წარმოიდგინეთ, რამდენს ნიშნავს, რობიკო სტურუა რომ სახლში გესტუმრება. მაგრად გამეხარდა. ამის მერეც დიდი ხანი გავიდა და არაფერი ისმოდა. არა მგონია, რომელიმე მსახიობს არ უნდოდეს ისეთ ბუმბერაზ რეჟისორთან მუშაობა, როგორიც ბატონი რობიკოა და, ის, რომ რობიკომ გნახა და თეატრში არ მიგიღო, აზრი ეკარგებოდა შენს შემოქმედებას. ბესო ზანგურმა დამირეკა, სად ხარო. სპექტაკლი მაქვს-მეთქი. ახლა ბატონ რობერტთან ერთად ვარ და მთხოვა, დაურეკე და უთხარი, სპექტაკლი არ დაიწყონ, ვნახავო. მოვიდა. მესამე დღეს თეატრიდან დამირეკეს და მითხრეს, რობიკომ შტატში აგიყვანა და 5 იანვარს უნდა მოხვიდეო. ბოლო ადამიანი ვიყავი იმ ნაკადში, ვინც ამ თეატრში მიიღო. ამან რადიკალურად, ას ოთხმოცი გრადუსით შემოატრიალა ჩემი ცხოვრება, ის ეპოქა დაიწყო, რასაც რუსთაველის თეატრი ჰქვია.

– კონფლიქტი არასდროს არავისთან მოგსვლია, არც შეცდომები დაგიშვია?

– არ ვამბობ, რომ მამა აბრამის ბატკანი და უცოდველი ვარ-მეთქი, მაგრამ, გამორჩეულად ის მომენტი არ მაქვს, რომ ვიღაცას ვაკვირდებოდე, მატყუარაა ის თუ კარგი ადამიანი. ძალიან სერიოზული კონფლიქტები მომსვლია, მაგრამ, არ ღირს სააშკარაოზე გამოტანა. ბევრჯერ მქონია, ისეთი სიტუაცია, რომ წამოვსულვარ იქიდან, ვერ გავჩერებულვარ, თუმცა, ეს თეატრს არ ეხება.

– რებუსებით რატომ მელაპარაკები, პირდაპირ თქმა არ ჯობია?

– ტელევიზიაში მქონდა ასეთი სიტუაციები, ის უფრო სავსეა ინტრიგებით. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც რაღაცას კარგს აკეთებენ, მაგრამ ყველაფერი მაინც ნერვიულობისა და წვალების ფასად მიჯდება პროექტიდან პროექტამდე. მაინც არ მივდივარ ეკრანიდან, სულ რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ, ეს პერიოდები მაგიჟებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „რუსთავი 2-ს“ და ნინიკო არაზაშვილს. ის რომ არა, დღეს უმუშევრად ვიქნებოდი. დღესაც ქირით ვცხოვრობ, ცოლი და ორი შვილი მყავს სარჩენი. რასაც თეატრიდან ვიღებ, მხოლოდ ბინის ქირისა და კომუნალური გადასახადებისთვის მყოფნის, ზოგჯერ არც კი, მით უმეტეს, ზამთარში, ერთი პურის ფულიც არ მრჩება. ამიტომ, პარალელურად თუ რაღაც არ ვაკეთე, შეუძლებელია. თელავი კი არა, მთელი კახეთი გვერდზე მიდგას. არ არსებობს, რაღაც გამოჩნდეს და არ დამიძახონ.

– რამე ბიზნესი ხომ არ გაქვს იქ?

– თეატრისა და ტელევიზიების გარდა, სულ რაღაცას ვაკეთებ. „გურჯაანის ნაყინის“ რეკლამის ავტორი და პროდიუსერი მე ვარ. ეს არ არის მილიონებთან დაკავშირებული, მაგრამ, ძალიან კარგი გამოვიდა. მერე ამას მოჰყვა „საგარეჯოს კვერცხის“ რეკლამა, რომელიც, ასევე, ჩვენი გაკეთებულია. წინასწარ არ მინდა, ვთქვა, მაგრამ ჩემი, ასე ვთქვათ, პროდიუსერობით, მალე ძალიან კარგი პროექტი გამოვა. კიდევ ბევრი რაღაც მიტრიალებს თავში.

ახლა რომ ვუყურებ, როგორ მიდის ჩვენი ცხოვრება, შვიდზე კი არა, ხუთზე ავდგები, ოღონდ კი რაღაც იყოს. ნინო რომ მოვიყვანე, კიდევ მეტი პრობლემა გაჩნდა – ორი უსახლკარო ადამიანი. „თავისუფალ თეატრში“ გამოსვლებზე ზოგჯერ ოცი ლარი მხვდებოდა, ზოგჯერ – ორი ლარი. ყოფილა შემთხვევები, სახლში ერთი პურით მივსულვარ და ნინოსაც რაღაც დაუხვედრებია – კარტოფილი ან კვერცხი შეუწვავს. მაგრამ, გაჭირვებიდან თუ არ დაიწყე, სიტკბოს გემოს ვერ გაიგებ.


скачать dle 11.3