კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რჩევებს აძლევენ ერთმანეთს ნინო ორდენიძე და ლიკა ორჯონიკიძე და რას აკეთებენ ისინი ერთი ჭიქა ლუდის დალევის შემდეგ

ლიკა ორჯონიკიძე და ნინო ორდენიძე დიდი ხანი არ არის, რაც რძალ-მული არიან და ერთმანეთთან ძალიან კარგი, თბილი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ამ ორ მშვენიერ ქალბატონს გარდა ერთი მამაკაცის სიყვარულისა, კიდევ ბევრი საერთო აქვს: ორივე მოდელია და საკმაოდ წარმატებული, ორივე განსაკუთრებით კარგი კულინარია და რაც მთავარია, ძალიან კარგი მეუღლეები არიან.



ნინო: არ ვართ ტრადიციული ქართველი რძალ-მული. ვერ წარმომიდგენია ისეთი მული ვიყო, რომ ლიკას მიმართ რაღაც პრეტენზიები გამოვხატო. თან, ლიკა არ იმსახურებს ამას. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ლიკას მიმართ პრეტენზიები არ მქონია და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

ლიკა: ნინო სხვანაირად რომ დამხვედროდა, ზურგს უკან რაღაცეები ელაპარაკა – ჩემს ძმას უკეთესი შეეფერებოდაო, ალბათ, ყველაფერი ასე არ იქნებოდა. ნინოს მულობის სტაჟი აქვს და თან, არავისთანაა ცუდ დამოკიდებულებაში და, მით უმეტეს, ის ადამიანი თუ ოჯახის წევრია.

ნინო: ერთად, რომ დავსხდებით, თან ერთ ჭიქა ლუდსაც თუ დავლევთ, მერე მიდის ჭორაობა, ერთი ამბები. მიუხედავად იმისა, რომ ლიკა ჩემზე ბევრად პატარაა, სრულიად ჩამოყალიბებული და შემდგარი პიროვნებაა. რაღაც პრობლემა რომ მქონდეს, თავისუფლად შემიძლია, რჩევა ვკითხო და აუცილებლად გავითვალისწინებ. ვიცი, ყოველთვის იმას მეტყვის, რაც საჭიროა. რაც მთავარია, ჩემი ძმა ასეთი შეყვარებული მე არ მინახავს. აქედან გამომდინარე, მე ის მიყვარს, ვინც ჩემს ძმას უყვარს და ვისაც ჩემი ძმა უყვარს.

– ლიკა, ალბათ, შენც ეკითხები ნინოს რჩევას, ის, როგორც გათხოვილი ქალი, შენზე სტაჟიანია.

ნინო: ოჯახის სტაჟი მაქვს – მულობის, დედობის, მოკლედ, ქალი-სტაჟი ვარ.

ლიკა: ნინო დიდი არ არის, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება ისეთი აქვს, მისი რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ჭკვიანია და მართლა მოეკითხება ყველაფერში ჭკუა.

– როდის გაიცანით ერთმანეთი?

ნინო: პირველად ვნახე ომის დროს. რუსეთის საელჩოსთან აქცია ტარდებოდა, ირაკლიმ გამომიარა, ლევანი გორში იყო და მანქანაში ლიკა ეჯდა. მაშინ ისეთ სიტუაციაში ვიყავი, წესიერად არც შემიხედავს. ერთი მახსოვს, რომ ზოლიანი მაისური ეცვა. მერე უკვე ჩვენი ურთიერთობა ორი წლის წინ, 14 ნოემბერს შედგა. ამ სახლის რემონტი დავამთავრეთ და მე, ჩემი მეუღლე და ბავშვი აქ გადმოვედით საცხოვრებლად. მაცივარში გვქონდა მარტინი, მე და ლევანს უნდა აღგვენიშნა და უცბად, ზარის ხმა გაისმა – ირაკლი და ლიკა შემოვიდნენ. მანამდე ვიცოდი, რომ ერთად დადიოდნენ და ძალიან მომწონდა. მე ძალიან მომწონს ლიკა გარეგნობით. ჩემს ძმას ვინც ეყვარებოდა, შეიძლება, ყველა ამეტანა, მაგრამ ამ ყველაფერს, ანუ კარგ თვისებებს, რომ მშვენიერი გარეგნობაც ემატება, უფრო მეტად გსიამოვნებს. თავიდან ვიფიქრე, პატარაა-მეთქი, მაგრამ ძალიან აზრზე მოსული გოგონაა.

– ანუ, რაღაცეები, როგორც მულმა, მაინც გაითვალისწინე?

– ჩემი ძმა სიმპათიური ბიჭია და ისეთი გოგონა რომ მოეყვანა, რომელსაც ორივე ფეხი მარჯვენა ექნებოდა, გული გამისკდებოდა და ალბათ, ინტერვიუსაც სხვანაირად ჩავწერდით. „კრასავიცა“, „ვიცე-მის საქართველო“ რომ გყავს რძალი, ხან ბაჰამებზე მიდის, ხან კიდევ – სად, გსიამოვნებს.

ლიკა: ნინო ადრე თვითონაც იყო „მის ტურიზმზე“, ხუთეულში მოხვდა. ამიტომ ბაჰამებზე წასვლამდე, ბევრი რჩევა მომცა და მერე, იქაც სულ მირეკავდა, მარიგებდა, ყველაფერში მეხმარებოდა. ერთხელ ნინომ ღამის ხუთ საათზე დარეკა, გააგიჟა უკრაინელი გოგო. თან, ეტყობა, იმასაც მისცა რჩევა.

ნინო: ჩემი დაბადების დღე იყო, ლიკა იმ დროს მინსკში იყო კონკურსზე, ჩემი ძმა კი, ყურებამდე შეყვარებული, მეორე ოთახში იჯდა და სანამ სტუმრები წავიდოდნენ, მანამდე „სკაიპში“ ლაპარაკობდნენ. ვფიქრობ, ჩემს ძმას ძალიან გაუმართლა, ასეთი მეუღლე რომ შეხვდა. ლიკას აქვს არაჩვეულებრივი ოჯახი. ჩემს შვილს – დოდოშკას, ჭკუა ეკეტება ლიკაზე. ყველაზე მეტად, გამორჩეულად უყვარს. სულ ამბობს, ირაკლი წავიდეს, ლიკა დარჩესო. თვითონ ლიკას მხრიდანაც ჩემი შვილების მიმართ დიდ სითბოს ვგრძნობ. ლევანი გიჟდება ლიკაზე, ძმაკაცები არიან.

ლიკა: ნინოს შორიდან ვიცნობდი, ერთად გამოვედით ჩვენებაზე. პირველად ირაკლისთან ერთად რომ ვნახე, აქციაზე მივდიოდით. ირაკლის მეგობრის მანქანაში, უკან ვისხედით მე, ირაკლი და ნინო. მანქანამ ჩაგვიარა რუსული ნომრებით, ნინომ ჩაუწია ფანჯარა და სამი-ოთხი სიტყვა ისეთი მიაძახა, გულში გავიფიქრე, ვაიმე, რა მეშველება, ამ ოჯახში რომ შევალ-მეთქი.

ნინო: წარმოიდგინეთ, ჩემი ქმარი ომშია, რუსები ასეთ დღეში არიან და უცებ დავინახე, მანქანა რუსული ნომრებით, ჩამოვწიე ფანჯარა და...

ლიკა: მეორედ უკვე სახლში რომ ვნახე, სულ სხვანაირი ნინო იყო. ისეთი, როგორიც დღეს არის, ძალიან თბილი, მოსიყვარულე, ყველაფერში გვერდში რომ დაგიდგება. ასე მგონია, ირაკლის გაამტყუნებს და მე დამიჭერს მხარს.

– ნინო, ლიკას და ირაკლის შეყვარებულობის პერიოდი, ალბათ, კარგად გახსოვს.

ლიკა: ეს პერიოდი სულ ერთად ვიყავით, 24 საათი ნინოს სახლში ვისხედით.

ნინო: ირაკლის ცხოვრებით ყოველთვის ძალიან ვიყავი დაინტერესებული, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვინმე შეუყვარდებოდა. სულ გაქცევაზე იყო და უცებ, ვხედავ, ირაკლი მოდის ჩვენთან და არსად წასვლა არ უნდა. ვკითხე, რა ხდება-მეთქი და შეყვარებული ვარ, ერთი გოგო მომწონსო. მაშინვე დავურეკე ჩემს მეგობარს, ეკო ფანგანს – ალო, ასეთ-ასეთი გოგოა და აბა, ინფორმაცია-მეთქი. ეკო მეუბნება – არაჩვეულებრივი გოგოა, „კრასავიცაო“. მგონი, კომპიუტერში, საიტებზე შესვლა ლიკას გამო ვისწავლე, „ფეისბუქები“ და სხვა რაღაცეები ახლა დავამუღამე, მაშინ საერთოდ არ ვიცოდი. შევედი ვიღაცის „ნევიძიმკით“ და ვათვალიერებდი ლიკას ფოტოებს. მოკლედ, ასე გავატარეთ ჩვენი ლიკა „რენდგენში“. ირაკლი, რაც თამუნას დაშორდა, ამის შემდეგ ჩვენ ასეთი სერიოზული საუბარი არ გვქონია და მივხვდი, მართლა უყვარდა. რაც ლიკა შეუყვარდა, სხვანაირი გახდა – სულ ლიკუ, ლიკუს იძახის.

– როგორი მეუღლეები ხართ?

– როგორი კარგი რძალ-მულიც ვართ, ისეთივე კარგი მეუღლეები ვართ.

– ალბათ, მეუღლეები განებივრებენ.

– ირაკლიზე და ლიკაზე, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი. ირაკლი სულ თვალებში უყურებს ლიკას.

ლიკა: მე შემიძლია გითხრათ, როგორ უყვარს ლევანს ნინო და ის არაჩვეულებრივი მეუღლეა, ისევე, როგორც ნინო. ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ, არასდროს ატკენენ ერთმანეთს გულს. ნინო ითვალისწინებს ლევანის აზრს და ძალიან შეხმატკბილებულად, ჰარმონიულად არიან.

ნინო: ესენი უნდა ნახო – 24 საათი ჩახუტებულები სხედან და სულ ერთმანეთს ეფერებიან – ჭკუაზე არ არიან. ჩემი ძმა ბოჩოლას თვალებით უყურებს ლიკას. სულ ვამბობ, იყო მაგარი ცოლი – ყველაზე ძნელია, რადგან კაცს ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ სჭირდება, ყველანაირად უნდა გაუგო. ან ქმარმა უნდა იცხოვროს ცოლის ცხოვრებით, ან პირიქით ეს არის დაუწერელი კანონი, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მე და ლიკა ჩვენი მეუღლეების ცხოვრებით ვცხოვრობთ.

– მეუღლეებს ერთიანი ძალებით ხომ არ უწყობთ „შეთქმულებას“?

– არა, ლიკა რომ გამოდიოდა „ფეშენ-ვიქზე“, ლევანს დავურეკე, წავიდეთ-მეთქი. მკითხა: ირაკლი მიდისო? თუ მიდის, მაშინ გამოგიაროს და წაგიყვანოსო. მოკლედ, მე და ირაკლი მივედით „სვეცკად“. სულ ირაკლის ვუყურებდი, რომ მეც იქ ვყოფილიყავი, სადაც ის. ჯერ შეთქმულების მოწყობა არ გადაგვიწყვეტია. უბრალოდ, ოთხივეს ოცნებაა, სადმე წავიდეთ ერთად. მე ვეხვეწები, რომ წავიდეთ სტამბულში და თან ვეუბნები, გამომყევით, ჩემი ნამდვილი სახე უნდა განახოთ-მეთქი.

ლიკა: ლევანი და ირაკლი ნინოსთან ერთად არიან სტამბულში ნამყოფი და ამბობენ, რომ ეს დაუვიწყარი იყოო. მეც მინდა მათთან ერთად წასვლა.

ნინო: ლევანი ხომ ცხოვრებაში არაჩვეულებრივია, მაგრამ „პაეზტკაში“ უფრო კარგია და მინდა, ყველანი ერთად წავიდეთ სადმე.


скачать dle 11.3