კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიძლება, აღმოჩნდეს ოცდამეერთე საუკუნის საქართველო მეჩვიდმეტე საუკუნეში და როგორ გადაინაწილებენ ძველი მტრები – ირანი, თურქეთი და რუსეთი, სამხრეთ კავკასიას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა ვიზიტმა და მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ცხადყო, რომ ფიქრები სამხრეთ კავკასიაში ირანის ახალ მოთამაშედ შემოსვლის შესახებ ფანტაზიის სფეროდან არ ყოფილა. მეტიც, ირანის ნომერ პირველ დიპლომატს არც დაუმალავს, რომ ირანი, ჯერ ერთი, დაინტერესებულია კავკასიაში მიმდინარე პროცესებით და, რაც მთავარია, მასში მონაწილეობის მიღების დიდი სურვილიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში თურქეთიც ჩაება (იმდენად აქტიურად, რომ სომხეთთან ლამის საზღვარი გახსნა), რუსეთი კი ამ ორივეზე აქტიურადაა წარმოდგენილი რეგიონში (ამიერკავკასიის სამივე ქვეყანაში აქვს განთავსებული სამხედრო ბაზები), უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, მეცხრამეტე საუკუნის ისტორია გამეორდეს, როდესაც სამი იმპერია (რუსეთის, ოსმალეთისა და სპარსეთის) სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიების გადასანაწილებლად იბრძოდა. იმ ბრძოლაში მაშინ რუსეთმა გაიმარჯვა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ დღეს თურქეთსა და ირანს ადრინდელზე მეტად უჭრით სამხედრო მკლავი, შესაძლოა, „დეჟავუ“ გაცილებით მწარე აღმოჩნდეს.

აქვს თუ არა ისტორიას გამეორების საფუძველი? – ამის გარკვევას პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის დახმარებით შევეცდებით.





– რა პრობლემების წინაშე შეიძლება, აღმოვჩნდეთ სამხრეთ კავკასიაში ამ ძველი სამი მოთამაშის ერთად შეყრით?

– რადგან ჩვენთან ისტორიას დღეს უკვე აღარ სწყალობენ, თავდაპირველად, უნდა გავერკვეთ სწორედ ისტორიაში. მუდმივად გვესმის, რომ 1801 წელს რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, რაც მხოლოდ ნაწილობრივი სიმართლეა. რას ნიშნავს ნაწილობრივი სიმართლე? არანაირი ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო 1801 წელს არ არსებობდა.

– რა თქმა უნდა, ლაპარაკია მხოლოდ ქართლ-კახეთის სამეფოზე?

– უკანასკნელად ერთიანი ქვეყანა გიორგი ბრწყინვალის დროს გვქონდა და შემდეგ მთელი სამასი წლის განმავლობაში დაქუცმაცებული საქართველო გადანაწილებული იყო ორ – ოსმალეთისა და სპარსეთის – იმპერიას შორის. ქართლ-კახეთი იყო ირანის, დანარჩენი – ოსმალეთის. მიდიოდა ძლიერი ისლამიზაცია და ქართლ-კახეთის მეფეები იძულებული იყვნენ, მიეღოთ ისლამი, ვინც უარს ამბობდა, წამებით კლავდნენ.

– ისიც ვთქვათ ბარემ, ვახტანგ მეექვსემ არ მიიღო ისლამი და ამის გამო ოთხ წელს ჰყავდათ პატიმრობაში. მას სწერდნენ ქართლ-კახეთიდან, ოღონდ ჩამოდი და გამაჰმადიანდიო.

– ბუნებრივია, ჩვენს მეფეებს ეს არ მოსწონდათ და ეხვეწებოდნენ პროტექტორატს, ჯერ პეტრე პირველს, შემდეგ – ეკატერინე მეორეს, რომ ისლამი თავიდან მოეცილებინათ.

– ევროპასაც ეხვეწებოდნენ.

– არაფერი რომ არ გამოვიდა, იმიტომაც სთხოვდნენ რუსეთს პროტექტორატს, რომ გადაერჩინათ მართლმადიდებლობა და თვითმყოფადობა, რასაც ისლამი სპობდა. მაგრამ რუსეთი უარზე იყო: მაგალითად, ეკატერინე მეორე ამბობდა, კავკასიის ქედი არის ბუნებრივი საზღვარი და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გადავალთ იქითო. ბოლოს და ბოლოს, მართალია, მოაწერეს ტრაქტატს ხელი, მაგრამ ანექსია მოხდა ალექსანდრეს გამეფების, ეკატერინეს სიკვდილის შემდეგ და მოხდა იმიტომ, რომ რუსეთი უცბად დაინტერესდა ირანით. მაშინ ქართლ-კახეთის სამეფო ირანის ვასალი იყო, ამიტომ ეს იმდენად ქართლ-კახეთის დასაცავად კი არა, ირანის წინააღმდეგ მიმართული დარტყმა იყო. არა მხოლოდ ირანზე, ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგაც განახორციელა დარტყმა რუსეთმა. ამ პროცესში ჩვენთვის საინტერესო იყო ის, რომ 1829 წელს ეგრეთ წოდებული ახალციხის საფაშო წაართვეს რუსებმა თურქებს. მოკლედ, ფაქტია, რომ თურქეთსა და სპარსეთს სამასი წლის განმავლობაში ჰქონდათ გადანაწილებული საქართველო. მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთმა მათთვის ამ ტერიტორიების წართმევა და ანექსირება დაიწყო და თანდათანობით განდევნა ისინი სამხრეთ კავკასიიდან. უფრო ძნელი თურქების განდევნა აღმოჩნდა, რადგან ირანის იმპერია იმ პერიოდში ძალიან იყო დასუსტებული. იმ ხანად მას წაართვეს ერევნის სახანოც, დღევანდელი სომხეთი და, რაც მთავარია, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია, რასაც დაერქვა რუსეთის აზერბაიჯანი, რადგან ირანს დარჩა ის ნაწილი, სადაც სამჯერ იმაზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, ვიდრე დღევანდელ აზერბაიჯანში. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ექსპანსია მიდიოდა სამხრეთისკენ და ირანი სუსტდებოდა. განსაკუთრებით დასუსტდა ის მეოცე საუკუნეში და უკვე აღარ იყო მოთამაშე მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომის დროს ირანში ჩრდილოეთიდან საბჭოთა ჯარები შევიდნენ, სამხრეთიდან – ინგლისელები და სტალინმა ირანის ტერიტორიაზე შექმნა ქურთისტანი, მარიონეტული სახელმწიფო, რომელიც ბაქოდან იმართებოდა. მოგვიანებით, იალტის შეთანხმებით გაიყვანა ჯარები და ქურთისტანი ირანს დაუტოვა. ირანის ამ მცირე ისტორიას დავამთავრებ ჩვენთვის საინტერესო მომენტით: 1951 წელს ირანში პრემიერ-მინისტრად აირჩიეს დოქტორი მოსადიკი, რომელმაც გადაწყვიტა ნავთობის ნაციონალიზაცია, რაც ძალიან არ მოეწონათ ამერიკელებს. მათ დაამხეს მოსადიკის რეჟიმი. ამის შემდეგ დასავლეთის კომპანიებმა გადაინაწილეს ირანის ნავთობი და ირანის ერთპიროვნული მმართველი გახდა ირანის შაჰი, რომელიც პირწავარდნილი პროამერიკელი იყო. ის ამერიკელების ფავორიტი გახლდათ. ხელისგულზე ისვამდნენ მას ამერიკელები და ირანი, ფაქტობრივად, ამერიკიდან იმართებოდა. შაჰმა დაიწყო ირანის ვესტერნიზაცია საოცარი სისწრაფით. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აიკრძალა ჩადრის ტარება. ოღონდ ეს ვესტერნიზაცია მიდიოდა აღმოსავლური სისასტიკით. მართალია, შაჰი ერთპიროვნული მმართველი იყო, მაგრამ ქვეყანაში მოქმედებდა პოლიტიკური პოლიცია „სავაკი“, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას. სხვათა შორის, იმდენი მოახერხეს, რომ ხალხმა ყველაფერი პროდასავლური შეიძულა.

– ნაცნობი სიუჟეტია თითქოს.

– მოახერხეს ის, რომ ხალხმა თანდათანობით ზურგი შეაქცია ყოველივე დასავლურს, შეიჯავრეს ამერიკელები და გამეფდა რელიგიური ფანატიზმი. 1979 წელს, როდესაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, შაჰი გაიქცა ქვეყნიდან. მართალია, ამერიკელები მანამდე მას ხელისგულზე ატარებდნენ, მაგრამ გაქცეული შაჰი არც კი შეუშვეს ამერიკაში. ბუნებრივია, შაჰმა თან წაიღო თავისი მილიონები, მაგრამ რომელიღაც ცენტრალური ამერიკის ქვეყნის ბანკში თითო დღეში მილიონს ახდევინებდნენ. ვიდრე ბოლომდე არ გაძარცვეს, ლათინოსებმა თავი არ დაანებეს და საწყალი შაჰი სიღარიბეში მოკვდა. ამერიკელები ვარაუდობდნენ, რომ ირანელ ხალხს გაუხარდებოდა, თუ შაჰს ამერიკაში არ შეუშვებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. სხვათა შორის, სწორედ ახლა, როდესაც საქართველო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობდა, იყო 21 წლისთავი იმ დღისა, როდესაც ირანელებმა ხელში ჩაიგდეს ამერიკის საელჩო, 65 თუ 67 ადამიანი და ტყვეობაში ჰყავდათ 444 დღის განმავლობაში. ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტს ეს პრეზიდენტობად დაუჯდა: არჩევნები წააგო. მართალია, გამოგზავნა დესანტი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამის შემდეგ ირანში დამყარდა სასტიკი რეჟიმი. გამეფდა რელიგიური ფანატიზმი და გადავიდნენ შარიათის კანონებზე. ჩვეულებრივი მოვლენაა პატარა ქურდობის გამო ხელისა და ფეხის მტევნების მოჭრა, ჩაქოლვაზე ხომ არაფერს ვამბობ. ანუ დაბრუნდა დასჯის შუასაუკუნეობრივი მეთოდები. ამასობაში, ნავთობის წყალობით ირანი თანდათანობით მდიდრდებოდა და მის სათავეში მოვიდა დღევანდელი მმართველი, რომელიც უკვე მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა მეორე არჩევნები გაყალბდა. ირანში ხალხი ქუჩაში გამოვიდა და სისხლიც დაიღვარა, მაგრამ მაინც ვერაფერი შეცვალა.

– საიდან დაიწყო დასავლეთისა და ირანის დღევანდელი მმართველობის უკიდურესი დაპირისპირება?

– ირანის დღევანდელ პრეზიდენტს დაფიცებული აქვს, რომ ისრაელს მოსპობს და სწორედ ამ მიზეზის გამო განაწყვეს ამერიკა და შემდეგ ევროპა მათ წინააღმდეგ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ თითქოს ირანელებმა დაიწყეს ბირთვული იარაღის შექმნა და გაჩნდა შიში, რომ ამ ბირთვული იარაღით ირანი პირველ დარტყმას მიაყენებდა ისრაელს. გაერომ ამ წლის ივლისში კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო ირანის წინააღმდეგ, თუმცა ირანის პრეზიდენტმა თქვა, ეს რეზოლუცია ჩემთვის ნახმარი ხელსახოციაო. ცოტა უცნაური ის არის, რომ აქამდე ირანის წინააღმდეგ სანქციებს ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთი და ჩინეთი. ჩინეთი არის ირანის ნავთობისა და გაზის უდიდესი მომხმარებელი. მაგრამ ამ ბოლო რეზოლუციას მათაც მხარი დაუჭირეს, შემდეგ ევროკავშირმა გაეროს რეზოლუციაზე უფრო მწვავე რეზოლუცია მიიღო ირანის წინააღმდეგ. სხვათა შორის, როდესაც სააკაშვილმა, ამერიკაზე გაბრაზებულმა, განაცხადა, ირანის პრეზიდენტი უნდა დავპატიჟოო, ევროკავშირიდან ძალიან უხეში წერილი მოვიდა: თუ ევროკავშირთან თანამშრომლობა გინდა და ჩვენს ფულს იღებ, ჩვენი წესებით უნდა იმოქმედოო. ამიტომაც შემდეგ გაუქმდა ირანის პრეზიდენტის მოწვევა.

– საგარეო საქმეთა მინისტრიც არ არის დაბალი რანგის მოხელე?

– მაგრამ მაინც სხვა დონეა, ვიდრე პრეზიდენტი. როგორც გითხარით, აქ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლის დღეა საინტერესო – როგორ დაამთხვიეს, მაინცდამაინც, ირანში ამერიკის საელჩოს დაპატიმრების წლისთავს?! მოკლედ, ჩვენს რეგიონში გამოჩნდა ორი ახალი, მაგრამ კარგად დავიწყებული მოთამაშე და, როგორც ჩანს, წარსული ბრუნდება. ფაქტია, რომ თურქეთს არ იღებენ ევროკავშირში, დაპირებების 25 წელი გავიდა და უკვე პირდაპირ ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ, ამიტომაც თურქეთმა დაიწყო ფიქრი თავისი ძველი, ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე. თურქეთის პარლამენტში პირდაპირ თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვენ ვართ ნეოოსმალებიო.

– რა უსიამოვნო განცხადება გაუკეთებია!

– და სახით დადგა ოსმალეთის იმპერიის ყოფილი ნაწილებისადმი აღმოსავლეთში. დღეს ყველა ამტკიცებს, რომ აჭარა დე-ფაქტო თურქეთისაა, თუმცა დე-იურედ არც სჭირდება.

– დე-ფაქტო აჭარა თურქეთის ყარსის ხელშეკრულებითაცაა, რომელსაც საქართველოს პარალმენტმა გასული საუკუნის 90-იან წლებში გაუკეთა რატიფიკაცია თურქეთთან ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმების პროცესში?

– რასაკვირველია, მაგრამ ჩვენთვის ამ მომენტში ის არის საინტერესო, თუ რაში გვჭირდება ირანთან დაახლოება, რადგან ირანს შეიძლება, კვლავ გაუჩნდეს ამბიცია.

– მაგალითად, სომეხი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ მათთვის რუსეთის ბაზები არის მუხრუჭი ირანისთვის, თუკი ის ერევნის ყოფილი სახანოს ტერიტორიის დაბრუნებას მოისურვებს. ამ ლოგიკით, ბუნებრივია, ირანს აღმოსავლეთ საქართველოს მიმართაც შეიძლება, გაუჩნდეს ამბიცია?

– საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველო იყო ირანის ნაწილი და არა მხოლოდ იმ სამი საუკუნის განმავლობაში, რაც ვახსენეთ: უფრო ადრე, ვახტანგ გორგასლის დროსაც. თანაც, მიაქციეთ ყურადღება, ხდება თურქეთისა და ირანის დაახლოება, რამაც ყველა ძალიან შეაშინა დასავლეთში. არადა თურქეთს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, თან ნატოს წევრია და, ამდენად, აქვს თანამედროვე შეიარაღება. ამ ბოლო დროს თურქეთიც შემოვიდა ჩვენს რეგიონში, როგორც რეალური ძალა. გავიხსენოთ, რომ აგვისტოს ომის დროს ერდოღანი სასწრაფოდ ჩავიდა მოსკოვში და ჩვენ არ ვიცით, რაზე ილაპარაკეს დახურულ კარს მიღმა.

– და კიდევ: თურქეთმა თქვა, რომ მზადაა, თურქეთის ტერიტორიაზე გაამდიდროს ირანული ურანი.

– რაც ამერიკას ძალიან არ მოეწონა. ამ ბოლო ხანებში ირანმა გამოთქვა პრეტენზია, რატომ მსჯელობენ ყარაბაღის პრობლემაზე უჩვენოდო. ანუ ის, თურქეთთან ერთად, აშკარად აცხადებს პრეტენზიას ამ ტერიტორიის ნაწილზე, თუმცა ამ სქემაში გაუგებარია, რუსეთის ადგილი სადღაა?!

– რუსეთის ინტერესებს აშკარად ძალიან ავიწროებს სამხრეთ კავკასიაში ირანისა და თურქეთის ტანდემი?

– აზერბაიჯანმა ამ ბოლო ხანებში ცოტა დისტანციური პოზიცია დაიჭირა. თავიდან ეშინოდათ, ირანს არ ჩაეყლაპა და, როგორც კი დამოუკიდებლობა მიიღეს, ირანთან საზღვარი ჩაკეტეს, მიუხედავად იმისა, რომ ირანი საზღვრის გახსნას ითხოვდა, ერთი ხალხი ვართო. ბოლო ხანებში აზერბაიჯანს თურქეთთანაც დაეძაბა ურთიერთობა.

– მაგრამ ხომ გამოსწორდასავით?

– არ გამოსწორებულა, მათ შორის ახლაც არ არის კარგი ურთიერთობები. აზერბაიჯანელები ისევ ეჭვიანობენ სომხებზე.

– ქართულ-ირანული დაახლოების ერთი სავარაუდო მოტივია, რომ ეს ხდება ამერიკის გასაღიზიანებლად, მაგრამ არის მეორე ვარაუდიც: საქართველო ამერიკის ნაცვლად ელაპარაკება ირანს, ანუ პოლიტიკური გზავნილების გადამცემის ფუნქციას ასრულებს?

– ეს ვერსია გამიგია, მაგრამ არ მგონია, მასე იყოს. ჩემი აზრით, სააკაშვილი ამით ცდილობს, შანტაჟი მოუწყოს ამერიკას, თუმცა ამით ამერიკას ნამდვილად ვერ დააშანტაჟებს, თუმცა გააბრაზებს.

– აი, ის კი ჯერ არ გვინახავს, როგორია გაბრაზებული ამერიკა, არ მგონია, გაბრაზებულ ირანზე, თურქეთზე ან რუსეთზე ნაკლები იყოს.

– რასაკვირველია. ეს ძალიან საშიში და არასერიოზული თამაშია, თან წინასწარვეა წაგებული. მეორე მხრივ, როგორ უნდა გახდეს ირანი ჩვენი დიდი ეკონომიკური პარტნიორი?! ირანის იაფფასიანი პროდუქციით ისედაც გაძეძგილია ქართული ბაზარი.

– ირანელი ტურისტების იმედიც არის: ყოველწლიურად ირანიდან შვილი მილიონი ადამიანი მიდის დასასვენებლადო და იმედოვნებენ, რომ მათი ნაწილი იქნებ ჩვენთანაც ჩამოვიდეს?

– ორიოდე თვის წინათ ვკითხულობდი ერთი თბილისელი ახალგაზრდა ქალის ინტერვიუს, რომელიც ირანშია გათხოვილი და წელს ბათუმში იყო ჩასული დასასვენებლად: ყველა გაოცებული მიყურებდა, შავ კაბაში ჩაცმული როგორ ვბანაობდი ზღვაშიო. ასეთი ტურიზმი გვინდა?!

– გამოდის, რომ რეგიონის ხელახლა გადანაწილების საფრთხე რეალურია?

– თეორიულად ეს სავსებით შესაძლებელია. 5-6 წლის წინათ წავიკითხე ერთ-ერთი ცნობილი რუსი პოლიტოლოგის სტატია, რომელშიც ის წერდა, რომ კავკასიის რეგიონში დაბრუნდება მეჩვიდმეტე საუკუნის რეალობაო. თან გაითვალისწინეთ, დღეს თვითონ ირანი, განვითარების დონით, მეთორმეტე საუკუნეშია.


скачать dle 11.3