კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფინანსური ლოგიკა

ანუ ვის ღალატობს რუხი ნივთიერება?





ფინანსთა სამინისტრომ, მართალია, ერთი-ორჯერ გაიტან-გამოიტანა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის თითქმის საბოლოო სახე უკვე ჩამოყალიბდა, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, საპარლამენტო ოპოზიცია, თუნდაც, ყურებზეც დამდგარა, სახელისუფლო უმრავლესობა მაინც თავისას გაიტანს (ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის წყალობით), უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიუჯეტის პროექტში არანაირი არსებითი ცვლილებები აღარ შევა. ჰოდა, რაკი აღარ შევა, არც იმას გაუვა წყალი, რომ 2011 წლის განმავლობაში არც პენსიების ოდენობა გაიზრდება. ფინანსთა მინისტრმა ბაინდურაშვილმა, სავარაუდოდ, პენსიონერთა დამშვიდების მიზნით, აღნიშნა, რომ 2011 წელს არც ჩინოვნიკთა ხელფასები გაიზრდება, თუმცა, აი, ის კი აღარ დაუკონკრეტებია, რომ პენსიონერის ერთი თვის პენსიას ჩინოვნიკის ერთი თვის ხელფასი ყურში ჩაისხამს. ჩაისხამს თუ ჩაასხამენ, ბ-ნ ბაინდურაშვილს არც იმაზე დაუმადლებია კომენტარი, თუ რატომ იღებენ დანამატს (სტაჟის მიხედვით) მხოლოდ თბილისელი პენსიონერები (რაც აშკარა დისკრიმინაციაა). ბ-ნი მინისტრი განმარტავს, რომ ეს მდგომარეობა „ბუნებრივია“, რადგან თბილისში ცხოვრება უფრო ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მომაქვს ციტატა: „სამწუხაროდ, თბილისში ცხოვრების ხარჯი რეგიონებთან შედარებით მაღალია“. მეტიც, ისიც დასძინა, რომ „კომუნალური გადასახადები თბილისში უფრო მაღალია“. მეორე მხრივ, თუ რუხი ნივთიერება არ მღალატობს, გაზის ტარიფი ზოგიერთ რეგიონში თბილისურზე მაღალია.

ერთი სიტყვით, როგორც უნდა იყოს (მე მღალატობს რუხი ნივთიერება თუ ამ ჩვენს მინისტრს), თუ რეგიონების პენსიონერების პენსია ცხოვრების სიიაფის გამო თბილისელ პენსიონერებზე დაბალია, ამ ლოგიკით, ვითომ რეგიონების ჩინოვნიკებსაც თბილისელ ჩინოვნიკებზე დაბალი ხელფასები უნდა ჰქონდეთ?!


скачать dle 11.3