კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდეების გენერატორი

ალი-კვალი



მართალია, საქართველოს მთავრობას პირში თითქმის წყალი აქვს ჩაგუბებული, მაგრამ, რაკი, საბედნიეროდ, მსოფლიო თავისუფალი მედია ფხიზლადაა, THE INDEPENDET-ის წყალობით, შევიტყვეთ, რომ ჩვენს მშობლიურ ხელისუფლებას გუმანში სამხრეთ აფრიკიდან ბურების (ჰოლანდიიდან ჩასახლებულების შთამომავლების) ჩამოსახლება ჰქონია. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ საქართველოში ჩამოსასახლებლად გამზადებულები „ფიქრობენ, რომ მათი პრობლემების გასაღები საქართველოშია, რომელიც სამხრეთ აფრიკას არაფრით ჰგავს, გარდა შფოთიანი უახლესი ისტორიისა. საქართველოს ხელისუფლება მათგან მიწების სანაცვლოდ სოფლის მეურნეობაში უახლესი მეთოდების, ცოდნისა და გამოცდილების დამკვიდრებას სთხოვს.“ ჩვენდა სამწუხაროდ და THE INDEPENDET-ის საბედნიეროდ, გამოცემას კომენტარი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიასგანაც მოუპოვებია, რომელიც ამ იდეის ავტორია (შეგახსენებთ, რომ ბ-ნი პაპუნა დავითაიასვე იდეა გახლდათ „ჰოლივუდელი“ რეჟისორის მიერ ფილმ „ჯორჯიას“ გადაღებაც), ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, რომ აგვისტოში სამხრეთ აფრიკაშიც სწორედ ის ჩასულა, სამხრეთ აფრიკელ ფერმერებთან მოსალაპარაკებლად. სახმინისტრის ლოგიკით, ბურები საუკეთესო ფერმერები არიან და ქართულ სოფლის მეურნეობას კრიზისიდან სწორედ ისინი გამოიყვანენ. თავის მხრივ, მოტივაცია ბურებსაც აქვთ: სამხრეთ აფრიკაში მიწის რეფორმა ტარდება, რის მიხედვითაც, თეთრკანიან ფერმერებს მიწა უნდა ჩამოართვან. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოშიც ჰყავს მიწას პატრონები, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათთვისაც იგეგმება მიწის ჩამორთმევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ უნდა დააკმაყოფილონ მიწით ბურების 40 000 ოჯახი?! თუმცა ბ-ნი დავითაია შენიშნავს, რომ ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, ბურ ფერმერებს მიწა საკუთრებაში გადაეცემათ თუ გრძელვადიან მფლობელობაში. მანამდე კი, სექტემბერში ამ 40 000-ზე მეტი ოჯახის ნდობით აღჭურვილი 15-კაციანი დელეგაცია საქართველოს უკვე სწვევია და საქართველოს რეგიონებიც მოუნახულებია. მართალია, ჩვენი ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ ბურების ჩამოსახლებას ადგილობრივი გლეხებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება აჯობებდა და არც THE INDEPENDET-ი მალავს, რომ სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს კლიმატი განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურებს აფრიკული გამოცდილება ქართული სოფლის აღორძინებაში ნაკლებად გამოადგებათ (თანაც არ გაიშვა, სხვის მიერ აღორძინებული ქართული სოფელი?!), მაგრამ, ჩემი მოკრძალებული ვარაუდით, იდეის მიზანი სულ სხვაა და ის ციფრ 40 000-ში იმალება. ოღონდ ისაა, 40 000 უცხოტომელი საკუთარ ხალხს რომ მოახმარო, არც მეტი, არც ნაკლები, დავით აღმაშენებლის ალი-კვალი უნდა იყო.


скачать dle 11.3