მხოლოდ ფაქტები
* ყველაზე დიდი მონოლითური სკულპტურა გიზეშია – სფინქსი.
* მეცხრამეტე საუკუნის პირველ აღმოჩენად ითვლება იტალიელი პლაცის მიერ მცირე პლანეტებს შორის ყველაზე დიდი პლანეტის – ცერერას დაფიქსირება, რაც 1801 წლის 1 იანვარს მოხდა.
* ყველამ იცის რას ნიშნავს „o.k.“ – თანხმობას. იგივე ასოები, ოღონდ შებრუნებით – „k.o.“ ნოკაუტს ნიშნავს „Knock out“.
* გერმანული სავაჭრო ფირმები რუსეთისგან კედრის ზეთს ყიდულობდნენ. გარკვეული დროის შემდეგ გერმანელებმა რუსეთს მოსთხოვეს ზეთი კედრის ჭურჭლითვე მიეწოდებინათ, რითაც დიდი მოგება ნახეს: კასრს ფიცრებად შლიდნენ და მუსიკალური ინსტრუმენტების ფაბრიკას კარგ ფასად აბარებდნენ.
* მეჩვიდმეტე საუკუნის ერთ-ერთი საბირჟო გარიგება: ორი ურემი ხორბალი, ოთხი ურემი თივა, ოთხი გამოკვებილი ცხენი, ამდენივე მსუქანი ღორი, თორმეტი ცხვარი, კასრით კარაქი, ნახევარი ტონა ყველი, საწოლი, ვერცხლის თასი და სამოსის კომპლექტი – სულ 2 500 გულდენის ღირებულების საქონელი – ჰოლანდიაში ტიტას ერთ ბოლქვში გაიცვალა.
* მსოფლიოში პეპლების ასობით სახეობაა, რომელთა საკვები 98 პროცენტი წყლისგან შედგება, დანარჩენი – ცილა, შაქარი, ცხიმი, კალიუმისა და ნატრიუმის მარილები, ანუ მათი საკვები, უბრალოდ, დიდი ძუძუმწოვრების ცრემლებია.
* ჰიპოგრიფი – წელამდე არწივი, წელს ქვევით – ცხენია.
* პალეონტოლოგები მწერებს ქარვის ნატეხებში ინახავენ.
* მალაის არქიპელაგზე აბორიგენები ქოქოსის კაკალს პატარა ნახვრეტს უკეთებდნენ, დააცარიელებდნენ და შემდეგ წყლის ზედაპირზე დებდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ, პერიოდი, რომელშიც ის ჩაიძირებოდა, მათი დროის საზომი ერთეული იყო, ქოქოსი და წყალი კი – მათი „საათი“.
* ინდოეთში 5 ადამიანზე ერთი სოფლის მეურნეობის მუშაკი მოდის, გერმანიაში – 50-ზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში – 80-ზე, ბელგიაში კი – 100-ზე.
* ბიზეს ოპერა „კარმენი“ კარაკასის თეატრის სცენაზე ზუსტად ისეთნაირად იდგმებოდა, როგორც მსოფლიოს სხვა თეატრების სცენებზე, მაგრამ შემდეგ ვენესუელელ მაყურებელს სიურპრიზი მოუწყვეს – არია „ტორეადორის“ სიმღერის დროს იმართებოდა კორიდა, რაც ხარის სიკვდილით მთავრდებოდა.