კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ გამოიცნობთ

1. ძველი რომაელები ამას სპეციალურ ლოჟაში მწოლიარეები აკეთებდნენ, დამჯდრები კი – მხოლოდ გლოვის დროს, რათა ეს აუცილებელი პროცესი მალე დამთავრებულიყო. რას აკეთებდნენ ისინი?

2. ბისმარკი ერთ მეცნიერს წაეჩხუბა და ცხელ გულზე დუელში გამოიწვია. მეცნიერმა, იცოდა, რომ ბისმარკი შესანიშნავად ფლობდა ნებისმიერ იარაღს. გამოიყენა იარაღის არჩევის უფლება და დუელის ადგილზე ისეთი „იარაღით“ გამოცხადდა, ბისმარკმა უარი თქვა დუელზე ასეთი სიტყვებით: „გმირები სიკვდილამდე არ ნაყრდებიან“. რა იარაღი მოიტანა მოწინააღმდეგემ?

3. ამ სახელმწიფოს 120 ქვეყანასთან აქვს კავშირი, მის რუკაზე 78 დასახელებაა აღნიშნული, ტერიტორიის მესამედი კი არქიტექტურულ ნაგებობებს უჭირავს. დაასახელეთ, რომელი სახელმწიფოა ის?

4. ფარუ ბულსარი 1946 წლის 5 სექტემბერს ზანზიბარის კუნძულზე დაიბადა. მამამისი სპარსი იყო. 1967 წელს ინგლისში დამკვიდრდა, სახელი და გვარი შეიცვალა და დაირქვა ის, რითაც მას სიკვდილამდე იცნობდა მთელი მსოფლიო. რა დაირქვა მან?

5. მისი არსებობის ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. მათგან უძველესი სხვადასხვა ფერის თიხისგან იქმნებოდა, ბერძნულ-რომაულ ნაგებობებში ამით ინტერიერის ცალკეული ნაწილები იმკობოდა, რისთვისაც სხვადასხვა ქვებს, ქვიშასა და შუშას იყენებდნენ. მას ხშირად თანამედროვე დიზაინერებიც იყენებენ. რას?

6. არაბმა ხუროთმოძღვრებმა შექმნეს შესანიშნავი სასახლეები – ალკასარი და ალგამბრა. მათ გასაფორმებლად წარმოდგენილია ევროპული და აღმოსავლური ხელოვნების სინთეზი. რა დაერქვა ამ არქიტექტურულ სინთეზს?

7. ბოლო დრომდე ეთიოპიაში იცავდნენ ამ მცენარის გამოყენებაზე კოპტური ეკლესიის მიერ დაწესებულ აკრძალვას. არაბეთში კი ასეთი აკრძალვა არ არსებობდა. სწორედ ამ ქვეყნის წყალობით გაიცნო მსოფლიომ ის. რა?

8. ძველთაგანვე ეს მცენარე ხორბლისა და ქერის ყანების სარეველად ითვლებოდა. წინა აზიაში მას „მწვალებელსაც“ კი ეძახდნენ. თუმცა, გვალვიან ან ცივ წლებში, როდესაც ყველა ნათესი იღუპებოდა, სწორედ ეს მცენარე რჩებოდა მოსახლეობის საკვებად. რომელი?

9. მისი საფუძველი სამი ხაზია – ცის, ადამიანისა და მიწის სიმბოლოები. ცა ძირითადია და აუცილებლად მყარი უნდა იყოს. ადამიანის სიმბოლო სიმაღლის შთაბეჭდილებას უნდა ქმნიდეს და ცის ორი მესამედი უნდა იყოს. მიწის სიმბოლო კი, ყველაზე მოკლეა და დანარჩენი ორი სიმბოლოს საწინააღმდეგო მხარეს უნდა იყოს გადახრილი. რა ხელოვნებაა ეს?

10. ყველასთვის ცნობილია, რომ ყავის სამშობლო აფრიკაა, თუმცა ყველაზე მეტს სამხრეთ ამერიკა აწარმოებს. კაკაოს შემთხვევაში საქმე პირიქითაა. ამერიკამ და რუსეთმა კი ორი ბოსტნეული „გაცვალეს“. რუსეთში ამერიკულ ბოსტნეულს მეორე პურს ეძახიან. ამერიკა კი იმ ბოსტნეულის მოყვანაშია მსოფლიოში პირველ ადგილზე, რომელიც რუსული ზღაპრის „გმირია“. დაასახელეთ ორივე მათგანი.

პასუხები იხილეთ 85-ე გვერდზე.


скачать dle 11.3