ბრძნული აზრები
ჰერაკლიტე: უვიცი კაცი ხარს ემსგავსება, რომელსაც საჭმელად ცერცვი უპოვია; ღორებს, რომლებიც ტალახში ტკბებიან; ვირებს, რომელნიც ჩალას ოქროს ამჯობინებენ.
გოეთე: ადამიანი მიდრეკილია საშიშროებებთან თამაშისკენ, ფიქრობს, რომ ის მას არასდროს შეეხება.
სვიფტი: პარტია არის მრავალთა სიგიჟე ერთეულების სასარგებლოდ.
ტოლსტოი: სიამაყე სულაც არ არის ის, რაც ადამიანის გაგებით – ღირსება. სიამაყე იზრდება შინაგანი წარმატების საზომით, მაშინ, როცა ადამიანური ღირსება – პირიქით, საკუთარი შინაგანი თავმდაბლობის შედეგად იზრდება.
მორი: ბედნიერება არ მდგომარეობს ყველა სიამოვნებაში, არამედ იგი მხოლოდ პატიოსანი და კეთილგონივრული მოქმედებების შედეგია.
ციცერონი: სიბერეში ისე არაფერს უნდა მოვერიდოთ, როგორც სიზარმაცესა და უსაქმურობას.
ლაო ძი: ვინცა ძლიერია და არ უწყის სიყვარული – გაუბედურდება; ვინცა გულუხვია და არ უწყის ზომიერება – გაჩანაგდება; ვინცა მეუფეა და არ უწყის მორჩილება – დაიღუპება.
ჰაინე: სიბრძნე მხოლობით რიცხვში არსებობს და აქვს ზუსტი საზღვრები, მაშინ, როცა ათასნაირი უსაზღვრო სიბრიყვე არსებობს.
ლაროშფუკო: არც მზესა და არც სიკვდილს პირდაპირ არ უნდა უცქირო.
სენეკა: ავადმყოფს ხის საწოლზე მოვათავსებთ თუ ოქროსაზე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ავადმყოფობა თან გაჰყვება ყველგან; ასევე არაჯანმრთელ გონებას, ქონებასა თუ უქონლობაში, თან გაჰყვება ავადმყოფობა მუდამ.
ტულიუსი: არსებობს სამართლიანობის ორი პირველსაწყისი: არავის ავნო და შექმნა საზოგადოებისთვის სასარგებლო.
შილერი: როგორ გამრავლდა მართლის მტერი! გული მიკვდება, როცა სინათლეს ეძალება ჭოტთა ჯილაგი.
გორკი: სადაც ბევრი კრიტიკაა, იქ ბევრი აზრია და, სადაც ბევრი აზრია, იქაა სიცოცხლეც.
დემოკრიტე: სხეულის სილამაზე, თუ მას ჭკუა არ ახლავს, მხოლოდ პირუტყვობაა.
როხასი: არ არსებობს ქვეყნად ისეთი უბედურება, რომელსაც გონება და დრო არ კურნავდეს.
ჩესტერფილდი: ნახევარ სურვილზე და ნახევარ სიბრძნეზე დიდი უგუნურება ამქვეყნად არაფერია.
ჩეხოვი: სიკვდილი გაშინებს? უფრო საშიში იქნებოდა ის განცდა, რომ მარად იცოცხლებ და არასოდეს მოკვდები.
ფულერი: უსაქმური ადამიანები თავისი ცხოვრების დიდი ხნის განმავლობაში მკვდრები არიან.
პოპერი: ადამიანს უფლება აქვს, მოუსმინოს და აქვს უფლება, მყარად დაიცვას საკუთარი დასკვნები.
ბულგაკოვი: ფილოსოფიის ისტორია ტრაგედიაა.
ვიტჰენშტეინი: ფილოსოფიურ გადარბენებში იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე ნელა შეუძლია სირბილი.
კრილოვი: ვისაც მტერი შეგიქებს, ნუ გაქვს იმის იმედი.
ნაპოლეონი: ბრძოლის ველზე ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ იმიტომ იგდებს თავს სასიკვდილო საფრთხეში, რომ ჩირქი არ მოეცხოს მათ ღირსებას. მაგრამ, ცოტა ვინმე თუ წირავს თავს ისე, როგორც ამას მოითხოვს მიზანი, რომლის გამოც სწირავენ თავს.
ჟვანეცკი: ჩემს მეგობრებს უნდათ, რომ ცოლი შევირთო, იმიტომ, რომ ხალხი ვერ ეგუება, როდესაც ვინმე კარგად გრძნობს თავს.
შოუ: მამაკაცები არ იბადებიან ქმრებად, მათ ამას ქალები ასწავლიან.