კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა ანგიოპტერისის გასხვლა და როგორ მრავლდება ოქროს ბამბუკი

– როგორი მცენარეა ანგიოპტერისი და რთულია თუ არა მისი გახარება?

– ის დაბალტანიანი მცენარეა. მისი დაქუცმაცებული ფოთლები ძალიან ლამაზია. ეს მცენარე ნახევრად გვიმრასა და დაბალტანიან პალმას წააგავს. ანგიოპტერისი უპრეტენზიო და იოლად გასამრავლებელია. თუ ამ მცენარეს შეიძენთ, აუცილებლად ტროპიკულ კლიმატში ამყოფეთ.

– როგორ რეაგირებს ის მზეზე?

– როგორც უკვე გითხარით, ამ მცენარეს არ უყვარს დიდი სიცხე და მცხუნვარე მზის სხივები. ეცადეთ, მცენარე სიბნელეში ამყოფოთ ან ისეთ ადგილას, როგორიცაა სააბაზანო. აუცილებელია, ის იყოს ნესტიან ოთახში.

– ხშირად უნდა მოვრწყათ მცენარე?

– მას ტენიანი ნიადაგი უყვარს, მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ტორფი და ხავსი. ზაფხულის განმავლობაში მაღალია ტემპერატურა. ამიტომ, ხშირად მორწყეთ, რომ მიწა არ გამოშრეს. ზამთარში კი, მორწყვის რეჟიმი შეამცირეთ. თუმცა, ხშირად შეუმოწმეთ ნიადაგი, რომ ძალიან არ გამოშრეს. გაზაფხულზე სასურველია, თუ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყავთ ხოლმე.

– რაც შეეხება ტემპერატურას?

– ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის დროს, მცენარე ჩრდილში დადგით, რომ მწველი მზე არ მოხვდეს. მისთვის კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი.

– შესაძლებელია თუ არა ანგიოპტერისის აყვავილება ჩვენს პირობებში?

– ოთახის პირობებში მისი აყვავება შეუძლებელია. თუ ზამთრის ბაღში ან ორანჟერეებში გაახარებთ, ამ შემთხვევაში შეიძლება, გამოიღოს ყვავილი.

– ემუქრება თუ არა ანგიოპტერისს მავნებლები?

– ამ მცენარეს საკმაოდ კარგი თვისება აქვს, მავნებლებს არ იკარებს. ასე რომ, ნუ შეუშინდებით მავნებლებს, წელიწადის არც ერთ სეზონზე ისინი თქვენს ანგიოპტერისს არ მიეკარებიან.

– კიდევ რას გვირჩევთ, თუ ბინაში ანგიოპტერისი გვაქვს?

– გაითვალისწინეთ მხოლოდ ზემოაღნიშნული პირობები და გახსოვდეთ, მისი გასხვლა არ შეიძლება. დატოვეთ ისეთი ფორმის, როგორიც იზრდება. ეს მცენარე ძალიან მაღალი არც გაიზრდება და თქვენს ბინაში დიდ ადგილს არ დაიკავებს.

– ბატონო ამირან, რას გვეტყვით ოქროს ბამბუკის შესახებ და შესაძლებელია თუ არა მისი ბინაში გახარება?

– ოქროს ბამბუკი მარადმწვანე ბუჩქია, ის საკმოად მაღალი იზრდება. ყინვაგამძლე და მზის ამტანი მცენარეა. კარგად ხარობს ქოთნის პირობებში. ზაფხულში ოქროსფერია, ზამთარში კი ხასხასა მწვანე. ის დიდი რაოდენობით გამოყოფს ჟანგბადს და შთანთქავს ნახშირორჟანგს.

– რა ტემპერატურა სჭირდება მცენარეს კარგად გასახარებლად?

– მისთვის მისაღები ტემპერატურაა ზაფხულში 20-28 გრადუსი, ხოლო ზამთარში – 10-15 გრადუსი.

– რა უნდა შედიოდეს მისი მიწის შემადგენლობაში?

– მის ნიადაგში უნდა შედიოდეს: ორი წილი ქვიშა, ერთი წილი ტორფი და სამი წილი მიწა.

– რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ეს მცენარე?

– ზაფხულში მცენარე მორწყეთ რეგულარულად, ხოლო ზამთარში 20 დღეში ერთხელ.

– რას გვირჩევთ, სად დავდგათ მცენარე?

– ზაფხულში სასურველია გარეთ, აივანზე ან ბაღში გაიტანოთ. მოსწონს ზამთრის ბაღი, თუმცა ბინაშიც მშვენივრად ხარობს. შეურჩიეთ მცენარეს ნათელი ადგილი და დადგით იქ.

– რით მრავლდება ოქროს ბამბუკი და რისთვის იყენებენ ამ მცენარეს?

– ოქროს ბამბუკის გამრავლება ხდება დაყოფით ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ. ამ მცენარეს იაპონიაში სოფლის მეურნეობაში იყენებენ. მისგან მზადდება სხვადასხვა ინსტრუმენტები.

– როგორი ქოთანი შევურჩიოთ ამ მცენარეს?

– ოქროს ბამბუკს ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ ისეთი ქოთანი შეურჩიეთ, რომ თავი თავისუფლად იგრძნოს და მალევე არ გაგიხდეთ გადასარგავი.

– რომელ სეზონზე გვირჩევთ მის გადარგვას?

– მისი გადარგვა შეგიძლიათ შემოდგომით, ამ მცენარეს მავნებლები არასდროს ეხვევა, ისევე, როგორც ანგიოპტერისს და ძალიან უპრეტენზიოა. მისი მოვლა ბინაში ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ის ძალიან ლამაზია და ამასთანავე იოლად გასახარებელი.

– ამ პერიოდში რა გავითვალისწინოთ, თუ უკვე გვაქვს ოქროს ბამბუკი?

– მალე ზამთარი დაიწყება, ამ დროს, გახსოვდეთ, რომ მცენარის დასველება არ შეიძლება. ზაფხულში ეს პროცესი სასურველია მისთვის, მაგრამ ზამთრის სეზონზე მცენარის დაღუპვას გამოიწვევს.

– დაბოლოს, ძვირად ღირებული მცენარეა ოქროს ბამბუკი და სად შეგვიძლია მისი შეძენა?

– ისევე როგორც მცენარე, მისი მერქანიც ძალიან მნიშვნელოვანია, ის ლამაზია და ამავე დროს გამოსაყენებელიც, ამიტომ მისი ფასი საკმაოდ მაღალია. მისი თესლის შეძენა კი, შეგიძლიათ ყვავილების მაღაზიებში.


скачать dle 11.3