კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ეს“ არ არის „ის“...

„იმ ერთადერთის“ პოვნა ადვილი არ არის და ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც კი არ კმარა ამისთვის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ვერასოდეს შეხვდებით. თქვენ ეძებეთ, ეძებეთ და, თუკი შეცდომასაც დაუშვებთ, ამას ტრაგედიად ნუ აქცევთ. კარგია, თუ მალევე მიხვდებით, რომ „ეს“ „ის“ არ არის. ქალების უმრავლესობა ძალიან ენდობა პირველ შთაბეჭდილებას. ერთი შეხედვით, თითქოს მართლაც ყველაფერი წესრიგშია: სიმპათიურია, საქმიანი, ყურადღებიანი, იცის, როგორ მოგაწონოთ თავი, მაგრამ... იდეალური მამაკაცები, მგონი, ზღაპრებშიც აღარ არსებობენ, იმიტომ რომ, არც თავად ვართ იდეალურები. თუმცა, იმისი თქმაც დიდი შეცდომაა, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. შეიძლება, ნდობაც შეიძლება და შეყვარებაც, მთავარია, „ის“ ნამდვილად „ის“ იყოს. შეცდომის გამო სრული გულგატეხილობა და მამაკაცებზე ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ისინი ურჩხულები არიან, იქამდე მიგიყვანთ, რომ ბედნიერება გვერდს აგივლით. აუცილებლად შეიცვალეთ განწყობა საპირისპირო სქესის მიმართ. დაიწყეთ ამით და მერე ძებნა განაგრძეთ. „ის“ აუცილებლად გამოჩნდება – შენი გმირი, შენი რაინდი, რომელიც, იქნებ, არ იყოს მზეჭაბუკი, სამაგიეროდ, ზუსტად მოერგება იმ „ნიშას“, რომელიც თქვენ გვერდით არსებობს. არა უშავს, თუკი ვინმეს „ის“ თქვენი შესაფერისი არ ჰგონია, ის ხომ მხოლოდ თქვენთვის უნდა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი, ანუ, მამაკაცი, რომელზეც არასოდეს იტყვით: „ეს“, „ის“ არ არის...


скачать dle 11.3