რეცეპტი მარტივია
როცა ქალი ნებისმიერ ასაკში მიმზიდველი და სასურველია, ეს, უპირველესად, მისთვის არის ძალიან სასიამოვნო. თუმცა, არც მამაკაცებს აწყენდათ ახალგაზრდობის ხანგრძლივად შენარჩუნება. აბა, ვის არ უნდა, იყოს მარად ახალგაზრდა! ეს კი სულაც არ არის ისეთი ძნელი, როგორც თქვენ გგონიათ. მოინდომეთ და რეცეპტი მარტივია. ვერ უნდა მოიცალოთ მოწყენისთვის. ნეგატიური ფიქრებისთვის, ანუ, იმაზე დარდისთვის, რომ როდისმე დაბერდებით. ყოველდღიურობამ კი არ უნდა დაგღალოთ, სიხარული უნდა მოგგვაროთ. ქალბატონები გამინაწყენდებიან – ჭურჭლის რეცხვა, უთო და სამზარეულო სიხარულს როგორ მოგგვრისო. მაგრამ, თუკი ამ ყველაფერს საყვარელი ადამიანებისთვის აკეთებთ?! ნუ შეხედავთ თქვენს ცხოვრებას ნეგატიური მხრიდან, მას ხომ მშვენიერი მხარეებიც აქვს. ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და არც სხეულს აძლევს მოდუნების, დანებების საშუალებას.
* დადებითი ემოციებიც ძალიან ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ნუ დაელოდებით, თქვენ თვითონ შეგიძლიათ, „მოიზიდოთ“ ეს დადებითი ემოციები. გაცემული სითბო და სიყვარული ორმაგად დაგიბრუნდებათ უკან. ეს ძალიან სასარგებლოა და თანაც, სასიამოვნო.
* სხვა ადამიანებზე ზრუნვა, ინტელექტუალური აზროვნება და აქტივობა თავის ტვინს სულ „ამუშავებს“. მეხსიერებაში პრობლემები არ შეგექმნებათ და არც არაფერი დაგავიწყდებათ, თუკი მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქრებთ და არ ინერვიულებთ იმაზე, რაც გარდაუვალია.