კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კორტესის მოკავშირე

კორტესს ინდიელების ცივილიზაციის განადგურებაში საიდუმლო მოკავშირე დაეხმარა. ვინ იყო ის?!

როგორ შეეძლო ადამიანს, რომლის განკარგულებაშიც მხოლოდ 700 ევროპელი იყო, თუნდაც არბოლეტებითა და არკებუზებით შეიარაღებული, თავბრუდამხვევი გამარჯვება მოეპოვებინა აცტეკებზე, რომლებმაც დაიმორჩილეს სხვა ტომები და უძლიერესი ცივილიზაცია შექმნეს.

ინდიელები ხედავდნენ, როგორ სდიოდათ სისხლი კონკისტადორებს ჭრილობებიდან. ამიტომ მათი ღმერთკაცობის იდეა გამორიცხულია. ბევრი მათგანი თავად ინდიელებმა შესწირეს მსხვერპლად საკუთარ ღმერთებს სამსხვერპლო ქვებზე... მაშინ რა მოხდა, რატომ დამარცხდნენ და მოისრნენ აცტეკები?! პირველი ნიშანი ინდიელთა უბედურებისა აცტეკების მთავარი ღვთაების ტაძარში გაჩენილი დიდი ხანძარი იყო. მერე მას მეხიც დაეცა და დაინგრა. ეს კორტესის მათ მიწაზე გამოჩენამდე მოხდა და აცტეკებმა უკვე იცოდნენ, რომ დიდი ომი ელოდათ. ერთ მშვიდ, მზიან დღეს კი, ტბა ტესკოკოში წყალი მოულოდნელად ადიდდა და აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი დატბორა... ეს კიდევ არ იყო ყველაფერი... კორტესი ძალასთან ერთად ეშმაკობასაც იყენებდა, მაგრამ აცტეკების წინააღმდეგ მისი მთავარი მოკავშირე არა აცტეკების მიერ დამორჩილებული ტომები იყვნენ, არამედ ინდიელებში საშინელი სისწრაფით გავრცელებული ეპიდემია: „ყვავილი“. უხილავი და ყოვლისშემძლე მოკავშირე, რომლის წინააღმდეგ ინდიელებს არანაირი იარაღი არ გააჩნდათ. კორტესმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა, სცოდნოდა, რომ მისი ერთ-ერთი მონა ზანგი „ყვავილით“ იყო ავად და აბორიგენებსაც გადასდო. ინდიელები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ. ევროპელებს უკვე ჰქონდათ ამ ეპიდემიის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი. მაგრამ ინდიელები აბსოლუტურად მოუმზადებლები შეხვდნენ მას. ამერიკაში „ყვავილმა“ ადგილობრივ მცხოვრებლთა 90 პროცენტი იმსხვერპლა. მარტო ტენოჩტიტლანში მოსახლეობის 40 პროცენტი დაიხოცა. ძირითადად, გლეხები. მიწაზე ვერავინ მუშაობდა და მალე ეპიდემიას შიმშილიც დაერთო. გარდაიცვალა იმპერატორი კუატემოკი და მისი ძმა კუიტლაუაკი. აი, ასე დაიცა აცტეკების დედაქალაქი და მასთან ერთად მთელი იმპერიაც. სწორედ „ყვავილი“ იყო თეთრი ადამიანების მთავარი მომაკვდინებელი იარაღი ინდიელებთან ბრძოლაში.


скачать dle 11.3