კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შეუცვალა მსოფლმხედველობა კახა მიქიაშვილს და რატომ ეჭვიანობდა ის „ცოლზე“

როგორ გახდა ქართველი გოგონებისთვის სასურველი და საყვარელი, ეს არც გაუცნობიერებია და არც ახლა ფიქრობს, რომ პოპულარულია. თუმცა, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ კახა მიქიაშვილის სახელი ცნობილია და დეტალები მისი ცხოვრების შესახებ ძალიან ბევრს აინტერესებს. ამიტომ კახას „თავისუფალ თეატრში“ სპექტაკლამდე ნახევარი საათით ადრე შევხვდით.

კახა მიქიაშვილი: როდესაც ადამიანი მსახიობი ხდება, ყოველთვის რაღაც კონკრეტული ფაქტი განაპირობებს ამას. ჩემს შემთხვევაში სხვანაირად იყო. არც ოჯახის რომელიმე წევრი მყოლია მსახიობი, არც რაიმე სპექტაკლს ან ფილმს მოუხდენია წარუშლელი შთაბეჭდილება და ეს არ გამხდარა მიზეზი. უბრალოდ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ესეც არ ყოფილა ისეთი გიჟური სურვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი გამოვტოვე, ოჯახს ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი და შემდეგ ჩავაბარე თეატრალურში ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი – განსხვავებულ, ძალიან საინტერესო, მაგრამ ურთულეს პროფესიაში. გამიმართლა, რომ ბატონ შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი, რომელმაც პროფესიის მიმართ დამოკიდებულება კი არა, ცხოვრებისეული მსოფლმხედველობა შემიცვალა – ვიყავი სხვა ადამიანი და გავხდი სხვა. თუ რამეს წარმოვადგენ, თუ რამე შემიძლია, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა, თუმცა, ძალიან მკაცრი იყო, კანკალით დავდიოდით, მისი გვერიდებოდა, მაგრამ დღესდღეობით ის ჩემი უახლოესი ადამიანია. სწორედ ბატონმა შალვამ მიმახვედრა, რა იყო მსახიობობა: კოლოსალური შრომა, დისციპლინა, მკაცრი რეჟიმი – დამთავრებულია სახლი, მეგობარი, ქორწილი, დაბადების დღე. მაგრამ, რატომღაც, ეს ძალიან მომეწონა და არ მიფიქრია, რომ ამაში რამე სირთულე იქნებოდა. რომ არა ეს ჯგუფი, არ ვიცი, დღეს მსახიობი კი არა, საერთოდ ვინ ან რა ვიქნებოდი, რა გზას ავირჩევდი.

– სად გაიზარდე?

– „ნახალოვკაში“. თუ ამიტომ მეკითხები მართლა შეიძლებოდა, სხვა გზით წავსულიყავი, რაც ბევრ ჩემს მეგობარს დაემართა. იმიტომ კი არა, რომ მათგან გამორჩეული ვარ, უბრალოდ, გამიმართლა და სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც სიგიჟემდე მომწონდა ყოფნა. როგორც ჩანს, ბატონი შალვას ძალიან დიდი ავტორიტეტით ამ სფეროში და ჩემი მონდომებითაც, მას შემდეგ, რაც ჩავაბარე სულ დატვირთული ვარ, სულ მაქვს რეპეტიციები, გადაღებები. მეოთხე კურსის სტუდენტები ჩვენი სპექტაკლით უკვე თურქეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წავედით. ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება. აქედან რომ დაიწყო და დაიწყო, აღარ გავჩერებულვართ. სწორედ ანდრო ენუქიძის სპექტაკლმა, რომელიც თავისუფალ თეატრში დაიდგა და ერთმა გასტროლმა განაპირობა ჩვენი დაახლოება ავთო ვარსიმაშვილთან და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, სულ ახალი თაობა მოვიდა თავისუფალ თეატრში. პირველი სპექტაკლი, რომელიც ერთად გავაკეთეთ, იყო „ძმები“ და ის ჩემი აზრით, თეატრის სავიზიტო ბარათია. ნიკოს ამბის გამო (რომელიც ლეგენდად იქცა სიცოცხლეშივე) სპექტაკლი, რა თქმა უნდა, აღარ არის, მაგრამ მან მეც და თეატრსაც ძალიან დიდი სიხარული და წარმატებები მოგვიტანა. ამ სპექტაკლით მოვიარეთ უამრავი ფესტივალი. დიდი მადლობა ბატონ ავთოს ამისთვის, მას შემდეგ, ამ თეატრში ყველა სპექტაკლში ვთამაშობ და უფრო მასშტაბური როლებიც შემისრულებია, მაგრამ „ძმების“ დათო ყველაზე საყვარელია ჩემთვის. ძალიან თბილად მაგონდება ეს ყველაფერი.

– შენ თეატრშიც განებივრებული ხარ და კინოშიც.

– როცა მოღვაწეობა დავიწყე, კინო, პრაქტიკულად, არ არსებობდა. იყო რაღაც რეკლამები და სტუდენტური ფილმები, მაგრამ მე ძალიან მონდომებული ვიყავი და ყველანაირ ქასთინგზე აბსოლუტურად უშედეგოდ დავდიოდი – არსად არ ამიყვანეს და ამაზე ვხუმრობდი კიდეც – ეტყობა, ძალიან არატელეგენური ვარ, არ ვუხდები ეკრანს-მეთქი. ძალიან გაგიკვირდება, რომ პარალელურად ვმუშაობდი ტელევიზიის პირველ არხზე, ჯერ კიდევ როცა სახელმწიფო არხი იყო, წამყვანად, ორი წლის განმავლობაში. ისეთი არხი და ისეთი კარგი გადაცემა იყო, რომ საერთოდ არავის უნახავს და ყველას უკვირს (იცინის). იცოდნენ მარტო ჩემმა მშობლებმა, ბებიაჩემმა რაჭაში და ზაზა შენგელიამ, რომელსაც უთხრეს, ახალი წამყვანი გყავსო. „დილის პაემანი“ ერქვა ამ გადაცემას და მე ძალიან მომწონდა ეს პერიოდი, რადგან არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად ვიყავი. ამ ბოლო პერიოდში კი ძალიან მწყალობს ბედი და იმ ფილმების ოთხმოცდაათ პროცენტში ვთამაშობ, რასაც იღებენ. ახლაც გადაღებიდან მოვდივარ, აქ კიდევ გადაღება მაქვს და ისევ გადაღებაზე მივდივარ. თუმცა, როგორც კინომსახიობი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების, სწავლის პერიოდში ვარ. ძალიან გამიმართლა, რომ რენე ჰარნელთან მივიღე მონაწილეობა ქართულ-ამერიკულ პროექტში და ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, მივხვდი, თურმე საერთოდ რას ნიშნავს კინო. მიყვარს კამერა, არ მაქვს კომპლექსები და, როგორც სცენაზე, ისე გადასაღებ მოედანზე, გადასარევად ვგრძნობ თავს. იყო „იდიოტოკრატია“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ქუჩის დღეები“, მერე იყო გადაღებები ზაზა კოლელიშვილთან, მერე – ეს ჰოლივუდის ფილმი. ახლაც საინტერესო გადაღება გვაქვს, დეტალებს ვერ გეტყვით, პროდიუსერი დამსჯის; იყო ძალიან ცნობილი ფილმი „გარიგება“, რომლის მეორე ნაწილსაც ვიღებთ ახლა. საინტერესო როლი მაქვს, თელავში ვიღებთ და კარგ სიტუაციაში ვართ. მიხარია, რადგან აქცენტი არ კეთდება იმაზე, რომ ძალიან სასაცილო იყოს და ამით ფული შემოგვივიდეს, აქცენტი იმაზე გვაქვს გადატანილი, რომ პირველზე ნაკლები არ იყოს და კორექტული მუშაობა მიდის.

– სულ უცნაური როლები გაქვს. „იდიოტოკრატიის“ გიგას მსგავი კაცები არსებობენ?

– ალბათ, კი. პარტნიორების, რეჟისორის დახმარებით გავაკეთეთ ეს ტიპი – გიგა, რომელიც დარბის, ულვაშები აქვს, ცოლზე ეჭვიანობს, ძალიან მკაცრია და, ამ დროს, თითის გარშემო ატრიალებენ, ყველაფერს ატყუებენ და, საბოლოოდ, მაინც იჯერებს ტყუილებს. კონკრეტული ტიპაჟი გიგასთვის არ მყოლია, მაგრამ, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად რაღაცეები ილექება და მერე, ჩემდაუნებურად, ვიღაცეებს ვამსგავსებ ჩემს გმირებს. ახლა უნდა ვითამაშო მიხო – კახელი პაპა. როცა ნახეს, მითხრეს, რა მაგარია, როგორ ზუსტად ზის კახელი პაპის სტილშიო. არადა, კახეთში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც, ათი წლის წინ. გარდა „გარიგებისა“, ნიკა ხომასურიძე რეკორდს ამყარებს – ასწუთიან ფილმს ერთ დუბლში იღებს და სპექტაკლის მერე მასთან მაქვს გადაღება. მოკლედ, მაგარ გაწამაწიაში ვარ, მაგრამ, ეს ზუსტად ის დაღლაა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ მინდა. ამ დაღლას მოაქვს ის შედეგი, რომელსაც მსახიობობა ჰქვია. მირჩევნია, ამ გაწამაწიაში, ნერვიულობაში ვიყო სულ, ვიდრე სახლში მხარ-თეძოზე წამოვწვე და ათი წლით მეტი ვიცოცხლო.

– პარალელურად რა ხდება, პირად ცხოვრებაში? ჩამოყალიბდა აზრი, რომ გოგონებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ბიჭი ხარ.

– მე?! როგორ მიკვირს. არადა, თიკო სადუნიშვილმაც იგივე მითხრა. როგორც ჩანს, ეს ხმები ჩემამდე არ მოდის, მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: არ ვარ პოპულარული და ამის ამბიციები არ მაწუხებს. ამით შეურაცხყოფას არ ვაყენებ იმ მაყურებელს, რომელიც დადის ჩემს სპექტაკლებზე, ვუყვარვარ და მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ. ძალიან მსიამოვნებს ეს და იტყუება ის ადამიანი, ვინც ამბობს, არ მომწონს, რომ მცნობენო. მაგრამ, პოპულარობა, ჩემი აზრით, მაინც სხვა რაღაცაა. ბევრ გოგოს მოსწონხარო, რომ ამბობ, ამასაც ვერ ვგრძნობ.

– რამდენი წლის ხარ?

– ოცდაათის.

– მერე, არ არის მშობლებისგან, ბებიისგან „ჩაწვეთება“, დროა, ცოლი მოიყვანოო?

– ჩემს ოჯახში დემოკრატიულად ვწყვეტთ ყველაფერს და არც იმაზე წუწუნებენ, როდის მოიყვან ცოლს და შვილიშვილს ხელში დაგვაჭერინებო, არ ვსაუბრობთ ამ თემაზე. არასდროს მქონია ცხოვრებაში ისეთი სიტუაციაც კი, რომ ცოლის მოყვანა დღის წესრიგში დამდგარიყო. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს – „მეორე ნახევარი“ და ზუსტად ის ადამიანი უნდა იპოვო, რომელიც შეგავსებს და მთელი ცხოვრება შენ გვერდით იქნება. ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა იმის გამო, რომ ერთმანეთი მოეწონათ, უცებ გადაირივნენ, დაქორწინდნენ და მერე მიხვდნენ, რომ ეს ის ადამიანი არ იყო. ალბათ, იმ დონეზეც არ ვყოფილვარ, რომ თავი დამეკარგა.

– თავი დაკარგული არ გქონია? ესე იგი, არ გყვარებია.

– არ ვიცი. ასეც არ არის. კარგია ეს თუ ცუდია, არ ვიცი, მაგრამ, არ ვარ ის ადამიანი, ვინც სულელურად გადაწყვეტს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ემოციურიც ვარ, იმპულსურიც, ძალიან მგრძნობიარეც, რომანტიკულიც, სწრაფად აღზნებადიც, ფეთქებადიც... თუ რამით აღვფრთოვანდი, ვერ ვმალავ ვერანაირად და მერე შემიძლია, ამაზე ორი კვირა ვილაპარაკო. მაგრამ, ასეთ მნიშვნელოვან თემას რომ ეხება საქმე, მაშინვე ტვინში რაღაცეები ირთვება და მამუხრუჭებს. როდესაც ვგრძნობ, რაღაცამ, შეიძლება, ფატალური შედეგი მოიტანოს, მაგრამ დღეს კარგია – ამას არ გავაკეთებ. ალბათ, არ ყოფილა ისეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ვინც ისე გადამრევს, რომ ამ დეტალებზე აღარ ვიფიქრებ.

– აბა, ამ რომანტიზმს ვისთან ამჟღავნებ?

– ვგრძნობ, რომ ასეა. არა, ჩამოვარდნილ ფოთოლზე ლექსებს არ ვწერ, მაგრამ, ბევრი გიჟობა გამიკეთებია. საერთოდ, მსახიობი, ხელოვანი, შეუძლებელია, არ იყოს რომანტიკული. მიყვარს არაჩვეულებრივი საქციელები, მაგრამ, არ მიყვარს სტანდარტული სიტუაციები, მოქმედებები. იმიტომ კი არა, რომ ვინმესგან გამორჩეული ვიყო, უბრალოდ, შიგნიდან მომდის ასე. მოსაწყენი რაღაცეები არ მიყვარს. მსიამოვნებს სიურპრიზები, მაგრამ, როდესაც მსგავს რაღაცას აკეთებ, აღტკინებული ხარ, მეორე მხარეს კი ცივი კედელი გხვდება და წყალს გადაგასხამენ, რა საშინელი შეგრძნებაა, იცი?! (იცინის). საერთოდ, არ მიყვარს ჩემი პირადი რაღაცეების სააშკარაოზე გამოტანა, პრესასთან კი არა, ახლობლებთანაც კი. ის, რაც ჩემი პირადია, არ მომწონს, რომ საჯარო განხილვის თემა ხდება. მაქსიმალურად ვიცავ პირადს ამისგან და ჯერჯერობით ვახერხებ.


скачать dle 11.3