კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

3 საუკეთესო ტურბოდიეტა

როგორც მიხვდით, ეს დიეტა სამდღიანია. მისი დაცვა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, რადგან საკმაოდ ბევრი პროდუქტისგან შედგება. ერთი ეგაა, მომზადებისთვის მოგიხდებათ ცოტაოდენი გარჯა.

ამჯერად შემოთავაზებული დიეტა უფრო შედეგიანი რომ იყოს, უმჯობესია, ბრინჯისა და მანგოს დღით დაიწყოთ. ბრინჯი კარგად წმენდს ორგანიზმს და შემდეგ გაგრძელებული დიეტა გაცილებით ეფექტური იქნება.

ბრინჯი და მანგო მდიდარია კალიუმით, რომელიც გამოდევნის წიდებს, ასევე, ვიტამინებით, რომელიც აძლიერებს ნერვულ სისტემას.

პირველი – ბრინჯისა და მანგოს დღე (გამოაქვს ორგანიზმიდან სითხე და წიდები, აძლიერებს ნერვულ სისტემას).

საუზმე (9-10 საათი): 50 გრამი უცხიმო ხაჭო, 50 მილილიტრი უცხიმო რძე, 20 გრამი ბრინჯის ბურბუშელა (ან უმარილოდ მოხარშული და კარგად დაწურული ბრინჯი), და 200 გრამი წვრილად დაჭრილი მანგო (ან 100 მილილიტრი მანგოს წვენი) აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით.

სადილი (14-15 საათი): 40 გრამი ველური ბრინჯი მოხარშეთ, შეურიეთ 10 გრამი მანგო, 4 სადილის კოვზი ფორთოხლის წვენი, 4 ჩაის კოვზი წყალი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ჩილი, მარილი გემოვნებით.

ვახშამი (18-19 საათი): მოხარშულ, ცივ ბრინჯს შეურიეთ 100 გრამი წვრილად დაჭრილი მანგო, 10 გრამი პაპრიკი, 1 ფორთოხლისა და 1 ლიმონის წვენი.

მეორე – სტეიკისა და ვაშლის დღე (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას).

საქონლის მჭლე ხორცის სტეიკი შეიცავს L-კარნიტინს – ნივთიერებას, რომელიც წვავს ცხიმებს. უჯრედისი და ვიტამინები კი, რომლებსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და ნივთიერებათა ცვლას.

საუზმე (9-10 საათი): წვრილად დაჭერით 1 ცალი ვაშლი, შეურიეთ 20 გრამი „ჰერკულესი“, 150 მილილიტრი წყალი, მწიკვით დარიჩინი და ხარშეთ 7 წუთის განმავლობაში. შეაგრილეთ და დაუმატეთ 5 სადილის კოვზი დო (ან უცხიმო და უშაქრო კეფირი).

სადილი (14-15 საათი): წვრილად დაჭერით 1 თავი ხახვი და 1 ცალი ვაშლი. შეწვით საქონლის ხორცის 1 ნაჭერი უცხიმო სტეიკი (200 გრამი) 1 სადილის კოვზ კარაქში. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ვაშლი და ხახვი მოშუშეთ ნახევარ ჩაის კოვზ კარიში, დაუმატეთ ბოსტნეულის ბულიონი (რომ დაიფაროს) და შუშეთ 7 წუთის განმავლობაში. შეატანეთ 1 ცალი უმი ვაშლისა და 1 ცალი მოხარშული კარტოფილის სალათა.

ვახშამი (18-19 საათი): შეწვით 1 ნაჭერი სტეიკი. ცალკე მოამზადეთ სალათა 1 ცალი უმი ვაშლის, 1 პატარა კონა ოხრახუშისა და 1 თავი ხახვისგან. მოასხით 1-2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

მესამე – ინდაურის თეთრი ხორცი და სალათა (წვავს კალორიებს და მატებს მხნეობას).

საუზმე (9-10 საათი): 30 გრამ „ჰერკულესს“ დაასხით 6 სადილის კოვზი მინერალური წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით შეურიეთ 150 გრამი უცხიმო იოგურტი, 2-3 ცალი დამბალი „კურაგა“ (გარგარის ჩირი) და 50 გრამი ჟოლო.

სადილი (14-15 საათი): 200 გრამი ბროკოლი ორთქლზე მოწალეთ. დაჭერით 2 ცალი პომიდორი, 4-5 ღერი მწვანე ხახვი, 1 კბილი ნიორი, ცოტა ბაზილიკი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი; მარილი და პილპილი – გემოვნებით. წვრილად დაჭერით 100-150 გრამი ინდაურის თეთრი ხორცი, მოშუშეთ 1 ჩაის კოვზ კარაქში, მოაყარეთ ცოტა მარილი, ჩილი და აურიეთ სალათაში.

ვახშამი (18-19 საათი): წვრილად დაჭერით 100 გრამი თეთრი ხორცი (ინდაურის), მოაყარეთ მარილი და შეწვით დაბალ ცეცხლზე. შეურიეთ მსხვილად დაჭრილი მწვანე სალათის ფოთლები, 1 პატარა თავი ხახვი და 1 ცალი ვაშლი. მოასხით 150 მილილიტრი უცხიმო იოგურტი.


скачать dle 11.3