კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის წერს გიგა კვენეტაძე მოსკოვში სიმღერებს 10 000 ევროდ და როდის მიაღწევს მისი შემოქმედების ღირებულება გაცილებით მეტს

მომღერალი გიგა კვენეტაძე უკვე სამი წელია, მოღვაწეობას მოსკოვში განაგრძობს და რუსულ შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრებას ავტორ-შემსრულებლის სახელით ცდილობს და გამოსდის კიდეც – მან უკვე არაერთი ცნობილი მომღერლისთვის დაწერა სიმღერა და რამდენიმე წარმატებული პროექტიც გააკეთა. გიგას სიმღერები საკმაოდ კარგად ფასობს, თუმცა, მისი აზრით, რამდენიმე წელიწადში ისინი კიდევ უფრო დაფასდება და ის ერთ-ერთი ძვირად ღირებული ავტორი გახდება.

– ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

– ამჯერად ერთი ახალგაზრდა გოგონას – თამრო დუდუნიას ალბომზე ვმუშაობ, რომელიც მალე უნდა დავასრულო. ეს მომღერალი მალე „ახალი ტალღის“ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩემს სიმღერასაც იმღერებს.

– ვისი სახელით?

– კონკურსში მონაწილეობას რუსეთის სახელით მიიღებს. თამრო დუდუნია ქართველი გოგონაა, რომელსაც დედა აფხაზი ჰყავს.

– როგორც ვიცი, კიდევ რამდენიმე პროექტზე მუშაობ მოსკოვში.

– სტუდიაში რაც კეთდება, ყველაფერს პროექტი ჰქვია, სამუშაო კი ძალიან ბევრი მაქვს. ვმუშაობ სხვადასხვა ალბომზე, ამჟამად – სოსო პავლიაშვილის პროქტზე, რომელიც საახალწლო გადაცემებში გაჟღერდება.

– ვისთანაც თანამშრომლობ, ყველა ქართველია?

– არა, მარტო ქართველებთან არ ვთანამშრომლობ, არიან რუსებიც. ჩვენი სტუდია და მე, ასევე, ვმუშაობთ ჯგუფთან „ბრატია პრად.“ მისი წევრები რეპერები არიან და ჩვენს სტუდიაში ალბომს აკეთებენ.

– არ თქვა, ახლა, გარეპვა დავიწყე და მათთვის სიმღერს ვწერო.

– არა, რას ამბობ, ჩემთან არანჟირება კეთდება (იცინის).

– როგორც ვიცი, შენი მეუღლე გეხმარება და რამდენიმე სიმღერისთვის ტექსტი დაგიწერა.

– ნინო ამ მხრივ მართლაც მეხმარება და, ძალიან მინდა, კარგი ტანდემი გამოგვივიდეს. მინდა, მალე ცნობილი სახეებისთვისაც დაწეროს ტექსტები. ჯერ ყველაფერი წინ არის, ნინო სულ რამდენიმე თვის ჩამოსულია, წინსვლები გვაქვს და ამას არ დავჯერდებით. ხომ გაგიგია: ერთი მაგარია, ორი – უმაგრესი. ასე რომ, ერთად ბევრს გავაკეთებთ.

– მართალია, სხვებისთვის სიმღერებს წერ, მაგრამ, საკუთარი თავისთვის თუ იცლი?

– ჩემთვის იმდენი სიმღერა მაქვს დაწერილი, არ ვიცი, სად წავიღო. მიუხედავად ამისა, ჯერ საკუთარი თავისთვის ვერ ვიცლი და მათ ჩაწერას ვერ ვახერხებ – ზოგს ტექსტი აკლია, ზოგს დასრულება და ასე შემდეგ. საქართველოში საკუთარ თავზე უფრო მეტად ვმუშაობდი, ვიდრე სხვაზე. გული მწყდება, მაგრამ, მოსკოვში ამას ვეღარ ვახერხებ. მირჩევნია, აქ ცნობილი ვიყო როგორც ავტორ-შემსრულებელი.

– შენს სიმღერებს თუ ტექსტები აკლია, ამ დროს ნინო რას აკეთებს?

– ეს ნინოს უთხარით (იცინის).

– გავიგე, დათო ხუჯაძესთან ერთად დუეტის ჩაწერას გეგმავ.

– ამაზე მე და დათოს ერთი კვირის წინ გვქონდა საუბარი. გვინდა, უფრო ქართულ სტილში გავაკეთოთ სიმღერა. დუეტი, რომლის ჩაწერაც აზრად მოგვივიდა მე და დათო ხუჯაძეს, ჯერჯერობით ჩანასახშია, მაგრამ, იმედი გვაქვს, მალე მოვაბამთ თავს.

– როდის გეგმავ საქართველოში ჩამოსვლას?

– ძალიან მინდა საახალწლოდ ჩამოვიდე. ისე მე ზაფხულშიც ვაპირებდი, მაგრამ, იმდენი პროექტი დამიგროვდა გასაკეთებელი, რომ ჩამოსვლა ვეღარ მოვახერხე.

– როგორც ჩანს, საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა შენთვის მოსკოვში გადასვლა.

– საკმაოდ ნაყოფიერი, მაგრამ მოსკოვი იმდენად რთული ქალაქია, რომ აქ ძალიან ძნელია, რაღაცას მიაღწიო. ყოველდღიურად დაძაბული მუშაობა გჭირდება იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო და ვიღაცამ დაგინახოს. საქართველოში ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია.

– გამომდინარე იქიდან, რომ საქმე არ გაკლია, შეიძლება ითქვას, რომ შენზე არის მოთხოვნა.

– რა თქმა უნდა, არის. აქ მე ვმუშაობ და მოსკოვის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვარ. სამი წელი არც ისე დიდი დროა და ყველაფერი წინ არის. მოსკოვი ერთ დღეში არ აშენებულა.

– მანდ დარჩენას რამდენ ხანს გეგმავ?

– ვფიქრობ, აქ ძალიან დიდხანს დავრჩები, რადგან ბევრი სამუშაო მაქვს. ასევე, მინდა, ჩემს სოლო კარიერასაც მივხედო. ამისთვის სამომავლოდ რამდენიმე პროექტი მაქვს განსახორციელებელი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

– აღნიშნე, რომ სამი წელი დიდი დრო არ არისო, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმები, რომ არც ცოტაა. ამ სამ წელიწადში გიგა კვენეტაძე თუ შეიცვალა?

– კი, ძალიან შეიცვალა. თუნდაც იმით, რომ ძალიან დიდი სანაცნობო წრე მყავს. ვმუშაობ ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც არიან: ვალერი მელაძე, სოსო პავლიაშვილი, „ჟასმინი,“ ზვერევი და ასე შემდეგ.

– ყველაზე წარმატებული რომელია შენი პროექტებიდან?

– მიმაჩნია, რომ ჩემი ყველაზე წარმატებული პროექტი ის იქნება, რომელიც საკუთარი თავისთვის აწი უნდა გავაკეთო. ჯერჯერობით ვერ მოვიცალე, მაგრამ, ძალებს ვინახავ. ყველაფერი იქიდან წამოვიდა, რომ, ადამიანები, რომლებიც უსმენენ ჩემს სიმღერებს, ან მღერიან ჩემს დაწერილ სიმღერებს, ყველას ერთი კითხვა აქვს – რატომ არ ვმუშაობ სოლო კარიერაზე.

– პასუხი როგორია?

– მე რომ სოლო კარიერას მივხედო, მერე თქვენ ვინ გაგიკეთებთ სიმღერებს-მეთქი? ჯერჯერობით სოლო კარიერაში ტაიმ-აუტი მაქვს აღებული, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია ახალი იმიჯის შესაქმნელად.

– ანუ, ახალ სტილში გინდა თავის მოსინჯვა?

– მინდა გითხრათ, რომ, რა სტილშიც არ უნდა ვიმღერო, ალბათ, გიგასთან ერთად ტირილი არ შეიცვლება (იცინის). მიუხედავად ამისა, მექნება რიტმული და მელოდიური სიმღერები.

– მერე, იქნება ეს კომერციული?

– რა თქმა უნდა, კომერციის გარეშე მოსკოვში წარმოუდგენელია სიმღერის გათვლა.

– რამდენად ხარ კომერციული პროექტების ავტორი, ანუ, რა ღირს გიგა კვენეტაძის ერთი სიმღერა?

– როცა ჩემს სიმღერაზეა საუბარი ფასი 6 000-10 000 ევრომდე მერყეობს. ამაში შედის ტექსტი, არანჟირება, მუსიკა და ჩაწერა სტუდიაში. ეს ყველაფერი საწყისი ეტაპისთვის კარგია, თუმცა, ისიც მინდა, გითხრათ, რომ კონსტანტინ მელაძის სიმღერა 30 000 ევრო ღირს.

– შენი აზრით, როდის ავა გიგა კვენეტაძის სიმღერები 10-დან 30 000 ევროზე?

– ალბათ, სამ-ოთხ წელიწადში, მაქსიმუმ – ხუთში. თუმცა, შეიძლება, ხვალვე „გავისროლო“ ისეთი სიმღერა, რომელსაც ათიანში გავარტყამ და ძალიან დიდ პოპულარობას მომიტანს. ასე რომ, მიზანი მაქვს და ახლა იმას ვფიქრობ, როგორ გავარტყა ათიანში.

– მოსკოვის რადიოსადგურებში თუ ჟღერს შენი დაწერილი სიმღერები?

– ჩემი სიმღერები ისეთ წამყვან რადიოებში ჟღერს, როგორებიცაა: „დიეფემი,“ „ენერჯი,“ „რუსკოე რადიო“ და ასე შემდეგ. მაგალითად დათო ხუჯაძის ახალი სიმღერა, რომელიც მე გავუკეთე, სულ ორი კვირაა, რაც რადიოებში ჟღერს და უკვე სხვადასხვა ათეულშია შესული. ასევე, ტრიალებს „მუს-ტევეზე,“ სადაც ძალიან ძნელია სიმღერის მოხვედრა.

– თუ გიწვევენ სტუმრად ამ პოპულარულ რადიოებში?

– ჯერჯერობით არ ვყოფილვარ, რადგან რადიოში უფრო შემსრულებლებს იწვევენ. მე სიმღერების ავტორი ვარ და, ამიტომ, ჯერ ჩრდილში ვარ.

– ანუ, ავტორები ყოველთვის ჩრდილში ხართ?

– გააჩნია, რა მიმართულებას აიღებ. მაგალითად, შეიძლება, კრუტოიმ საერთოდ არ იმღეროს, მაგრამ, როიალთან დაჯდეს და მომღერალს აკომპანემენტი გაუკეთოს. ამიტომ მას ხალხი ხშირად ხედავს და უფრო იცნობს, ვიდრე კონსტანტინ მელაძეს, რომელიც საერთოდ არ ჩანს – შეიძლება, მხოლოდ ერთი-ორჯერ გამოჩნდეს სადმე.

– არ ჩანს, მაგრამ, მისი ერთი სიმღერა 30 000 ევროდ ფასობს. არ გირჩევნია, ჩრდილში იყო და ასეთი შემოსავალი გქონდეს?

– სხვათა შორის, ერთ-ერთმა პოპულარულმა რეჟისორმა, კონსტანტინ ჩერებკოვმა, მითხრა: „გიგა, დამიჯერე, მოსკოვში, ჯობია, სიმღერები წერო, ვიდრე იმღეროო“. მე ორივეს გავაკეთებ, რადგან ეს ჩემი ადრენალინია. სცენის გარეშე ცოტა დაჩაგრული ვარ. მართალია, არც კონცერტებზე გამოსვლის პრობლემა მაქვს ამჟამად, მაგრამ, თავს მაინც დაჩაგრულად ვგრძნობ იმის გამო, რომ ჯერ იმ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებ, რომელიც მინდა. მე მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთო.


скачать dle 11.3