კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ჰოლივუდელი ვუნდერკინდი ითამაშებს სამგანზომილებიან „მუშკეტერებში“ და რა აკავშირებს ანტონ ელჩინს საბჭოთა კავშირთან

ისინი ჰოლივუდის „ოქროს თაობის“ წარმომადგენლები და მილიონობით თინეიჯერი გოგონას კერპები არიან, მათზე დიდ იმედებს ამყარებენ და მომავალში სწორედ ისინი უნდა იქცნენ იმ დონის ვარსკვლავებად, რომელთა კინოეკრანებზე გამოჩენას მოუთმენლად ელიან, ისევე, როგორც დღეს ალ პაჩინოს ან რობერტ დე ნიროს კინოგმირებს.

ლოგან ლერმანი – 18 წლის

მენეჯერი დედისა და ბიზნესმენი მამის შვილმა, ლოგანმა სამი წლის არ იყო, რომ გამოაცხადა, მსახიობი უნდა გამოვიდეო. 4 წლის ასაკში მას საკუთარი აგენტი ჰყავდა, ხოლო 8 წლისამ მელ გიბსონის შვილის როლი ითამაშა ბლოკბასტერში „პატრიოტი“. თუმცა სანამ პროდიუსერები მასში დიდ პოტენციალს დაინახავდნენ, ლოგანს მეორეხარისხოვან როლებზე აკავებდნენ ფილმებში: „პეპლის ეფექტი“, „რა სურთ ქალებს“ და „მატარებელი იუმაზე“. ახლახან ეკრანებზე გამოსულ ფილმში „პერსი ჯექსონი და ოლიმპიელები“ ლოგანი მთავარ როლს ასრულებს, რამაც მსახიობს რწმენა შეჰმატა, რომ მას ძალუძს გაუწიოს კონკურენცია „ჰარი პოტერის“ როლით ცნობილ დენიელ რედკლიფს. ახლო მომავალში ეკრანებზე გამოვა პოტენციური ბლოკბასტერი, „ბოროტების სავანის“ ავტორის პოლ ანდერსონის 3D ეფექტით გადაღებული „სამი მუშკეტერის“ ახლებური ვერსია. ფილმში ახალგაზრდა ლოგანი დარტანიანის როლს ასრულებს.

ტეილორ ლოტნერი – 18 წლის

ყველაფერი „ბინდით“ დაიწყო, სადაც თავისი კუნთოვანი სხეულით და არაჩვეულებრივი შარმით, ლოტნერმა მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მთავარი როლის – ვამპირი ედვარდის შემსრულებლის, რობერტ პატინსონის ფანკლუბის წევრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა მაქცია – ჯეიკობის თაყვანისმცემელთა რაოდენობას. „ბინდის“ სერიების გადაღებებს შორის ბოდიბილდინგითა და კარატეთი გატაცებულმა ტეილორმა, მელოდრამატულ „ვალენტინობის დღეში“ ითამაშა. თუმცა ცხადია, მისი ადგილი უფრო მძაფრსიუჟეტიან ფილმებშია და ვარაუდობენ, რომ ტეილორ ლოტნერი 80-90-იანი წლების ექშენ-ვარსკვლავების – სტალონეს, შვარცენეგერის, ვან დამისა და ლუნდგრენის ღირსეულ მემკვიდრედ მოგვევლინება. ახლო მომავალში კი, მისი მონაწილეობით ორი თრილერის გამოსვლაა დაგეგმილი, სადაც ლოტნერი არცთუ უმნიშვნელო როლებს ასრულებს.

აარონ ჯონსონი – 20 წლის

ჯონსონის კარიერა, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, სერიალით დაიწყო. ბრიტანული და ამერიკული საშუალო დონის სატელევიზიო ფილმებში დაკავებული ჯონსონი, საბოლოოდ მიიწვიეს ფილმში „იყო ჯონ ლენონი“ სადაც მან ლეგენდარული „ბითლზის“ ასევე, ლეგენდარული წევრის როლი განასახიერა. ფილმის გადაღებების დროს აარონი შეხვდა რეჟისორს, 43 წლის სემ ტეილორ-ვუდს, რომელთანაც რომანი გააბა და ახლახან წყვილს ქალიშვილი შეეძინა. ჯონსონის გაპოპულარებაში კი, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფილმს „გაჩუმდი და იმოქმედე“. ეს არის ფილმი სუპერგმირების კოსტიუმებში გადაცმულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ღირსეულ კონკურენციას უწევენ სუპერმენს, ბეტმენსა და სხვა გმირებს. 2012 წელს ეკრანებზე გამოვა ფილმის სიქველი, ხოლო ახლო მომავალში ჯონსონს ვიხილავთ საშინელებათა ჟანრის ორ სურათში – ჰიდეო ნაკატას „ჩეთში“ და „ტელეფონში“.

ანტონ ელჩინი – 21 წლის

ანტონი წარმოშობით საბჭოთა კავშირიდან არის და დღემდე მის კარიერაში 30-მდე მნიშვნელოვანი კინოპროექტია. კარიერის დასაწყისში ის ისეთი დონის მსახიობების გვერდით იწყებდა სვლას კინოოლიმპზე, როგორებიც რობინ უილიამსი და ენტონი ჰოპკინსი არიან. „სტარ ტრეკში“ და ახალ „ტერმინატორში“ შესრულებული როლების შემდეგ ელჩინი ჰოლივუდის ელიტის წევრი გახდა, ახლო მომავალში კი, ის მთავარ როლს შეასრულებს გრიგორი ჩხარტიშვილის, იგივე ბორის აკუნინის რომანის მიხედვით გადაღებულ თრილერში „ზამთრის დედოფალი“, სადაც რეჟისორის ამპლუას ფიოდორ ბონდარჩუკი ასრულებს.

მაიკლ სერა – 22 წლის

მაიკლი იდეალურად ირგებს აუტსაიდერებისა და უიღბლოების როლებს ამერიკულ კინემატოგრაფში. კომედიური ჟანრი სწორედ სერას სტილის მსახიობისთვის არის ზედგამოჭრილი და ბლოკბასტერების „ჯუნოს“ და „სუპერ კვერცხების“ შემდეგ ის ამ ჟანრის ახალ ვარსკვლავად იქცა. ახლახან ეკრანებზე გამოვიდა „სკოტ პილიგრიმი ყველას წინააღმდეგ“ – მძაფრსიუჟეტიანი კომედია, სადაც სერამ თავისი ერთ-ერთი პირველი მთავარი, ტრადიციულად, მორიგი ლუზერის როლი შეასრულა. ახლო მომავალში კინოგაქირავებაში გამოვა სერას კიდევ ერთი ფილმი „გილიგანის კუნძული“, რომელიც 60-იან წლებში პოპულარული ტელესერიალის რიმეიქია და მასთან ერთად მთავარ როლს მომხიბვლელი და სექსუალური როუზ მაკგოუენი შეასრულებს.

ჯეიმი ბელი – 24 წლის

ჯეიმი ბავშვობაში ბალეტით იყო დაკავებული და ამის გამო, თანატოლებში იგი ხშირად ხდებოდა დაცინვის ობიექტი. თუმცა, სწორედ ბალეტის სიყვარულმა მოუტანა პირველი წარმატება ჯეიმი ბელს. ფილმში „ბილი ელიოტი“ მან 11 წლის, მეშახტის შვილის როლი ითამაშა, რომელიც შეყვარებული იყო ბალეტზე. ფილმმა „ოსკარის“ სამი ნომინაცია და დიდი მოწონება დაიმსახურა კინოკრიტიკოსებში, ხოლო ბელის კარიერამ აღმასვლა დაიწყო. ამას მოჰყვა როლები გახმაურებულ ფილმებში: პიტერ ჯექსონის „კინგ-კონგში“, კლინტ ისტვუდის „მამათა ალმებში“ და თომას ვინტერბერგის „ძვირფას ვენდიში“. ჯეიმი ბელი უკანასკნელი პერიოდია, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მსახიობის სახელს ატარებს ჰოლივუდში, ხოლო მისი მომავალი გეგმები კი, მთლიანად სტივენ სპილბერგს უკავშირდება. სწორედ ის ასრულებს მთავარ როლს 2011 წლის უმთავრეს ბლოკბასტერად წოდებულ „ტანტანის თავგადასავალში“.


скачать dle 11.3