კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ურტყამდა ინგლისში მილიარდერების კუნძულს გემით წრეს ვაჟა მანია და სად გაიგიჟა მან ბოლომდე თავი

დაახლოებით ორი თვეა, რაც ვაჟა მანია ინგლისში ცხოვრობს და სწავლობს. ეს საოცარი ადამიანი პირადად მე ძალიან მომენატრა, რადგან ვაჟა არის პიროვნება, რომელიც მთლიანად დადებითი ემოციებით არის სავსე – საკუთარი თავის გარშემო მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს ავრცელებს და ის რომ არ გიყვარდეს, უბრალოდ, შეუძლებელია.

ვაჟა: პრინციპში, არ მიჭირს ადაპტაცია, ახალ გარემოსთან შეგუება. თანაც, დიდი სურვილი მქონდა, წამოვსულიყავი და მესწავლა. ერთადერთი, ჩემი ახლობლები, ოჯახის წევრები მენატრებოდნენ. ნათია აბრამია რომ არ ყოფილიყო, თავიდან მართლა გამიჭირდებოდა ლონდონში ცხოვრება. ნათია ჩემი ნათესავია. როდესაც ბორმუდიდან უცებ ჩავედი ლონდონში, დასარჩენი ადგილიც არ მქონდა. ამიტომ, ნათიასთან დავრჩი. ძალიან შემიწყო ხელი ბინის მოძებნაში და საერთოდ, აზრზე რომ მოვსულიყავი. ქალაქში რომ მარტო დავდიოდი, ნათია აბრამია მეუბნებოდა, თუ დაიკარგები, მე დამირეკე და აგიხსნი, როგორ მოიქცეო. მაგრამ, სახლში ისე მოვდიოდი, რომ ნათიას არასდროს ვურეკავდი. არც ერთხელ არ დავკარგულვარ, თან, ძალიან შორ მანძილებზე დავდიოდი. ახლაც, შაბათ-კვირას ნათიასთან გავდივარ, გავისეირნებთ, ვერთობით. ესენი რომ არ იყვნენ, ალბათ, გავგიჟდებოდი.

– როგორც ვიცი, სანამ ლონდონში წახვიდოდი, ენის კურსები გაიარე.

– კი და ინგლისელების ოჯახში ვცხოვრობდი. ძალიან კარგი ოჯახი იყო – ურთიერთდამოკიდებულება ძალიან თბილი ჰქონდათ. რომ ჩავედი, თბილისი, ჩვენი კულტურა გავაცანი და საკუთარი თავიც – შემოქმედებითად. სახლში ვახშმობას რომ მოვრჩებოდით, ოჯახის უფროსი დამიძახებდა – ვაჟა, ჩამოდი ჩემთან და ტრომბონიც ჩამოიტანე, დავუკრათო. მერე მთელი ოჯახი შევიკრიბებოდით – თვითონ გიტარაზე უკრავდა, ბავშვებიც უკრავდნენ, მე ჩემს ტრომბონს ჩამოვიტანდი, დავუკრავდით. მოკლედ, სახლში ყოველდღე, ვახშმის შემდეგ, მინი-კონცერტები გვქონდა. ვუთხარი, რომ როგორც თქვენთან „იქს ფაქტორია“, ასეთია საქართველოში „ჯეოსტარი“ და იქ გამოვდიოდი, ფინალში გავედი-მეთქი. ამაზე გაგიჟდნენ. ვინმე სტუმრად რომ მოდიოდა სახლში, ჩემს ვიდეოს ურთავდნენ, ნახეთ „სელებრითი“ გვყავს ჯორჯიიდანო. თან, ამას მე კი არ მეუბნებოდნენ, უბრალოდ, ჩავედი დაბლა და ვნახე ჩემს სიმღერას უსმენდნენ, ძალიან უხაროდათ. მერე მეც ვმღეროდი ცოცხლად. მიუხედავად იმისა, რომ მათთან ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, სულ გაქცევაზე ვიყავი. მინდოდა, ენის კურსები მალე დამემთავრებინა, რადგან ვიცოდი, ლონდონში წინ რაც მელოდებოდა. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა ნაყოფიას. რომ არა მისი დახმარება, როგორც პიროვნული, ასევე ფინანსური, დაახლოებით კვირა-ნახევრით ჩავიდოდი ლონდონში, რადგან საჩუქარში მხოლოდ ეს პერიოდი შედიოდა. ბატონმა კობამ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და დღეს რომ მე ლონდონში ვსწავლობ, ვცხოვრობ, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვარ, მხოლოდ მისი დამსახურებაა. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ანგლო ჯორჯიას“ წარმომადგენელს – რუსა შათირიშვილს, რომელიც საბუთების, ტექნიკური საკითხების მოგვარებაში ძალიან დამეხმარა. ასე რომ, კეთილი ადამიანების დახმარებით დღეს მე ლონდონში ვარ და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

– ენასთან დაკავშირებით პრობლემები გქონდა?

– პირველად რომ ჩავედი და გავიგონე ინგლისური, მივხვდი, რომ ასეთი ინგლისური არასდროს მომისმენია. უცებ შევშინდი, რომ ვერ ვისწავლო, ვერ ავითვისო ენა, ეს ერთი თვე ტყუილად არ დავკარგო-მეთქი. ისე დავწერე ტესტები, საშუალოზე მაღალ დონეზე დამსვეს, მაგრამ არაფერი მესმოდა და ვთხოვე, ნახევარი საფეხურით დაბლა დავესვი. იქ ყველაფერი მესმოდა და მერე მალე დავეწიე, ჩავჯექი გრაფიკში. ბორმუდში რამდენიმე ქართველი სწავლობდა, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. იქ რომ ჩავედი, ძალიან მოწყენილი ვიყავი და ისინი რომ ვნახე, გამიხარდა. მამხიარულებდნენ, არ მომაწყინეს. ყველანაირად ვერთობოდი – პლაჟზე დავდიოდით, ვსეირნობდით, ფილმებს ვუყურებდით, თავს ვირთობდით. გემითაც გავისეირნეთ. მილიარდერების კუნძულია და ერთხელ გემით დავარტყით წრე, ძალიან ლამაზი ადგილი იყო.

– როგორი იყო შენი ლონდონური პირველი შთაბეჭდილება?

– ვიგრძენი, რომ ჩამოვედი იქ, სადაც აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი. რაც მთავარია, სამ თვეში ბევრი რაღაცის გაკეთება უნდა მოვასწრო, – ამაზე ბევრს ვფიქრობდი. იმის „ჟილკა“ მაქვს, რომ ყველაფერი გავაკეთო, თუ რამე გამოჩნდება, ჩავებღაუჭო და ბოლომდე მივიყვანო საქმე, ნელ-ნელა წინ მივდივარ, მაგრამ უფრო მეტი მინდა და რაც მაქვს, იმით ვერ ვკმაყოფილდები. პიროვნულადაც გავიზარდე და მიხარია, რომ ახალი ეტაპი დაიწყო ახალი ვაჟათი, ახალი ემოციებით და ყველაფერი წინ მაქვს.

– როგორ მოეწყვე ლონდონში, ვისთან ერთად ცხოვრობ?

– ათი დღე ვცხოვრობდი ნათიასთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მას ყველაფრისთვის. ბინის მოძებნაშიც დამეხმარა და ახლა ლიბანელთან ერთად ვცხოვრობ. სიმღერასთან დაკავშირებით ისეთ ამბიციურ კომენტარებს აკეთებს, გაგიჟდები. რჩევებს მაძლევს იმისთანას, არ ვიცი, რა გითხრათ. ერთხელ მითხრა, რომ ჩამოხვედი, რაღაც უცხო ბგერები მესმოდა, ნელ-ნელა დაიხვეწეო. თავი გამოიჩინა, ესეც თავისებურ მასტერ-კლასებს მიტარებს – პროგრესირება იგრძნობაო. თავიდან რომ დავბინავდი, არ ვიცოდი, ვინ იყო, უბრალოდ, ისიც ცხოვრობს ამ სახლში. ჩემი ოთახიდან გამოვედი და შუა მისაღებში ხალიჩა ჰქონდა გაშლილი – მუხლებს იტყავებდა, მერე ამიხსნა, რომ მაჰმადიანი იყო. ცოტა ხნის წინ ლიბანური კერძი ამომიტანა დიდი სინით, შავი ფერის იყო. შემეშინდა, არ მომწამლოს-მეთქი, მაგრამ შევჭამე და გადავრჩი. ხომ ხედავ, ცოცხალი ვარ. მოკლედ, საკუთარ თავზე ვზრუნავ. მართალია, ამას თბილისში არ ვიყავი მიჩვეული, მაგრამ დრო მოვიდა, რომ მივეჩვიო. თავიდან სიზარმაცის მომენტი მქონდა. შევჭამდი და ჭურჭელს აულაგებელს ვტოვებდი. მერე მახსენდებოდა – ამას, ვაჟა, ვინ გაგირეცხავს-მეთქი და ვრეცხავდი. ნელ-ნელა მივეჩვიე, საჭმელებსაც ვიკეთებ.

– როგორი გრაფიკი გაქვს, რამდენად დატვირთული ხარ?

– ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი გრაფიკი საერთოდ თუ არსებობდა. ძალიან ბევრი საგანი მაქვს მოსამზადებელი, თან ყოველდღე სხვადასხვა. მცირე დროში მიწევს სწავლა. ცალ-ცალკეა სხვადასხვა განყოფილებები – ჰიპ-ჰოპის თემა უნდა მოამზადო, ბლუზის, ჯაზის და ასე შემდეგ. ანუ, კვირაში 2-3 სიმღერის გაკეთება მიწევს, ზეპირად, თავისი ლირიქსებით. ასევე, მაქვს საგნები, რომელიც ამ კონკრეტულ სიმღერებს ეხება და კიდევ ქცევის წესები. ანუ, ამ სიმღერის შესრულების დროს სცენაზე როგორ უნდა მოიქცე, ამას ტექნიკის ინსცენირება ჰქვია. ასევე, მაქვს მუსიკის დიაგნოსტიკა, მასწავლიან იმას, რა სირთულეებია ამ სიმღერებში. ანუ, როდესაც მაქვს ორი სიმღერა კვირაში, დანარჩენი საგნებიც ამ სიმღერას ეხება. მომავალ კვირას კი ყველაფერი იცვლება. ამას გარდა, კიდევ გვასწავლიან – „კლავიშზე“ დაკვრას, სოლფეჯიოს, ჰარმონიას, კომპოზიციის გაკეთებას. ძალიან საინტერესოა აქ სწავლა. სასწავლებელს აქვს თავისი დარბაზი და კვირის განმავლობაში ორ ცოცხალ კონცერტს ვატარებთ. ერთია – ცოცხალ ბენდთან და ერთი – მინუს-ფონოგრამაზე. ბენდთან ერთად უფრო გახსნილი ვარ. პირველად რომ ვიმღერე, თავი გავიგიჟე, მონატრებული ვიყავი სიმღერას. სცენაზე რომ ავედი, ხელში დავიჭირე მიკროფონი, „ხამივით“ დავიწყე სიმღერა, ყველაფერი გავაკეთე.

– ალბათ, ყველაზე კარგი გამოვიდა.

– არ ვიცი, მაგრამ ყველასგან განსხვავებული რომ იყო, ეს მასწავლებელმაც აღნიშნა. კარგი ბიჭი ხარო, მაგრამ აქ ჩვენ დაგვიჯერეო. აქ ჩამოსვლამ ჩემზე, როგორც პიროვნებაზე, ასევე, მუსიკალურადაც ძალიან იმოქმედა. აქ შენი ზედმეტი რაღაცეები არავის აინტერესებს. სიმღერის დროს ეს ზედმეტობები სულ მქონდა და რაც აქ ვარ, თითქოს დავდინჯდი. ეს ყველაფერი მოვაშორე და აქაურ ჩარჩოებში ჩავჯექი. ასე უფრო უკეთესია. რასაც გვაძლევენ, არასდროს ვაკეთებ „კოპიას“, მაგრამ ისე ვაკეთებ, რომ ჩარჩოებში იჯდეს და უხეშად არ გამოჩნდეს. აქ სიმღერაში ზედმეტი რაღაცეების გაკეთება ცუდ ტონად მიიჩნევა. მაღალ ბგერებს რომ ვიღებდი, მასწავლებელი მეუბნებოდა – არ გინდა, ნუ ცდილობ, შენი დაბალი ბგერა იმდენად კარგია, მანდ დარჩი, ემოცია გამოხატეო. ბევრი ისეთი რამ ვიპოვე საკუთარ თავში, რაც აქამდე არ ვიცოდი და რაც მთავარია, საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ვმუშაობ. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა მასტერ-კლასი – სოულისა და ჯაზის აქაურმა შემსრულებელმა ჩაგვიტარა, ბევრი საინტერესო რამ აგვიხსნა. ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს და ყველაფერს კარგად გვიხსნიან, თან, ისეთ მასალას გვაძლევენ, რაც მთელი ცხოვრება გამოგვადგება. ერთ კვირაში ბოლომდე ამ ცოდნის რეალიზებას ვერ მოახერხებ. ანუ, რომ დაამთავრებ სწავლას, მერეც უნდა დაჯდე და იმეცადინო. მთელი დღე თითქმის სასწავლებელში ვარ. სახლის პირობებში მეცადინეობა ნაკლებად მოსახერხებელია. ამიტომ, სასწავლებელში ვრჩები, თავისუფალ კლასს ვიღებ და ვმეცადინეობ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ნამღერის შემდეგ, მასწავლებელი მიჯდება გვერდით და მიხსნის, რა იყო ცუდი, რა – კარგი, რა არ უნდა გავაკეთო, რას უნდა მივაქციო ყურადღება, – ეს ბევრ რამეში მეხმარება. მეც „ჟილკა“ მიჩნდება, რომ შემდეგი ნამღერი უფრო უკეთესი და მაგარი იყოს...


скачать dle 11.3